კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზება მიიღო ბექა ელბაქიძემ „ვოგის“ ფოტოგრაფებისგან და რის თაობაზე ჰქონდა მას შეხვედრა პედრო ალმადოვარის მენეჯერთან

რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მოგზაურობა და უცხო ქვეყნების გაცნობა არ უყვარს. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ძალიან ხშირად რომ უწევთ „ცაში ყოფნა“. სწორედ, ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება ბექა ელბაქიძე, რომელსაც სხვადასხვა დროს, პირადი თუ პროფესიული მიზნებით, უამრავი ქვეყნის მონახულება მოუხდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, კიდევ ბევრი დარჩა სანახავი. ბოლო პერიოდში კი, ძირითად დროს მეორე სამშობლოში – იტალიაში ატარებს, სადაც სწავლასთან ერთად, კარიერაშიც წინ მიიწევს. გარდა კარიერული წინსვლისა, სიახლეა მის პირად ცხოვრებაშიც.

ბექა ელბაქიძე: ბოლო სამი წელი სამსახიობოზე ვსწავლობ რომში, თეატრის აკადემიაში, რომელსაც სამ თვეში ვამთავრებ და ვიქნები დიპლომირებული მსახიობი. პარალელურად, სხვადასხვა სპექტაკლსა და ფილმზე ვმუშაობ. უკვე მყავს აგენტი – ტიციანა დეოდატო, რომელიც ჩემს სამსახიობო კარიერაზე ზრუნავს. ახლა, ცოტა ხნით დავბრუნდი ტელევიზიაში. გარდა ამისა, ვწერ. დასაბეჭდად მზადდება ჩემი მესამე რომანი და ვმუშაობ მეოთხეზე.

– ცოტა ხნის წინ დაბრუნდით საქართველოში, სად იყავით და რისთვის?

– ამჯერად ვიყავი ესპანეთსა და პორტუგალიაში. ეს იყო საქმიანი ვიზიტი – ფოტოგადაღება, რომელშიც გართიანებულია ევროპის სხვადასხვა ფოტოგრაფი. ისინი მუშაობენ, როგორც „ვოგისთვის“, ისე სხვა გლამურული ჟურნალებისთვის. იყო ასეთი პროექტი – „სული და სხეული“, რომელიც კეთდება მოდის სხვადასხვა სახლისთვის. სხვადასხვა ფოტოგრაფი ადგენს თავის პორტფოლიოს და ირჩევს პერსონაჟებს. მე ბრიუსელში მივიღე შემოთავაზება, ცნობილი ესპანელი ფოტოგრაფების – ვალერო რიოხასა და ფრანკო დე ესპესაგან. ესენი არიან „ვოგის“ ფოტოგრაფები. მათ შემომთავაზეს, რომ ამ ფოტოგადაღებაში ვყოფილიყავი მათი მოდელი. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა პედრო ალმადოვარის მენეჯერთან მომავალი გადაღების თაობაზე, რომლის დეტალების გახმაურებაც ჯერ არ მინდა. ამას დაემთხვა ასევე, ჩემი დაბადების დღე, რომელიც პორტუგალიაში გავატარე.

– ინტერვიუმდე აღნიშენეთ, სულ ცაში ვარო და საინტერესოა, რა ასოციაციას იწვევს თქვენში სიტყვა მოგზაურობა?

– როცა უკვე აეროპორტში ვარ, გავივლი კონტროლს და ტრაპზე ავდივარ, აი, იქიდან იხსნება ფილტვები. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო და როგორი ცუდი განწყობაც არ უნდა მქონდეს, ამის შემდეგ კარგად ვხდები. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იტალიამ მოახდინა. ის ჩემთვის მეორე სამშობლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ბებია იტალიელი იყო. იტალიური ყველაფერი მომწონს. პირველი კულტურული შოკი აზიაში მოგზაურობისას მივიღე. თავიდან, სიბინძურის, მძიმე სუნისა და 45-გრადუსიანი სიცხის გამო, ჩავვარდი შოკში. აეროპორტიდან რომ გამოვედი, სუნთქვა შემეკრა, მაგრამ მერე, ქალაქს რომ ვათვალიერებდი, მივხვდი, რომ ძალიან ეგზოტიკური ქვეყნებია ფერებით, ბედნიერი ხალხითა და ძალიან ღრმა ფილოსოფიით.

– რომელიმე ქვეყანას მოლოდინი თუ გაუცრუებია?

– ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს. თუმცა, იმედი გამიცრუვდა, როცა პარიზში სულ პირველად ჩავედი. ველოდი 20-30-იანი წლების პარიზს, რომელიც ლიტერატურიდან და კინოდან მახსოვდა და უცებ ვნახე, რაღაც შავი კვარტლები, ბინძური ქუჩები. ბევრი ისეთი რამ შემხვდა, რამაც იმედები ცოტა გამიცრუა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პარიზს რამე სჭირს ჩემი გასაკრიტიკებელი (იცინის). 

– სახიფათო მომენტი თუ შეგქმნია მოგზაურობისას?

– (იცინის) ზოგადად, ძალიან ხიფათიანი ვარ და ხშირად ვვარდები ასეთ სიტუაციაში. ძალიან მიყვარს ველოსიპედი და როცა ქვეყანაში ჩავდივარ, ვცდილობ, ვიქირავო და ეს არის ჩემი ტრანსპორტი. ერთხელ, ამსტერდამში, ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩი. ძალიან დიდი სისწრაფით მივდიოდი და ტრამვაის შევასკდი. ამსტერდამში ხომ სულ წყალია და უამრავი ხიდი, რომლითაც ქუჩები ერთმანეთს უკავშირდება. ტრამვაის შევასკდი და ზუსტად ხიდთან დავვარდი, ორი ნაბიჯი მაშორებდა წყალთან. ჩემი ველოსიპედით რომ გადავფრენილიყავი, სავარაუდოდ, ვერ გადავრჩებოდი. შეიძლება ითქვას, ტრამვაიმ მიხსნა, ხელი მქონდა მოტეხილი და ასე გემრიელად  დავასრულე ჩემი მოგზაურობა... ერთხელ, ლოს-ანჯელესში ვიყავი ტელევიზიიდან  გადაღებაზე. „იმედზე” გადიოდა რუბრიკა „ქრონიკა ნიუსი“ და ვიღებდით ამერიკაში მყოფ წარმატებულ ქართველებს. ოპერის მომღერალმა ნინო მაჩაიძემ, პლასიდო დომინგოსთან ერთად გახსნა სეზონი ლოს-ანჯელესის ოპერაში და ამაზე რეპორტაჟი გავაკეთე. ამერიკასა და საქართველოს შორის რვა-ცხრა საათია დროში განსხვავება. უცებ დამირეკეს და მითხრეს, რეპორტაჟთან ერთად უნდა ჩაერთოო. ტექნიკურად ისე ხდება, რომ ტელევიზია პირდაპირ ჩართვას უკვეთავს, ამაში ფულს იხდიან და ყოველი წუთი გაწერილია. შესაბამისად, სასწრაფოდ მომიწია ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წასვლა. ლოს-ანჯელესი  დიდია და ბუნებრივია, ძალიან ვჩქარობდით. როგორც იქნა, საცობებს გამოვცდით, ტაქსით მივვარდით ლოს-ანჯელესის ადგილობრივ ტელევიზიასთან, საიდანაც უნდა გამეკეთებინა ჩართვა. ღამე იყო, ბნელოდა. ტელევიზიის შენობა მთლიანად შემინულია და განათებული. კიბეებზე სწრაფად ავრბოდი და  სისწრაფეში კარი თავით გავიტანე. „ტომი და  ჯერიში“ რომ არის, დაახლოებით ისე ჩამოვვარდი ძირს (იცინის). არ გავთიშულვარ, მაგრამ ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღე. ცხვირიდან სისხლმა გამოასხა (იცინის). გარედან რომ უყურებ, ხომ ჩანს, რომ შემინულ შენობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს. უცებ, ამ ხმაზე, არ ვიცი, ალბათ, ასამდე ადამიანი შემობრუნდა ჩემკენ. რაღაც წუთები იყო დარჩენილი ჩართვამდე და ერთი ოცი კაცი მეხვია თავს. ზოგი ყინულებს მადებდა, ზოგიც გრიმს მიკეთებდა და ასე, გაბერილი ცხვირით, გავედი ეთერში.

– როგორც ვიცი, იტალიელ ქალბატონზე იყავით შეყვარებული, როგორ განვითარდა ეს ურთიერთობა?

– ეს იყო იტალიელი მსახიობი – ანა რიცი ბოგდანი. ჩვენ ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ის იყო ცოლი, მხოლოდ ფორმალობების გარეშე. საერთოდ, ფორმალობები არ მიყვარს.

–  ფორმალური ურთიერთობა და ოჯახი საერთოდ მიუღებელია თუ ამ ეტაპზე?

– ახლა არ ვარ იმ ეტაპზე, რომ ოჯახის შექმნაზე ვიფიქრო. ჩვენ ერთად ვითამაშეთ ფრანჩესკო ძეკას სპექტაკლში და იქიდან გავიცანით ერთმანეთი. მერე ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, თუმცა სამი თვის წინ, ეს ურთიერთობა დასრულდა.

– ზოგადად, თუ გიტაცებთ მოგზაურობისას სასიყვარულო-რომანტიული ურთიერთობები?

– კი, თითქმის ყოველთვის. მაგალითად, ახლა, ასევე უცნაურად და დაუგეგმავად დაიწყო ჩემი ურთიერთობა ფრანგ მსახიობ ქალთან – დებორა ამსესთან. მასთან ერთად ბრიუსელში ვითამაშე ერთ-ერთ სპექტაკლში სასიყვარულო სცენები და მერე ეს ურთიერთობა გაგრძელდა.

– ეს, ალბათ, ბოლო სამი თვის განმავლობაში ხდება, რაც იტალიელ მსახიობს დაშორდით?!

– ბოლო ორი თვეა. ორი-სამი თვე (იცინის).

– ურთიერთობის რა ეტაპზე ხართ ახლა?

– ერთად გავატარეთ ჩემი დაბადების დღე. (იცინის). ეს საწყისი ეტაპია და როგორ განვითარდება, არ ვიცი. თუმცა, ორი ადამიანის მხრიდან ერთად ყოფნის სურვილი, არსებობს. ჩვენი საქმიანობა ჩვენ შორის მანძილს აფართოებს –  ორივეს ხშირად გვიწევს მოგზაურობა და ეს ძალიან რთულია.

– ბევრს ჭორაობდნენ ნუცა კოპალიანისადმი თქვენს სიყვარულზე.

– ეს იყო აბსურდული სისულელე, რომელიც გაავრცელეს. ნუცა კოპალიანი არის ჩემი მეგობარი. ძალიან დიდი ხანია, რაც ერთთმანეთს ვიცნობთ. ნუცას ჰყავს საქმრო, ძალიან კარგი ბიჭი, რომელსაც მეც კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ. რაც მთავარია, ეს სულელური ჭორი გავრცელდა მაშინ, როცა ნუცასაც საქმრო ჰყავდა და მეც – მეგობარი გოგო. ეს ფოტო, ალბათ, რომელიმე სოციალური ქსელიდან აიღეს – ერთ-ერთი ეგვიპტური ვოიაჟის დროსაა გადაღებული, სადაც მეგობრებთან ერთად ვისვენებდით. აუზზე გადავიღეთ და ბუნებრივია, იქ ჩოხით არ ვიქნებით, საცურაო კოსტიუმები გვაცვია.

скачать dle 11.3