კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი გენებსა და ბედისწერას შორის და შესაძლებელია თუ არა გაუაზრებელი საქციელით ბედის ცვლილება

ეზოთერიკოსებისა და პარაფსიქოლოგების ნაწილი ამტკიცებს, რომ გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამ აზრს ქართველი ეზოთერიკოსი, ბატონი დათოც ეთანხმება და ამბობს, რომ აზრისა და ფიქრის დონეზე, ასევე, გაუაზრებელი საქციელითაც, ბედის ცვლილება ნამდვილად შესაძლებელია. როგორ მოვიქცეთ, რომ თავი საფრთხეში არ ჩავიგდოთ, ცხოვრება სურვილისამებრ დავალაგოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ამაზე თავად ბატონი დათო გვესაუბრება და რჩევებსაც მოგვცემს. 

– როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგები განმარტავენ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურ ენერგიას ატარებს, რომლის არასწორი ხარჯვა და სხვა ადამიანებთან გაცვლა-გამოცვლა, თუ ეს სწორად არ ხდება, უამრავ პრობლემას წარმოშობს. იქნებ, ამ საკითხზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია? 

– დიახ, თითოეული ჩვენგანი გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს. გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები, უნებურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან. ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს; თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითად არის განწყობილი და თავს მის გვერდით კომფორტულად გრძნობს, მაშინ ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ რომელიმე მათგანს არასასურველი განწყობა აქვს, ესე იგი, მეორემ ცოტა ენერგია მიითვისა. სხვისი ენერგია ძალიან ადვილად ასათვისებელია. ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ კი, შესაძლოა, შეყვარებული წყვილი ან ცოლ-ქმარი დააშოროს. ჯერ იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, კამათი, ჩხუბი და ამის შემდეგ წყვილი ხვდება, რომ მათ შორის რაღაც რიგზე ვერაა, თუმცა, პასუხი არ აქვთ. მე კი ასეთ წყვილს ვეტყვი, რომ ეს, შესაძლოა, მათ შორის ენერგიების არასწორმა გაცვლამ გამოიწვია. ამიტომ, სანამ ურთიერთობას დააკანონებთ, კარგად დააკვირდით, იღებთ თუ არა სასურველი ადამიანისგან ენერგიას და კმაყოფილია თუ არა ის თქვენგან გაცემული ენერგიით.

– ბედისწერასა და გენეტიკას შორის რომ პირდაპირი კავშირია, ამაზე რას გვეტყვით?

– ბოლო დროს საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია ეზოთერიკოსებსა და პარაფსიქოლოგებს შორის საკითხმა, არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის. ამაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა და დადგინდა, რომ  ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირი არსებობს; ასევე, არის გარკვეული პერიოდები, როცა საშიშია საკუთარ ბედზე ჩივილი, წყევლა, გაუაზრებელი ქცევა თუ საუბარი. ერთმა უაზროდ გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმაც კი, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს და რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება.

– გამიგია, რომ, როგორც ბედისწერა, ასევე წინაპართა ცოდვები, შთამომავლობით გადადის. ეს მართალია?

– ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც ნამდვილად გადადის გენეტიკურად შთამომავლებზე და სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულობა თითოეული ქცევის დროს თუ სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ გაცნობიერებულ საქციელზე. ბევრს ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული აზრი და შეხედულება გააჩნია, მაგრამ, აბა, დაფიქრდით, თუ შეიძლება, ადამიანმა გენეტიკურად მიიღოს წინაპრისგან ნიჭი, გარეგნობა, ხასიათი, მანერა და ასე შემდეგ, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბედისწერაც გენეტიკურად გადავიდეს შთამომავლობაზე?

– ზოგს რომ არ სჯერა ბედისწერის?

– დიახ, ზოგს საერთოდ არ სჯერა ბედისწერის და ამაში მწარედ ცდება. მე ამ საკითხით დიდი ხანია, დავინტერესდი და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დავაგროვე. გენური კოდის საშუალებით ჩვენ მართლაც ვიღებთ მემკვიდრეობით გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და, ამასთან ერთად, ბედისწერასაც; შედეგად კი, წინაპართა არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე აისახება. არცერთი ჩვენგანი არ დაბადებულა უცოდველი, რადგან გენების საშუალებით მიღებული პროგრამა შთამომავლობით დაგვყვა და, სწორედ ეს არის ბედისწერა, რაშიც უდიდესი წვლილი ჩვენს წინაპრებს მიუძღვით – მათი კარმული დავალიანება, არასწორი თუ სწორი საქციელი, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, სწორედ ჩვენს გენებშია ჩაწერილი. თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის მატარებელი და გადამტანია. 

– გამოდის, რომ ჩვენმა შთამომავალმა ჩვენი არასწორი ცხოვრების წესის გამო უნდა ზღოს და საკუთარი ბედისწერა ამით დაამძიმოს?

– სწორედაც! შთამომავალთა წარუმატებლობა, შესაძლოა, მათი ბრალი იყოს და, ამიტომ, უნდა ეცადოთ, სწორი საქციელითა და ცხოვრების სწორი წესით შეუმსუბუქოთ მათ ბედისწერა. თუ გსურთ, თქვენი შთამომავალი წარმატებული იყოს ცხოვრებაში, ასე უნდა მოიქცეთ და, თუ ამის არ გჯერათ, ეს თქვენი ნებაა. ჩვენი საქციელით შვილების ბედსაც განვსაზღვრავთ. გენეტიკურ ცოდვაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე არ არსებობს და, თუ ის ადამიანს შთამომავლობით გადაეცა, იგი წარუმატებელია, უამრავი პრობლემის წინაშე დგება და პირადი ცხოვრებაც გამწარებული აქვს. თუმცა, არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს თავს დამტყდარი ყველა უბედურება ჩვენი წინაპრის კისერზეა და მხოლოდ ისინი არიან დამნაშავენი ჩვენს უიღბლობა-წარუმატებლობაში. თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების განმავლობაში, თავის პროგრამასაც ქმნის და იწერს გენებში, მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების დამუშავება-გადახედვა შეუძლებელი ხდება გენეტიკური ხაზით, ამ დროს გვარი არსებობას წყვეტს, ანუ, ასეთ ოჯახში აღარ იბადება გვარის გამგრძელებელი. როცა დედა შვილს გაბრაზებულ გულზე წყევლის, ესეც საკუთარი გენის დაწყევლა და შთამომავლის ბედში გაუაზრებელი, მაგრამ საშიში ჩარევაა. ამ დროს გენური კოდი აქტიურდება და უფრო მეტად იწყებს მოქმედებას. გაბრაზებულ გულზე ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი, კონკრეტული ადამიანის მიმართ, შესაძლოა, მისი გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს.

– ბატონო დათო, იქნებ, წინაპართა ცოდვების გამო ვისჯებით შთამომავლები?

– როცა საქმე წინაპრისგან გადმოცემულ ბედისწერას და გენებს ეხება,  სწორი განმარტებაა ტანჯვა და არა დასჯა. შვილები იტანჯებიან იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა ცოდვის ჩადენით დაიზიანეს სული და სხეული, შემდეგ კი არ მოინანიეს და ეს ფაქტი მათ შთამომავლებზე აისახა. სული უხილავი მაგნიტივით აკავშირებს ერთმანეთთან ჩვენი ორგანიზმის ატომებსა და მოლეკულებს, სტიმულს აძლევს ცილების სინთეზს ცოცხალ უჯრედებში, დებს მასში სიცოცხლისუნარიანობის პროგრამას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლასა და თვითრეგულირებას. სულისა და სხეულის ერთმანეთთან დაცილებისას, ცილების სინთეზი უცბად წყდება, ენერგიას მოკლებული სხეული ცივდება; მისი ელემენტები კი, როგორც კი მაკავშირებელ ძალას კარგავს, იშლება და სიკვდილით ავადდება. ამიტომ, საკუთარ სულში უნდა ვეძებოთ იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირს, მათ შორის იმ დაავადებებისაც, რომელთა მიმართაც გვაქვს მიდრეკილება.

скачать dle 11.3