კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ცოტ-ცოტა ყველაფერზე

 

როგორია ჭეშმარიტი ქალი? – რა თქმა უნდა, ქალური... მაგრამ ეს კიდევ არ არის საკმარისი. მოდი, ცოტა გავართულოთ საკითხი. მაგალითად, ჭეშმარიტ ქალს არ შეუძლია, გაძლოს სამი რამის გარეშე. ესენია: მობილური ტელეფონი, ოჯახი და კარგი ფეხსაცმელი. გნებავთ, ხუმრობად მიიღეთ ეს, გნებავთ, ეჭვი შეიტანეთ, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებენ...

რას შეუძლია აატიროს ჭეშმარიტი ქალი?

დავიწყოთ იმით, რომ ჭეშმარიტ ქალს კარგად შეუძლია საკუთარი თავის ფლობა. ყველაზე საშინელ ამბავსაც უემოციოდ მოისმენს... მაგრამ, შეიძლება, სრულიად უმნიშვნელო რაღაცამ აატიროს... პროგნოზირება ძნელია.

იცავს თუ არა ჭეშმარიტი ქალი დრეს-კოდს და როგორ ირჩევს ელიტურ წვეულებებს – რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ქალისთვის დრეს-კოდი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია – ტანსაცმელს მანქანაშიც კი გამოიცვლის, ოღონდ ფინჯან ჩაიზე მიპატიჟებული, ჯინსითა და ბოტასით არ გამოცხადდეს. ამიტომ, ელიტურ წვეულებებს არ მიელტვის. სახლშიც გვიან არ ბრუნდება. უფრო ხშირად მიდის იქ, სადაც მეგობრების და საქმიანი პარტნიორების გარემოცვაში იქნება.

ანიჭებს თუ არა ჭეშმარიტი ქალი მამაკაცის გარეგნობას მნიშვნელობას?! – არანაირად. მისთვის კაცში სხვა ღირსებები გაცილებით პრიორიტეტულია. მაგალითად, რას წარმოადგენს მამაკაცი პიროვნულად, რით არის დაკავებული. ზოგადად, ჭეშმარიტი ქალი დარწმუნებულია – იყო მამაკაცი, გაცილებით ადვილია. მთავარია, კარგი კოსტიუმი ეცვას და გარეცხილ მანქანაში იჯდეს... ჭეშმარიტი ქალის შესაფერისი მამაკაცი დიდ დროს უთმობს პიროვნულ განვითარებას და დიდ დროს ატარებს ბავშვებთან – ეს უკანასკნელი უმთავრესია.

 

მარჯვნივ და მარცხნივ...

 

ვინმეს მოეწონება მამაკაცი, რომელიც თვალებს დაუსრულებლად აქეთ-იქით აცეცებს? –  ლოგიკური პასუხია – არა! არც ისაა მამაკაცისთვის სასახელო, იდგეს და ყვებოდეს საკუთარი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ. ღირსეული მამაკაცი ღირსეულად დუმს... მით უმეტეს, ცუდია, როცა კაცი ხმამაღლა ყვება იმ „ტრიუკების“ შესახებ, რომლითაც ქალებს „აბამს.” არ არის საჭირო, შექმნა მითი საკუთარი პიროვნების გარშემო... ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ სიყვარულში წარმატებულ მამაკაცს ტრაბახი არაფერში სჭირდება. ამიტომ, ისინი მხოლოდ იღიმებიან კაცის  ყოყოჩურ განცხადებებზე. მხოლოდ სულელი ქალი ვერ მიხვდება, რატომ ცდილობს მამაკაცი მოიტყუოს და თავი იმად წარმოაჩინოს, რაც რეალურად არ არის. თქვენ თავად დაფიქრდით – წარმატებულ მამაკაცს დასჭირდება ბევრი ლაპარაკი საკუთარ წარმატებებზე? რა თქმა უნდა, არა!

ქალის გულის დასაპყრობად ლაპარაკი საერთოდ არც არის აუცილებელი. მთავარი ქმედებებია და მამაკაცმა სწორედ საქმით უნდა დაგიმტკიცოთ თავისი გრძნობა. ბედნიერებას კი, თუ მართლაც შენია – გაფრთხილება სჭირდება: შურიანი თვალისგან დამალვა და მუდმივად ზრუნვა ურთიერთობის იმ ფორმით შესანარჩუნებლად, რა ფორმითაც მას ეს ბედნიერება მოაქვს. მგონი, ყველაფერი ნათელია... არც მარჯვნივ, არც მარცხნივ – საყვარელმა მამაკაცმა თქვენ უნდა გიყუროთ პირდაპირ და თვალის მოუშორებლად.

 

ცოტა თერაპია

 

ქალს ძალიან სჭირდება მეგობრები და თანამოაზრეები... ოღონდ არ მითხრათ, რომ იგივე მამაკაცებსაც სჭირდებათ. რა თქმა უნდა, მაგრამ დაქალებთან წაჭორავება ქალისთვის ნამდვილი თერაპიაა. მამაკაცებს რატომღაც ჰგონიათ, რომ, როცა ქალები ერთმანეთს ხვდებიან, ისინი მხოლოდ ძლიერ სქესზე, საკუთარ ქმრებსა და შეყვარებულებზე საუბრობენ. ნამდვილად არ არის ასე. „თერაპიული“ ეფექტი სულ სხვა რამეშია. ქალები სხდებიან ერთად და განიხილავენ ყველაფერს – დაწყებული მსოფლიო მოდის ტენდენციებიდან, პირად გარდერობზე, სტილზე, მანიკიურის ოსტატზე და ახალ ვარცხნილობაზეც კი. საუბრობენ ქვეყანაში პოლიტიკურ მდგომარეობაზეც... რატომაც არა?! მთავარი ხომ საუბარია? ტყუილუბრალოდ დასცინებთ ქალებს და დაადანაშაულებთ მათ ლაპარაკის სიყვარულში. ამას სერიოზული სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვისაც და გუნება-განწყობასაც აუმჯობესებს. ერთი სიტყვით, კარგია ქალის ორგანიზმისთვის, მაგალითად, ხსნის სტრესს, დაძაბულობას, ანეიტრალებს აგრესიას... მოკლედ რომ ვთქვათ, არაფრით არ შეიძლება, ქალს მეგობრებთან შეხვედრა და საუბრები აუკრძალოთ. ეს იგივეა, ჟანგბადი გადაუკეტოთ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან მეგობრებს და ლაყბობენ – ამ სიტყვის კარგი გაგებით, ბედნიერები არიან... სასწრაფოდ გაიქეცით მეგობართან გულის მოსაოხებლად. ეს დამამშვიდებელი აბების მიღებას ნამდვილად ჯობია, ის მამაკაცი კი, რომელიც ამას ვერ გაიგებს, ძალიან წააგებს, რადგან საბოლოოდ, ქალი უფრო მას შეელევა, ვიდრე საყვარელ, სასიამოვნო ჩვეულებას.

 

თავდაცვის მექანიზმები

 

ქალს ძალიან სჭირდება ისეთი ნიუანსების ცოდნა, რაც ცხოვრების სწორად წარმართვაში დაეხმარება. მაგალითად, უნდა იცოდეს, როგორ გაემიჯნოს მათ, ვინც მის პირად სივრცეში შეღწევას ცდილობენ. დისტანცია საყვარელ ადამიანთანაც კი აუცილებელია. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს პირადი, ინტიმური ზონა...

შეეცადეთ, ყოველთვის იყოთ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც თქვენ წინსვლას შეუწყობენ ხელს. ცხოვრება ისედაც სავსეა დაბრკოლებებით და რაში გჭირდებათ ადამიანი, რომელიც უკან დაგხევთ და დეპრესიაში ჩაგაგდებთ. ყოველთვის უნდა იფიქროთ იმაზე, რას მოგცემთ ის, ვინც თქვენს გვერდითაა. ეს არ არის ცუდი. ნდობა ჩნდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: ერთია სიყვარული, მეორე – ხანგრძლივი გამოცდა დროში. დროში გამოცდას ყველა ვერ ელოდება და უფრო სიყვარულის კარნახს მიჰყვებიან. შეცდომებსაც, ბუნებრივია, უშვებენ... ქალს მაშინ ერთვება თავდაცვის მექანიზმი, როცა ძალიან ეტკინება... ამიტომ ისწავლეთ, თქვათ – „არა“, როცა ამისი თქმა აუცილებელია. ჩართეთ თავდაცვის მექანიზმი უფრო ადრე, ვიდრე ძალიან მაგრად გეტკინებათ. მაგალითად, როცა კოლეგა, შეყვარებული, ან ოჯახის წევრი ცდილობს თქვენით მანიპულირებას, თქვენს გამოყენებას, გაუწიეთ მას წინააღმდეგობა, თბილი სიტყვით, მაგრამ მტკიცედ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ უნდა მოერიდოთ. გაუღიმოთ და უთხრათ, მშვიდობით – თავდაცვის მექანიზმი ამას გიკარნახებთ! ენდეთ მას.

скачать dle 11.3