კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ჩავაბარე tsh-ის ანალიზი. პასუხია – 5.5. მაინტერესებს, ასეთი პასუხის ფონზე, მოხდება თუ არა ორსულობა?  ლამინარიის ან აპილაკის მიღებას თუ მირჩევთ?

პასუხი: უპიველესად, უმჯობესია, მოიწესრიგოთ ჰორმონული ფონი და შემდეგ დაგეგმოთ ორსულობა.

კითხვა:  მყავს 2,5 წლის გოგონა,  გულზე შუილები აღმოაჩნდა. აქამდე არ ჰქონია აღნიშნული პრობლემა. ბავშვთა კარდიოლოგმა მხოლოდ კარტანი დაუნიშნა დასალევად. რამდენად აღმოფხვრის ეს პრეპარატი პრობლემას და საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა?

პასუხი:  განასხვავებენ ორგანულ და ფუნქციურ შუილებს. ფუნქციური შუილი გულის პათოლოგიას არ უკავშირდება. ორგანული შუილის მიზეზი შესაძლოა, იყოს სარქვლის ნაკლოვანება ან მისი შევიწროება. ბავშვების 80 პროცენტს სწორედ ფუნქციური ხასიათის შუილი აქვთ. როგორც ჩანს, თქვენი შვილის შემთხვევაშიც ასეა და არ გაქვთ ღელვის საფუძველი. მდგომარეობა შეგიძლიათ, დააზუსტოთ ექიმთან, რომელმაც გამოკვლევა ჩაატარა.

კითხვა: ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ სისხლის გათეთრების შეწყვეტა თუ შეიძლება ზურგის ტვინის გადანერგვით? 

პასუხი:  ეგრეთ წოდებული სისხლის გათეთრება, ანუ ლეიკემია დღეს აღარ ითვლება უკურნებელ დაავადებად. მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს და უმრავლეს შემთხვევაში, დაავადება ემორჩილება მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს. მკურნალობის ერთ-ერთი გზა გახლავთ ძვლის ტვინის (და არა ზურგის ტვინის) გადანერგვა. თუმცა, ეს ოპერაცია ყოველთვის არ არის აუცილებელი. მის საჭიროებას ჰემატოლოგები განსაზღვრავენ.

კითხვა:  ბავშვს აწუხებს მუცელი, არის ერთი თვის. მირჩიეს დათვის ნაღველი მიეცი და გაუვლისო. იქნებ თქვენ მირჩიოთ რაიმე ეფექტური, რომ ტკივილმა გაუაროს?

პასუხი:  ამ ასაკში პედიატრის გარეშე ნებისმიერი მედიკამენტის თუ სამკურნალო საშუალების  თვითნებური მიღება დაუშვებელია. აჩვენეთ პატარა პედიატრს.

კითხვა:  12 წლის ასაკში დაახლოებით ფრჩხილისხელა ადგილზე გამცვივდა თმა. მკურნალობის შედეგად ამოვიდა. შემდეგ ისევ გამცვივდა, ოღონდ სხვა ადგილას და მკურნალობის გარეშე ამოვიდა. ახლა გამცვივდა ოდნავ დიდ ადგილზე, ანუ თმა არ არის – კანია მხოლოდ. ხალხური მეთოდები სულ მშველოდა, ახლა კი შედეგი არ ჩანს. რის ბრალია და როგორ ვიმკურნალო, რომ საბოლოოდ განვიკურნო?

პასუხი:  თქვენი დიაგნოზია თმის ბუდობრივი ალოპეცია (გამელოტება). უნდა ჩაიტაროთ კვლევები: ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და ჰორმონებზე ანალიზი; უნდა ინახოს კბილები, ყელი -  უნდა დადგინდეს, ხომ არ გაქვთ სადმე ქრონიკული ჩირქოვანი კერა. ბუდობრივი ალოპეცია სხვადასხვა სახისაა. მაგალითად, ანდროგენული, არსებობს მისი ნაირსახეობებიც. ყველა მათგანი თავისებურ მკურნალობას საჭიროებს. უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც გამოგიკვლევთ და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

скачать dle 11.3