კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ცდუნება ლოცვის დროს

ერთი ბერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ სულიერად დაძაბუნდა და მონაზვნურ მორჩილებას ზოგჯერ კარგად ვერ ასრულებდა. ლოცვებს თანდათან მოუკლო, ბოლოს კი მხოლოდ საღამოს ლოცვით კმაყოფილდებოდა, თუმცა, ხანდახან იმასაც უგულისყუროდ კითხულობდა. მას სინდისი ამხილებდა და ჰკარნახობდა, რომ მონაზვნური მორჩილება ბოლომდე უნდა დაეცვა, მაგრამ, ძალა და ნებისყოფა იმდენად დაუსუსტდა, რომ საკუთარ თავს ვეღარ ერეოდა.

ერთხელ დაესიზმრა, რომ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში იმყოფებოდა. იქაურობა ხალხით იყო სავსე და ყველა იქ მყოფი მხურვალედ ლოცულობდა. ტაძარში წმიდა ნაწილებიანი სარკოფაგი იდგა. ბერს მასთან მიახლოება მოუნდა, მაგრამ, შიშმა აიტანა „ვაითუ, წმიდა მამამ მთელი ხალხის თანდასწრებით მამხილოს იმის გამო, რომ ლოცვებს მოვუკელი?“ – ფიქრობდა იგი. ამასობაში ის სარკოფაგს მიუახლოვდა. წმიდანი ცოცხალივით გამოიყურებოდა, მის სახეზე კი უსაზღვრო სიკეთე და სათნოება იყო აღბეჭდილი. ბერმა უცებ შეიგრძნო საკუთარი დანაშაული ღვთის წინაშე და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. იგი დაიხარა, რათა  წმიდა ნაწილებს მოხვეოდა. უეცრად წყნარი, მამობრივი მზრუნველობით აღსავსე ხმა მოესმა: „შვილო ჩემო, რატომ დაუტევე ლოცვები ღვთისადმი? უცებ რომ დადგეს ჟამი მწუხარებისა და ავადმყოფობისა, ვისგან მიიღებ სულის სიმშვიდეს, ძალას, მხნეობას?“

ატირებულ ბერს გამოეღვიძა.

ადამიანთა სულების დაღუპვის მოსურნე ეშმაკს სძაგს ყოველგვარი ლოცვა, განსაკუთრებით, თუ ის გულწრფელი და ღვთის შიშითა და მოყვასის სიყვარულით არის აღსავსე. იგი ყოველნაირად ცდილობს, ზიანი მოუტანოს მლოცველს და დათრგუნოს მისი სული.

ამ სიზმრის ნახვიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, გვიან ღამით, ეს ბერი მონასტრის ბიბლიოთეკის დრაბაზში ლოცვებს კითხულობდა. უეცრად მას ცხადად მოესმა, რომ სხვენზე, მის თავს ზემოთ, ვიღაც დადიოდა. შემდეგ ნაბიჯების ხმა სხვენზე მიდგმული კიბისკენ წამოვიდა, სადაც ნახშირის ყუთები იდგა. მან გაიგონა როგორ გადაცვივდა ყუთები და დაიფანტა ნახშირი. ბერი დარწმუნებული იყო, რომ სხვენზე ქურდი დადიოდა. შიშისგან თავზარდაცემული სენაკში შევარდა და კარი ჩარაზა. მას მთელი ღამე არ ეძინა – ეშინოდა, ავაზაკი სენაკშიც არ შემოვარდნოდა. როდესაც გათენდა, იგი სხვენზე ავიდა; იქ ყველაფერი წესრიგში იყო, ყუთებიც თავის ადგილას ელაგა. მაშინ კი მიხვდა ბერი, რომ ღამის ამბები ეშმაკისგან იყო და გაიფიქრა: „აი, თურმე, როგორი მლოცველი ვყოფილვარ! მტერს დიდი ძალისხმევა სულაც არ დასჭირვებია იმისთვის, რომ დავმფრთხალიყავი და ლოცვა მიმეტოვებინა. ეშმაკი, ალბათ, ზეიმობდა, რომ ასე შეაშინა ჩემი ცოდვილი სული“.

მას შემდეგ ბერს ეს შემთხვევა მუდამ ახსოვდა და ცდილობდა, ლოცვის დროს მთელი გულისყური ღვთისკენ მიემართა.

скачать dle 11.3