კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩააცვა მარიამ გვასალიამ თბილისს თავისი შეკერილი ბოტასები და ეძახდა თუ არა ის კახა ბენდუქიძეს „ბაბუას“

დიდი ხანი არ არის, რაც ნიჭიერმა დიზაინერმა მარიამ გვასალიამ ქართული მოდის სამყაროში შემოაბიჯა. მისი სამოსი, რომელიც საკმაოდ ორიგინალურია ლამაზად შეხამებული ფერებითა და ხარისხიანი ქსოვილისგან შეკერილი დარღვეული სილუეტებით, თბილისში მალევე გახდა პოპულარული. ამ სამოსის, ისევე, როგორც ფეხსაცმელებისა და ბოტასების მიმართ, ბევრი მანდილოსანი ვერ დარჩება გულგრილი, მით უმეტეს,  რომ მარიამი სახელოსნოში კვირაში ერთხელ მაინც ახდენს კოლექციის განახლებას.

მარიამ გვასალია: ბავშვობაში რამდენიმე წლის გამავლობაში დავდიოდი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში – ბალეტს ვცეკვავდი. პატარაობიდან მეც ვიხატავდი ხოლმე ჟურნალებიდან მოდელების ფორმებს და შემდეგ ჩემი გემოვნებით ვაცმევდი, მერე კი სერთოდ აღარ ვხატავდი, თუმცა, კარგად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა. ისეთი რაღაცეები მომწონდა, რაც ორი წლის შემდეგ ბევრს მოსწონდა თბილისში. რაც შეეხება ბალეტს, ჯერ მაკა მახარაძის სტუდიაში დავდიოდი, მერე – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, მაგრამ, დავანებე თავი და ეს ნაბიჯი არასდროს მინანია. შემდეგ ცოტა ხანს ფლეიტაზე ვუკრავდი, ბავშვობაში ვმღეროდი  კიდეც, ბოლოს ისევ დასაწყისში დავბრუნდი და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. 

– ეს მოულოდნელი იყო ოჯახის წევრებისთვის? 

– არა, რადგან მამას აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ბიძაჩემი კი თვითნასწავლი მხატვარია. ოჯახში ბევრი ნახატი გვაქვს, ერთი სახლი, ფაქტობრივად, გალერეაა – იმდენი ნახატია, საქართველოს ბევრ გალერეას შეიძლება სჯობდეს. რაც შემეხება მე, ჯერ ვსწავლობდი სახვით ხელოვნებაზე, თეატრის მხატვრობაზე, შემდეგ – ტექსტილზე, ბოლოს კი ტყავზე გადავედი და დავამთავრე. მეოთხეც მინდოდა, მაგრამ მითხრეს: გვასალია, დარჩი შენს ადგილზეო. თან, უგამოცდოდ გადავდიოდი.

– როდის გადაწყვიტე დიზაინერობა? 

– ჩემთან ყველაფერი უკუღმა არის, თავდაყირა. ფეხსაცმელები და აქსესუარები მიყვარს ძალიან. პირველად ჩემთვის შევიკერე ფეხსაცმელი, რადგან, მივხვდი, რომ აქ არ იყო ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც მე მომინდებოდა. მერე ვიღაცას მოეწონა... ის მომენტი ყოველთვის იყო: რა ლამაზად გაცვია, როგორი განსხვავებული, ორიგინალურია... აქედან გამომდინარე, თანაც, აკადემიაში რომ ვსწავლობდი, სამომავლოდ ისედაც ვგეგმავდი და გადაწყვეტილი მქონდა დიზაინერობა. მივხვდი: შეიძლებოდა, ჩემი თავი ამ მხრივ წარმომეჩინა. პირველი კოლექცია აკადემიის სადიპლომო ნამუშევარი იყო. შემდეგ კონკურსზე – BE NEXT-ზე გავიტანე და ერთ-ერთი პრიზი მხვდა წილად – მილანში Istituto Europeo di Design-ში ერთთვიანი სასწავლო კურსი. საინტერესოც იყო იქ სწავლა და განსახვავებულიც. გარდა ამისა, ძალიან შესამჩნევი იყო ჩემი ჩაცმულობა. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე მიწევდა იმის თქმა, რომ ჩემი სამოსი იყო. ლექტორებიც აღნიშნავდნენ და ბავშვებიც: „ვაიმე, რა კარგია, რა გაცვია...” ჩემი შეკერილი ფეხსაცმელი ძალიან მოსწონდათ და ბევრი მეუბნებოდა, იქნებ, თბილისიდან გამომიგზავნოო. 

– ძალიან კარგად ახამებ ფერებს. 

– ჩემთვის მთავარია, ქსოვილი ქსოვილს უხდებოდეს და ფერები – ფერებს. თარგზე იმდენს არ ვმუშაობ, რამდენსაც ქსოვილზე, ფაქტურაზე, ფერებზე. შემიძლია ქსოვილში ნებისმიერი თანხა გადავიხადო. ახლა სახელოსნოში შავი რაღაცეები კიდია, მაგრამ, ადრე სულ ჭრელები ეკიდა. ერთმა გოგონამ მკითხა – შავს არ კერავო? როგორ არ ვკერავ, უბრალოდ, ზოგჯერ პროტესტი მაქვს რაღაცეების მიმართ. ადრე თბილისში ყველა გოგოს ხომ ეცვა შავი ბათინკი, შავი ტყავის შარვალი და ქურთუკი, იმ პერიოდში სწორედ შავზე მქონდა გართულება. რაც მასობრივია და ყველა ერთნაირად აკეთებს, მე ნერვებს მიშლის. 

– სამაგიეროდ, შენს სამოსს ვინც ჩაიცვამს, ის განსხვავებული და გამორჩეული იქნება. საქართველოში პირველმა დაიწყე ბოტასების შეკერვა და ახლა ლამის მთელ თბილისს აცვია.

– ფეხსაცმელებიც ძირითადად ორი-სამი არის ხოლმე. თუმცა, ბოტასებს სერიულად ვაკეთებ და თბილისში უკვე ძალიან ბევრს აცვია. მაგრამ, არის ზოგიერთი მოდელი, რომელიც მხოლოდ ორი ცალია ან ერთი. ხშირად ნაკუწი რომ მრჩება, იმისგან ვაკეთებ და არ გამოვა ფიზიკურად ერთზე მეტი. ხელოსნები სულ ამას ჩივიან: არ შეიძლება, შეგვიკვეთო 20 ცალი ერთნაირი? რატომ გვაწვალებო. ჩემთან ყველაფერი სხვანაირად არის; მაგალითად, ხომ არის მიღებული, რომ გიპიურის კაბა ტანზე მომდგარი უნდა იყოს, გულამოღებული, მოკლე სარჩულით – მე ყოველთვის უკუღმა ვაკეთებ: მოკლე გიპიური გრძელი სარჩულით. 

– შენმა გიპიურის ჟაკეტმა, რომელიც ანანო დოლაბერიძეს მილანის მოდის კვირეულზე ეცვა, დიდი მოწონება დაიმსახურა. 

– მერე მიყვებოდა: უკან დამდევდნენ და ფოტოებს მიღებდნენ, ძალიან მოეწონათო.

– ნორმალური ფასები გაქვს?

– ტანსაცმელი ხშირად ბევრად უფრო იაფი და ხარისხიანი მაქვს, ვიდრე სხვებს, მაგრამ, ფეხსაცმელს არ აქვს დაბალი ფასი. რომ შემეძლოს, ეს ხარისხი ხალხს მივცე უფრო იაფად, სამჯერ მეტი იქნებოდა – ამაში დარწმუნებული ვარ. ბათინკსა და ბოტასს შორის მასალაში დიდი სხვაობაა. იმის მიუხედავად, რომ ორივეში ნატურალური ტყავია გამოყენებული, ბათინკებთან შედარებით ბოტასები ნახევარი ფასი ღირს და ამიტომაც იყო ბევრი შეკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, მაღალყელიანი ჩექმა ღირს 550 ლარი, შეკვეთა მაინც ბევრია, რაც ძალიან მიხარია. 

– ბიზნესის კეთების ნიჭი კახა ბენდუქიძისგან ხომ არ გამოგყვა? 

– ხშირად გვიკამათია ამაზე ცხარედ. ბოლოს მკითხა: საშუალოდ, რა არის კაბის ფასი, ანუ, საიდან სადამდეა თვითღირებულებაო. 150-დან 400 ლარამდე შეიძლება იყოს-მეთქი. ის მიმტკიცებდა: ფასში ამხელა დიაპაზონი არაფრით არ შეიძლება იყოსო, მე კი ვუმტკიცებდი, რომ შეიძლებოდა. ბოლოს მითხრა: შენ ბიზნესში არაფერი გაგეგებაო. მტკიცების მომენტში არ მისმენდა არასდროს  და მე ვუთხარი: შენ კიდევ, მოსმენის კულტურა არ გაქვს-მეთქი, რის შემდეგაც მომაძახა: სამაგიეროდ, შენ ბიზნესის კეთება არ იციო. მაგას ვნახავთ-მეთქი. 

– ზუსტად ამიხსენი, როგორი ნათესავი იყო ბატონი კახა...

– მამაჩემის ბიძა იყო – ბებიაჩემის ძმა, ანუ, ბაბუად მეკუთვნოდა. 

– როგორი ურთიერთობა გქონდათ ერთმანეთთან?

– დღემდე ბევრმა ახლობელმა არ იცოდა, რომ ჩვენი ბაბუა იყო. მახსოვს, ბავშვობაში ზოოპარკში გავიპარეთ სკოლიდან მე და ჩემი მეგობარი და გემზე დავსხედით. უცებ ვიღაცამ დაიწყო ყვირილი: „ბენდუქიძე იუდა!“, მაგრამ, საერთოდ არ მქონია რეაქცია. ახლაც „ფეისბუქზე“ რომ ვკითხულობდი წერილებს, გამიხარდა, რომ ამდენმა იცოდა, რა კარგი ადამიანი იყო. მე ამის დიდი აფიშირება არასდროს მომიხდენია. 

– ეძახდი ბაბუას? 

– არა. 

– რამეზე თუ გაკრიტიკებდა ან რას გირჩევდა?

– ბავშვები რომ წერდნენ – იმდენი რამე გვასწავლა, ყველაფერი მისგან ვისწავლეთო, ჩვენ ამდენი არ აგვიღია მისგან, რასაც ახლა  ძალიან ვნანობ, რადგან, შემეძლო, მისგან ბევრი რამ მესწავლა. ჩვენც ხომ ვიცოდით, რომ ძალიან ჭკვიანი იყო, განსხვავებულად და სწორად აღიქვამდა ყველაფერს; მაგრამ, როცა შენია, იმდენად ვეღარ აფასებ და ვერ იყენებ შენთვის სასიკეთოდ – ჭკვიანურად გამოყენებას ვგულისხმობ. მე კი ვუმტკიცებდი: ბიზნესის კეთება კარგად გამომივა-მეთქი, მაგრამ, ხომ შემეძლო, მისგან ბევრი რამ მესწავლა?! 

– ხალხი იმასაც ამბობდა, მარიამია მისი მემკვიდრეო.

– რა სისულელეა! ხალხი, ხომ იცი, ყველაფერს ამბობს. 

– ყველაზე მეტად რა გაღიზიანებდა ბატონ კახასთან დაკავშირებით?

– ყველაზე მეტად პროტესტი გამიჩინა იმ ფაქტმა, როდესაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჩამოართვეს და რის შემდეგაც პროკურატურაში დაიბარეს. აქცია იყო, მაგრამ, მე ვერ მოვახერხე წასვლა. ძალიან ვიყავი გაბრაზებული – ეს როგორ გაბედეს-მეთქი. 

– როგორი იყო ოჯახურ სიტუაციებში?

– ზუსტად ისეთი, როგორიც გარეთ, თუმცა, შეიძლება, გარედან მაგინებელი ჩანდა, მაგრამ, არ იყო ასე. ბავშვებმაც კარგად დაახასიათეს თავის წერილებში, კახა ლომაიას წერილი კი განსაკუთრებით მომეწონა. ბოლოს როგორ ზუსტად აღწერს: ცმაცუნა ულვაშებით და შიშველ ფეხებზე ტოპსაიდერებითო. 

скачать dle 11.3