კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხვევს ქალი შარში საკუთარ თავს და რომელ სტერეოტიპს ვერ გაურბის ის

ქალებისთვის გაცილებით რთულია ცხოვრება, ვიდრე მამაკაცებისთვის, მით უფრო, ისეთ საზოგადოებაში, სადაც სტერეოტიპები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. გვიწევს, თვალი გავუსწოროთ უსიამოვნო რეალობას და ვიცხოვროთ ისე, როგორც არ გვინდა. ქალებს მოთხოვნებსაც ბევრს უყენებენ და ბევრსაც არ პატიობენ... თუმცა, ბევრი რამ, – მათზე რაც არის დამოკიდებული, უცვლელი რჩება. ზოგჯერ თავად ქალს არ სურს, საბოლოოდ გაახილოს თვალი და რადიკალურად შეცვალოს ცხოვრება. ეს მისთვის რისკია, რაც აშინებს. ურჩევნია, იბრძოლოს და დაიღალოს...

ელენე (34 წლის): მე მამაკაცის ორგულობასთან და ლოველასობასთან ბრძოლის ჩემებური მეთოდი მაქვს. გათხოვებამდე მიმაჩნდა, რომ მამაკაცს აქვს პატარ-პატარა თავგადასავლების უფლება; მთავარია, სერიოზული ურთიერთობა არ დაიწყოს, თორემ შემთხვევითი სექსი პრობლემა არ არის-მეთქი.

– პრობლემა როგორ არ არის?

– საქმეც ეგაა, რომ დიდი პრობლემაა, მაგრამ, იმაშიც ხომ დამეთანხმებით, რომ ნერვიულობა და გულის კანკალიც არ ცვლის არაფერს. რა აზრი აქვს, გადაირიო და გაგიჟდე, თუკი მაინც ვერაფერს შეცვლი? დინების საწინააღმდეგო ცურვას შედეგი არ მოაქვს. დამიჯერებთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ვინ რა მოიგო კაცის უკან დევნით? ისინი აქეთ უნდა დაგვდევდნენ და გვეხვეწებოდნენ, არ მიგვატოვოთო.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რეალურია?

– არარეალურიც არ არის – მთავარი ხომ მონდომება და სურვილია. რატომ არ უნდა სცადო? ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჩვეულებრივი ბრძოლაა და ეს უნდა ვაღიაროთ. კარგი იქნებოდა, სხვანაირად რომ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოდის.

– ზოგიერთს ნამდვილად გამოსდის. ხომ არსებობენ გამონაკლისი წყვილები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ბედნიერები არიან ერთად? 

– შეიძლება, მაგრამ, ისინი გამონაკლისები არიან. ჩვენ კი უმრავლესობაში მყოფი ქალები ვართ. მამაკაცები მუდმივად ძალადობენ ჩვენზე, გვანერვიულებენ და გვაეჭვიანებენ და, ზუსტად ასევე უნდა მოვექცეთ ჩვენც.

– ეს მართლაც ომი იქნება, თანაც, ჯიბრში ცხოვრება ძალიან დამღლელია. ამას აჯობებს, მარტო ვიყოთ.

– არა, მე ასე არ ვუყურებ საკითხს. მარტო ყოფნას ყველაფერი ჯობია. ცოტას თუ გაუძლებ და ჭკვიანურად მოიქცევი, გამოგივა. მერე ის ინერვიულებს და იეჭვიანებს და შენ კარგად იქნები.

– თანხმობით  ცხოვრება რატომ არ შეიძლება?

– ვერ გეტყვით, მე ფსიქოლოგი არ ვარ. მარტო ის ვიცი, რა ცოდნაც დამიგროვდა საკუთარი გამოცდილებით. ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილ დიპლომატად ჩამოვყალიბდი და ამას ჩემი ქმარიც აღიარებს – მეუბნება, ბადალი არ გყავს ამაშიო. 

– ჩხუბობთ?

– დიახ, ვჩხუბობთ – ამის გარეშე ცოლ-ქმარი არ არსებობს. მთავარია, როდის იჩხუბებ და რისთვის, თორემ, ჩხუბს ნამდვილად აქვს აზრი. კიდევ, მინდა, ბრძოლა და ომი განვასხვავოთ ერთმანეთისგან – ამასაც სერიოზული მნიშვნელობა აქვს. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ომი უნდა გქონდეს ქმართან – ეს უკვე მძიმე სიტუაციაა და, ძნელი სათქმელია, გაგრძელდება თუ არა ამ პირობებში ოჯახის არსებობა. ბრძოლები კი, თუ მათ ჭკვიანურად წარმართავ, პირიქით, აძლიერებს და ამყარებს ურთიერთობას, ოღონდ, მუქარით არ უნდა შემოიფარგლო. მუქარა კი – „გაგეყრები“, „წავალ შენგან“ – საერთოდ სისულელეა. კაცს პირველ ეტაპზე შეეშინდება, მერე კი, როცა ნახავს, რომ არსადაც არ მიდიხარ, მარტივად „დაგიკიდებს.” ამიტომ, აზრი არა აქვს.

– პირდაპირ რომ წახვიდე და მართლა გაშორდე?

– რისთვის, იმის გამო, რომ ეჭვი გაქვს, მგონი, მღალატობსო? ნორმალური იქნება ეგ? სისულელეა. ახლა, თუ აღარც ქმარი გინდა და აღარც ოჯახი, შეგიძლია, მოძებნო მიზეზი და გაშორდე. ამაზე არ ვლაპარაკობ. ორი წელი ვფიქრობდი სხვანაირად, ისე, როგორც სხვა ქალები ფიქრობენ, ანუ, სტატისტიკურად.

– „სტატისტიკურად ფიქრი“ რას ნიშნავს?

– ჩვეულებრივი ქალების უმრავლესობა როგორც ფიქრობს – რომ უნდა ინერვიულო და იეჭვიანო. გამწარებულმა თითები იმტვრიო, იტირო... ქმარი მაინც თავისას გააგრძელებს, შენ კი რა შეგრჩება ხელში? – ნაოჭები თვალების გარშემო... ორი წელი დამჭირდა ამის მისახვედრად.

– თქვენი ქმარი ქორწინების პირველივე დღეებიდან გღალატობდათ თუ რატომ დაიწყეთ მაშინვე ნერვიულობა?

– მღალატობდა – ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ, ცანცარებდა, ვერ იქცეოდა სერიოზულად და არ მომწონდა მისი საქციელი, მაღიზიანებდა და მანერვიულებდა. თითქოს ჩემს ჯინაზე, სხვა ქალებს ბუღასავით უყურებდა. ჩვენ, ცოლები, სტერეოტიპების მსხვერპლი ვხდებით, ვერ გავურბივართ მათ და თავს ვიტანჯავთ, პლუს, ვიტყუებთ. მოკლედ, მამაკაცში ვტყუვდებით.

– იმის თქმა გინდათ, რომ ისეთებად ვერ აღვიქვამთ, როგორებიც რეალურად არიან?

– ეგ ერთი უბედურებაა, მაგრამ, მეორე უბედურებაც გვჭირს – მამაკაცში ვხედავთ იდეალს და, უფრო უარესი ისაა, რომ ამ იდეალს უპირობოდ ვიყვარებთ. მე გადაწყვეტილება მივიღე, საკუთარი თავი ცოტა შარში გამეხვია – გავმხდარიყავი ცოტათი ავანტიურისტი და გავქცეოდი სტერეოტიპს. ჩვენ ხომ ჯერაც ვერ გავთავისუფლდით, ვერაფრით ვერ გამოვედით იმ სტერეოტიპიდან, რომ კაცს ყველაფერი ეპატიება, ქალს კი – არაფერი; რომ კაცის „სეირნობას“ აქვს რაღაც ლოგიკა, ქალს კი პირდაპირ ეწერება გარყვნილისა და ამორალურის იარლიყი. ხომ ასეა? არ ვარ მართალი?! ისიც ხომ მართალია, რომ, როგორი საყვარელიც არ უნდა იყოს მამაკაცი, მისგან მუდმივად უნდა ელოდო უსიამოვნო სიურპრიზებს?

– რატომ?

– იმიტომ, რომ ისინი სერიოზულად არ უყურებენ თავიანთ მექალთანეობას და იმისაც სჯერათ, რომ სხვანაირი კაცები ქალებს არ უყვართ.

– ანუ, თუ კაცი მექალთანე არ არის, ის ქალებს არ მოსწონთ?

– ასე სჯერათ მამაკაცებს და, ეს ან სტერეოტიპია, ან, უნდათ, რომ ასე იყოს და იჯერებენ. რეალურად, ზოგიერთ ქალს, ალბათ, მართლაც მოსწონს ასეთი კაცი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ქმარი რომ გყავს ლოველასი და ერთ აფრიალებულ კაბასაც არ უშვებს – აიტანთ? მოკლედ, საპირისპირო ქმედებები დავისახე მიზნად და მეც დავიწყე ცანცარი – ჩემს საქციელს სხვას ვერაფერს ვუწოდებ, ოღონდ, მიზანდასახულად ვაკეთებდი ამას. არ მკითხოთ, რატომო. იმიტომ, რომ საკუთარ საცდურებზე მეფიქრა და არა ქმრის ღალატზე. ერთი სიტყვით,  თავი დავიცავი. თქვენ კი მითხარით, რომ საკუთარი თავი ჩავიგდე შარში, მაგრამ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. საკმაოდ კარგად ვერთობოდი და ჩემი ქმარიც საკმაოდ „შევაჯანჯღარე“. კიდევ, აღმოვაჩინე ის, რომ ყველა კაცი თითქმის ერთნაირია – გაუცინებ და ეგრევე ცანცარს იწყებენ, სულერთია, ცოლი ჰყავს თუ არ ჰყავს!.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– მხოლოდ ერთობოდით?

– დიახ. აბა, მართლა ხომ არ ვუღალატებ ვინმესთან? არ ზის ეს ჩემში და, რაც არ უნდა დააშავოს ჩემმა ქმარმა, იმავეთი არ ვუპასუხებ, გამორიცხულია. ერთმა ჩემმა თაყვანისმცემელმა მითხრა: მოფერებას მონატრებული ქალი იმდენია, სინდისი არ მაპატიებს, თითოეულ მათგანს არ გავუნაწილო ჩემი სითბო, ისეთი საწყლები და საბრალონი არიან... რა ვქნა, თუკი მათ ვჭირდებიო. დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმარიც ზუსტად ასე ფიქრობს და კიდევ ბევრია მისი მსგავსი. მინდა, ამ მამაკაცების გასაგონად ვთქვა: ძვირფასო „ქველმოქმედებო“! სანამ თქვენ სხვისი ცოლების „დამშვიდებას“ ცდილობთ, აუცილებლად მოიძებნება თქვენივე მსგავსი მამრი, რომელიც თავგამოდებული ეცდება თქვენი ცოლისთვის სითბოს, სიყვარულის, ყურადღების დეფიციტის შევსებას. ამ საქმეში უკვე ექსპერტი ვარ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ, უკვე მეცინება – რისთვის ვნერვიულობდი? დროა, ჩემმა ქმარმა ინერვიულოს. ვკეკლუცობ და ეს პრობლემას არ მიქმნის. ერთხელ ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ მითხრა, არ მინდა, იმ დაოჯახებულ მამაკაცებს დავემსგავსო, ექვსი საათის შემდეგ სახლში რომ გარბიან და შვილებს პამპერსებს უცვლიან. ცოლი ცოლის ადგილას უნდა იყოს, თავისი წილი ყურადღებითა და პატივისცემით, მაგრამ, ამით მე არ უნდა ვიყო სასაცილო მდგომარეობაშიო – ანუ, რასაც მინდა და როგორც მინდა, ისე ვიზამო... თუ ახლა ამის ხალისი აქვს – კი ბატონო... მაგრამ, მე ისე ვიქცევი, მეეჭვება, მოიცალოს „ნაშებისთვის“ – მე ვყავარ სადევნი...

скачать dle 11.3