კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმთა დახელოვნების, უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკა

 თანამედროვე ოპერაციები თირკმელზე, შარდსაწვეთზე, შარდის ბუშტზე, პროსტატაზე, მამაკაცის სასქესო ორგანოებზე –   თამაზ შიოშვილის უროლოგიურ კლინიკაში.  

 ექიმთა  დახელოვნების, უროლოგიისა და  გადაუდებელი  დახმარების კლინიკას  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ შიოშვილი ხელმძღვანელობს. ბატონი თამაზი საქართველოს და ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი,  150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 40 გამოგონების ავტორია.  ორი წლის წინ   ამერიკაში გამოიცა   მონოგრაფია „თირკმლის გადანერგვა,”  რომელიც ეფუძნება თამაზ შიოშვილის  მიერ, 32 წლის წინ, მოსკოვში  დაცულ  სადოქტორო დისერტაციას.

ექიმთა  დახელოვნების, უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკა მრავალპროფილური კლინიკაა. მისი ძირითადი მიმართულებებია: მიკროქირურგია,  ზოგადი უროლოგია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ქირურგიული ენდოკრინოლოგია.  პროფესორ  თამაზ შიოშვილის კლინიკა თბილისში  ერთადერთი უროლოგიური კლინიკაა, სადაც ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება, რომელსაც გამოცდილი რეანიმატოლოგი და ანესთეზიოლოგი,  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მალხაზ კაციაშვილი ხელმძღვანელობს. 

კლინიკაში, დაავადებათა კონსერვატიული მკურნალობის მეთოდებთან ერთად, წარმატებით კეთდება მიკროქირურგიული, უროლოგიური და ანდროლოგიური ოპერაციები, ასევე კეთდება თირკმლიდან დიდი ზომის ეგრეთ წოდებული მარჯნისებრი კენჭების ამოღება ჰიპოთერმიის აპარატის გამოყენებით. ეს აპარატი შექმნილია თამაზ შიოშვილის მიერ  და 1982 წელს  ლაიფციგის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოებულია ოქროს მედლით. ასევე, მიღებული აქვს ამერიკის, ნორვეგიის,  ინგლისის პატენტი. 

– ბატონო თამაზ, რა მიმართულებით მუშაობს თქვენი კლინიკა, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის გაგრძელებას წარმოადგენს?  

–  ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის თანამედროვე სტანდარტის ოპერაციები თირკმელზე, შარდსაწვეთზე, შარდის ბუშტზე, პროსტატაზე, მამაკაცის სასქესო ორგანოებზე;  შარდის ბუშტის სრული ამოკვეთა და მისი ჩანაცვლება ნაწლავის სეგმენტით, ასევე პროსტატის რადიკალური ამოკვეთა კიბოს დროს. მიკროქირურგიის  გამოყენებით, შესაძლებელი გახდა ისეთი დაავადებების მკურნალობა, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ამ ოპერაციებს შორისაა  თესლ-სადინრის გამტარობის აღდგენა, რაც, ისევე როგორც ვარიკოცელე  ხშირად ხდება მამაკაცთა უშვილობის მიზეზი. მიკროქირურგიული ჩარევა ძალიან ეფექტური და შედეგის მომცემია  ვარიკოცელეს დროს, რაც ძალიან გავრცელებული დაავადებაა და აღენიშნება ახალგაზრდა მამაკაცების 10-12 პროცენტს და მათი თითქმის ნახევარი უშვილოა. სათესლე ვენის მიკროქირურგიული შუნტირება იძლევა ეფექტურ შედეგს 99, 4 პროცენტში – სამ თვეში  ორმაგდება სპერმის მაჩვენებელი.  ჩვენ მიერ ჩატარებულია  ვარიკოცელეს 1 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია, რომელიც პაციენტებისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ჩვენს კლინიკაში, ასევე კეთდება სათესლე ჯირკვლის აუტოტრანსპლანტაცია მაღალი კრიპტოქიზმის დროს. ამ ტიპის ოპერაციები საბჭოთა კავშირში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველად ჩატარდა ჩემ მიერ. პირველად მსოფლიოში  ჩატარებული მაქვს სათესლე ჯირკვლის რეპლანტაცია; ჩვენს კლინიკაში ხდება პეირონის დაავადების ქირურგიული მკურნალობა. ასევე, წარმატებით კეთდება რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციები თირკმლის მენჯზე, შარდსაწვეთზე, შარდსადენ მილზე. კლინიკაში ფუნქციონირებს დიაგნოსტიკის ლაბორატორია, სადაც  სტანდარტების დაცვით კეთდება ყველა სახის ანალიზი და ლაბორატორიული კვლევა. კლინიკაში ასევე, გამოიყენება სხივური დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებები.  ჩვენი  გუნდი  დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით. ჩვენი  მიზანია, რომ ძალიან  აქტიურად ვიყოთ ჩართულები იმ ნოვაციებსა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებაში, რომელთა გარეშეც თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია.   


დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 247 70 12;  5 95 53 66 10 

მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ N5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო).

скачать dle 11.3