კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს საქართველოს ლეგენდარული მეფის – არტურის მახვილთან და სად ნახა გია ბუღაძემ შემთხვევით უძველესი იბერიული ციხესიმაგრე

მინი დოსიე:

ეროვნება – ქართველი.

პროფესია – მხატვარი.

საცხოვრებელი ადგილი – თბილისი.

სამუშაო ადგილი – ილიაუნი. პროფესორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

გია ბუღაძე: რანი ვიყავით და რანი ვართ... ერთხელ ბარსელონაში ვიყავი შვილთან ერთად და ჩემი საყვარელი მხატვრის, მიროს მუზეუმის სანახავად მივდიოდით. დაკეტილი დაგვხვდა... ქვემოთ, ქალაქში უნდა ჩამოვსულიყავით და, სრულიად შემთხვევით, საბაგირო გზამ ზევით წაგვიყვანა. აღმოვჩნდით ციხესიმაგრის ნანგრევებში, რომელიც იბერიული აღმოჩნდა. საერთოდ არ ვიცოდი, იქ თუ ციხესიმაგრე იყო. მას სახელად ჰქვია ლეია. კოლხურად ჟღერს, ხომ?! უცებ ვიგრძენი, რომ იქ ტყუილად არ აღმოვჩნდი – ჩვენი უძველესი წინაპრების გამაგრებულ ქალაქში. გაოგნებული ვიყავი. ვუყვებოდი ჩემს ქალიშვილს, როგორები ვიყავით ჩვენ, იბერიელები და რამხელა სივრცეებს მოვიცავდით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და, იმის საშუალებაც გვქონდა, ასეთი უმშვენიერესი ქალაქები გვეშენებინა. საოცარი სიამაყის განცდა დამეუფლა... მივყევი და გავყევი... ქალაქისკენ უკვე ფეხით დავიწყეთ ჩამოსვლა ამაღლებული გრძნობით, რომ ვნახე ლეია, ჩემი ჯიშისა და გენის ბრწყინვალე ნაშთი... ერთ-ერთ ქუჩას დავადექით და უცებ გავიგონეთ ქართული საუბარი – ვიღაცეები ერთმანეთს საქმეებს ურჩევდნენ... შემძრა. არ შევიმჩნიეთ, რომ ჩვენც ქართველები ვიყავით. რამდენიმე ცუდად ჩაცმული ახალგაზრდა, აშკარად არასახარბიელო მდგომარეობაში, ერთმანეთთან საკმაოდ მძიმე საუბარში იყო გართული... ღრუბლებიდან ეგრევე დედამიწაზე დავეშვი – ჩემ თვალწინ გათამაშდა იბერიული ჯიშის მთელი ტრაგედია. რა მოხდა, სად წავედით?.. აქ, შეიძლება, ბევრი იფილოსოფოსო, მაგრამ, ფაქტია, რომ ვიყავით უდიდესი პოტენციალის, უდიდესი კულტურის მქონე ერი და, გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორებით, ამ ყველაფრის დაკნინება მოხდა. ის „აღმოსავლეთის იბერია,” რასაც ჩვენ პორტუგალიელები გვიწოდებენ და მეუბნებოდნენ, თქვენ ხართ იბერია მეორეო, რაზეც ვპასუხობდი: არავითარი იბერია მეორე, ჩვენ ვართ იბერია პირველი-მეთქი, ფაქტობრივად, იყო დიდი კულტურის გამაერთიანებელი. ეს კულტურა კი იდგა უდიდეს პიროვნულ თავისუფლებასა და ღირსებაზე. მე არ ვარ ფილოლოგი და, შეიძლება, შეცდომას ვუშვებ, მაგრამ, მინდა, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ ვთქვა: გახსოვთ, რა ჰქვია მეფე არტურის მახვილს? – ესკალიბური. თუ ამ სიტყვას კარგად გავშიფრავთ, ნიშნავს – „ხალიბთაგან ჩამოტანილი.” ხომ არის ეს სასწაული?! ვინ არის ხალიბი, თუ არა ჩვენი, იბერიული ჯიშის ტომი, რომელთანაც დაკავშირებულია ფოლადის დნობის საიდუმლო?! კელტების ყველაზე დიდი გმირი, მეფე არტური, ფლობდა ხალიბური ფოლადის მახვილს, რომელიც ლეგენდარულ მახვილად იქცა. შეიძლება, ეს ზედმეტ პატრიოტიზმად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ, „კალიბ“ – ესეც ქართული სიტყვაა – „ყალიბიდან“ მოდის, ანუ, „ესკალიბური“ ნამდვილად ნიშნავს „ხალიბების ნაქონს...”

– სიამაყე მომემატა, ბატონო გია – ჩვენ მარტო ღვინის ქვეყანა კი არა, ფოლადის მდნობელთა უძველესი ერიც ვყოფილვართ.

 – უძველეს ტექსტებში როგორ ვართ დაფიქსირებული? – ბიბლიურ ტექსტებს ვგულისხმობ – უძველეს მამათა ჩამონათვალში უდიდესი როლი აკისრია  ერთ მამას – კაცობრიობის ერთ-ერთ გმირს – თუბალტაენს. ვინ არიან ეს თობალები? იგივე თუბალები – უძველესი ქართული ტომი, რომლებიც, ასევე დაკავშირებულები არიან ფოლადის ნიშასთან, ფოლადის წარმოებასთან. ორი უდიდესი წყარო – ლეგენდა და ძველი აღთქმა – ადასტურებს ძველი იბერიული გენის კავშირს ფოლადთან და ლითონის წარმოებასთან, ანუ, ინდივიდუალიზმის, უდიდესი შინაგანი წრთობის ჩამოყალიბებას, რაც გვქონდა იბერიელებს, იგივე ქართველებს.

ეროვნული ცნობიერება იბადება მხოლოდ მაშინ, როცა საერთო წარსულის განცდა გვაქვს. შანსი არ არის, ეროვნებას ვერ მოკლავს ვერანაირი მტერი გარედან, თუ შენ არ დაგავიწყდა შენი წარსული.  ამიტომ არ მეშინოდა არასდროს, როცა „მაკდონალდსს“ აშენებდნენ, რომ „ბიგმაკი“ ჩაანაცვლებდა ხაჭაპურს, ერთი წუთითაც არ მიფიქრია ამაზე. ხაჭაპური ჩვენი იდენტობის სიმბოლოა. შეიძლება, არ გიჟდებოდე მასზე და ყოველდღე არ ჭამდე, მაგრამ, ის მაინც ჩვენი კულტურის ნაწილია... „ბიგმაკი“ კი ცივილიზაციის სიმბოლოა, ერთგვარი კონგლომერატი, ნაკრები სხვადასხვა ცივილიზაციებისა: პომიდორი მექსიკურია, „ბატონი“ – ფრანგული... და, ასე იქმნება „ბიგმაკი“. ის ვერასოდეს იქნება კულტურა, როგორიც არის ხაჭაპური. ქართველობაც, უპირველესად, სულის მდგომარეობაა და არა მხოლოდ გენეტიკა. თუ ამ სულის მდგომარეობას აქვს უნარი, სწორად დაანახვოს წარსული და იმასაც ხედავდეს, რა დავკარგეთ, რა გვაქვს მოსაპოვებელი, რაზე უნდა გავაკეთოთ სწორება, მაშინ თავსაც შევინარჩუნებთ როგორც ერი და შევქმნით მომავალზე ორიენტირებულ სახელმწიფოსაც. რატომ გვებრძვიან შიგნიდანაც და გარედანაც? – იმიტომ, რომ ეს იდენტობა დაგვაკარგვინონ. თუმცა, ესეც ბუნებრივია, რადგან, სრულიად საპირისპირო იმპულსებით მოძრაობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც, მაგალითად, ჩრდილოეთის მხრიდან გვყავს მეზობლად. ისინი არც თავის მეობასა და ინდივიდუალობას უფრთხილდებიან და, ყოველთვის ეცდებიან, ჩვენც დაგვაკარგვინონ ეს ყველაფერი. სწორედ ამაშია ჩვენი ყოფისა და ისტორიის ტრაგედიაც და დრამატულობაც, მაგრამ, იმდენად დიდია ჩვენი როლი კაცობრიობის სულიერი კულტურის ისტორიაში, როგორც უწინ, ძველ სამყაროში, რომ, შეუძლებლად მიმაჩნია, საქართველო წაიშალოს. თუმცა, სერიოზული პრობლემის მქონე ნაცია ვართ: ასეთ მცირერიცხოვან ერს ერთ მხარეს ჰყავს ბოროტი გენიის სიმბოლო – სტალინი და, მეორე მხარეს – შოთა რუსთაველი – უდიდესი ჰუმანისტი. როგორ მოთავსდა ამ მცირე მასშტაბის გენში ბოროტი გენის აღმატებითი ხარისხიც და უკიდეგანო ჰუმანიზმი და სიკეთე... – არ არის სასწაული?!  გვყავს მოღალატე ადამიანების მთელი კოჰორტა, სერგო ორჯონიკიძითა და ფილიპე მახარაძეებით და, ასევე, გვყავს ექვთიმე თაყაიშვილიც – კაცი, რომელსაც აბარია უდიდესი სიმდიდრე და, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილით კვდება, იქით ამატებს საგანძურს – ეს დიაპაზონია ჩვენი განსაკუთრებულობა,  ჩვენში ყოველთვის ყვაოდა ინდივიდუალური ინიციატივა. წაკითხული მაქვს ინგლისელი მკვლევრის მიერ ქართველი ერის დახასიათება. დევიდ ლენგი წერდა, ქართველი – ეს არის ინდივიდუალისტური უპასუხისმგებლობის ნაციაო, მაგრამ, ეს ინდივიდუალიზმი მომხიბლავია თავისი არტისტულობითო. ამის მაგალითია ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, როცა ერთი ადამიანი იღებს საკუთარ თავზე ერის გაძღოლას. დიდი იბერიული სული თითოეულ ქართველშია დამარხული და ის მაინც ეძებს გმირსა და ლიდერს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და გახსნილიც იყო სიახლეებისთვის. დავით აღმაშენებელი მოქმედებდა ინდივიდუალურად, იყო პატრიოტულად ეგოისტური და, ასევე, გახსნილი იმ სიახლეების მიმართ, რაც იმ დროისთვის ყველაზე პროგრესული იყო. ამის დასტურია იყალთოს აკადემია. დარწმუნებული ვარ, დიდგორის ომის დროსაც, დავით აღმაშენებელმა უნიკალური, თანამედროვე სტრატეგიული მიგნებები გამოიყენა. ცოტამ თუ იცის ერთი ტრაგიკომიკური ამბავი ერეკლე მეფეზე, რომელსაც უნდოდა, ეყიდა საჰაერო ბურთი და ამ მიზნით ფრანგ ინჟინერსაც კი დაუკავშირდა. მაშინ ჯერ დირიჟაბლი არ იყო და, ვიღაც ალბათ იფიქრებს, რომ ერეკლე მეორეს ფრენა მოუნდა. არა! ერეკლეს, ამ ტრაგიკულ პიროვნებას, ამ საშუალებით უნდოდა, მტრის სტრატეგიული განლაგება დაენახა ზემოდან. როგორი პროგრესული მეფე გვყავდა, ხედავთ?! ერთი პერიოდი ვაპირებდი კიდეც, დამეხატა, როგორ აშენებს ფრანგი ინჟინერი ერეკლესთვის საჰაერო ბურთს. ამდენი სპარსია შემოსული ქვეყანაში, შესეულნი არიან კახეთს და, ამ დროს, საჰაერო ბურთითა და კალათით, მათ თავზე გადაუფრენდა ერეკლე მეფე ჭოგრიტით – ხომ წარმოგიდგენიათ, ეს როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა სპარსელებზე?! აი, ამაშიც კი ჩანს, როგორები ვართ ჩვენ და როგორ მუშაობდნენ ჩვენი ლიდერები.. გამაოგნებელია მათი პროგრესულობა. ვაჟა-ფშაველა ნიცშესა და შოპენჰაუერზე მსჯელობდა... ამავდროულად, ის ვერ ვისწავლეთ, როგორ მოვექცეთ ერთმანეთს და როგორ მოვიქცეთ ქუჩაში – პარადოქსულია ეს ყველაფერი...

скачать dle 11.3