კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავაწყოთ ახალი წლის სუფრა და რა ფერებში მოვრთოთ საახალწლოდ ბინა და ნაძვის ხე

ყველა ემზადება ახალი წლის შესახვედრად, რომელიც სულ მალე შემოაბიჯებს სამყაროში. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, რა ტენდენციებია მოსალოდნელი და როგორ უნდა შევხვდეთ დამდეგ ახალ წელს. რა ფერებში გავაწყოთ საზეიმო სუფრა, რა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება, რათა ხის სტიქიის თხის, იგივე ცხვრის, 2015 წელიწადს, შესაბამისად მომზადებული დავხვდეთ. ამ თემებთან დაკავშირებით რჩევა-რეკომენდაციები ვთხოვეთ, ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს. იმედია, ამის გათვალისწინებით, ნამდვილად ფეხბედნიერი იქნება ჩვენთვის მომავალი წელი.

მიხეილ ცაგარელი: ახალი, 2015 წელი, 19 თებერვალს დაიწყება და ის ხის სტიქიის, მწვანე ფერის, ინ ენერგიის, ჩინურად – თხის, ხოლო იაპონურად – ცხვრის ზოდიაქოს წელიწადია. წლის რიცხვია - 3. კარგი იქნება, თუ ახალი წლის დაწყების წინ, ჩვენებურად – 31 დეკემბერს და შემდგომ – 19 თებერვალს, აანთებთ მწვანე, ყვითელ ან წითელი ფერის სანთელს. აზრობრივად კი ეცადეთ, ამ ანთებული სანთლის ალს გაატანოთ ყველა ის უსიამოვნო განცდა და მოგონება, რაც წინა წელს გქონდათ. თხოვეთ, მისი ცეცხლის სინათლის ფონზე, თქვენს მფარველ ანგელოზებს, რომ მომავალი 2015 წელიწადი იყოს ფეხბედნიერი, სიყვარულით აღსავსე და წარმატებული. ამ ანთებული სანთლით შეხვდით ახალ წელს, ოღონდ არ ჩააქროთ, სანამ თავად არ ჩაიწვება. 

– როგორც ასტროლოგები გვეუბნებით, ნამდვილი, ახალი, 2015, თხის წელი 19 თებერვალს დგება, ანუ, 31 დეკემბერს, ჯერ კიდევ ცხენის წელიწადია. ამ მხრივ რა გავითვალისწინოთ?

– დიახ, 31 დეკემბერს, რადგან, ჯერ კიდევ გრძელდება ცხენის წელიწადი, მას უნდა შევხვდეთ, ისევე მხიარულად, როგორც შარშან დავხვდით – იუმორით, აქტიურად და ცეკვა-თამაშით. თუ სახლში ხვდებით ახალი წლის დადგომას, მაშინ კარგი იქნება, ბავშვებთან ერთად შეხვდეთ, რადგან ცხენი ბავშვების მფარველია. ასევე, მისაღებია შუშხუნებისა და სხვა ხმოვანი ინსტრუმენტების გამოყენება. 19 თებერვალს კი, როცა წლის მბრძანებელი ხდება თხა, რომელსაც ზედმეტი ხმაური არ უყვარს, უმჯობესია, უფრო თავშეკავებული შეხვდეთ მას. 

– წელს რომელი კერძები უნდა იყოს მეტად წარმოდგენილი, რომელი საკვები იკრძალება საახალწლოდ, რა ფერებში გავშალოთ სუფრა, გავაწყოთ ნაძვის ხე და გამოვეწყოთ ახალი წლის შესახვედრად?

– 31 დეკემბერს, სადღესასწაულო-საახალწლოდ გაწყობილ მაგიდაზე უნდა დაალაგოთ ის, რაც თხას და ასევე, ცხენსაც უყვარს. დაალაგეთ ორივე მბრძანებლის ფიგურები, რათა ამით პატივი სცეთ ორივეს, ხოლო, 19 თებერვალს კი მაგიდაზე მხოლოდ თხის სიმბოლოს ფიგურა დატოვეთ. წლის ძირითადი ფერია მწვანე, შემდგომ კი ლურჯი, ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი ან კრემისფერი. სახლის გაფორმებისას, შეგიძლიათ, ცოტა წითელი ტონიც შეიტანოთ. ასევე, ამ ფერის გამოყენება, მცირე დოზით, შეგიძლიათ ჩაცმულობასა და აქსესუარებში. კარგი იქნება, თუ ზემოთქმული წლის ფერებში იქნება გადაწყვეტილი საზეიმო სუფრა. შეარჩიეთ მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ყვითელი ან ოქროსფერი ჭურჭელი. თუმცა, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თეთრი ჭურჭელიც, რადგან ეს ნეიტრალური ფერია. რადგან ხის სტიქიის წელიწადია, კარგი იქნება, თუ მაგიდის გასაწყობად, ხის ნაკეთობებსაც გამოიყენებთ. აქვე გეტყვით, რომ თუ ნაძვის ხეც ბუნებრივი იქნება, ესეც კარგია, თუ არადა, ხელოვნურის გვერდით დადეთ ხის ტოტი ან ჩიჩილაკი. ნაძვის ხის სათამაშოებიც უნდა იყოს იმ ფერის, რაც წლის ფერად აღიქმება. ახლა დავუბრუნდეთ მაგიდას – საკვებ რაციონში უნდა ჭარბობდეს ეროვნული კერძები, მაგალითად: საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხაჭაპური და ასე შემდეგ; ასევე, რძის ნაწარმი, ნამცხვრები, შვრია, ხილი და ბოსტნეული; სასმელებიდან: თეთრი ღვინო, ლიმონათი და მინერალური წყალი. კარგია ასევე, ბევრნაირი სალათის მომზადება. არ დაგავიწყდეთ ეგზოტიკური ხილიც: მანგო, ანანასი, ბანანი და ასე შემდეგ. იკრძალება ცხენისა და ცხვრის ხორცისგან დამზადებული კერძები. ხორცეულისგან გამოიყენეთ ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი. 

– ამბობენ, 2015 წლის იღბლის ელემენტი უკავშირდება ცეცხლს. ამის გასაძლიერებლად როგორ მოვიქცეთ?

– დიახ, მომავალი წლის იღბლის ელემენტი ცეცხლის სტიქიაა. ამიტომ, სანთელთან ერთად, სახლში, საახალწლო ღამეს გამოიყენეთ, ეგრეთ წოდებული, ბუნგალოს შუშხუნები და მოაწყვეთ ფოიერვერკები. ასევე, ახალი წლის დადგომამდე მოიშორეთ ყველა ის საგანი, რომელიც თქვენში უიღბლობასთან ასოცირდება. 

– საახალწლოდ შერჩეულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე რას გვეტყვით?

– გაითვალისწინეთ, ნუ შეხვდებით ახალ, თხის იგივე ცხვრის წელიწადს, თხის ან ცხვრის ბეწვის ქურთუკებში ან ამ მასალისგან დამზადებული სხვა აქსესუარითა და ტანსაცმელ-ფეხსაცმლით. სასურველი და კარგია, ახალი წლის ღამეს ხის მასალისგან დამზადებული სამკაულების – ბეჭდის, სამაჯურის, ყელსაბამის და სხვა აქსესუარების გაკეთება. თმის ვარცხნილობა კი მეტად უნდა შეესაბამებოდეს ცხვრის სტილს, ამიტომ დახვეული თმით დახვდით მას. მინდა, აქვე ისიც გითხრათ, რომ 2015 წლის დასაწყისშივე, ანუ 31 დეკემბერს, საღამოს, ადამიანები იგრძნობენ შინაგან სურვილს, ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანონ. სხვათა შორის, ეს სურვილი სპონტანურად არ გაჩნდება, ის წარმოიქმნება მარსისა და იუპიტერის, ასევე მზისა და ურანის პლანეტარული ენერგიების ზეგავლენის შედეგად. პლანეტა ვენერა, 3 იანვარს გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში  და ამით ჩვენში შემოიტანს მეტ ოპტიმიზმსა და რწმენას იმისა, რომ ყველა ჩანაფიქრი, აუცილებლად ახდება. 

скачать dle 11.3