კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მწვანე“ ტვირთი

თადარიგიანები

რფ-ის სახდუმაში კანონპროექტია შესული, რის მიხედვითაც, რფ-ის ტერიტორიაზე აშშ-ური დოლარების ბრუნვა და შენახვა დაისჯება. ამიტომაც, თუ ასეთები აქვთ რფ-ის მოქალაქეებს, ისინი უნდა გადაახურდაონ სხვა ვალუტებზე, ხოლო მუთაქებში შენახული თუ უპოვეს, წაართმევენ, თუმცა, 30 დღის ვადაში გადაუხურდავებენ და რუბლებში დაუბრუნებენ. – 

ეს გენიალური იდეა, ბუნებრივია, „ელ დე პე ერის“ ფრაქციის წევრის თავში მომწიფდა, რომელიც, ასევე, მიიჩნევს, რომ რფ-ის მოქალაქეს (თუ, რა თქმა უნდა, მისი ინიციატივა სხვა „დუმელებმაც“ გაიზიარეს), დოლარების შესყიდვა მხოლოდ საპატიო მიზეზით შეეძლება, მაგალითად, უცხოეთში გამგზავრებისთვის (ოო, რა კეთილია!), ოღონდ, მთლად ყველგანაც არა, რამეთუ ბრძანებს: „დოლარების ყიდვა უფრო ჩვევაა, ვიდრე აუცილებლობაო.“

იქვე მოტანილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც გამგზავრებისთვის დოლარების ყიდვა არ დასჭირდებათ და სიაში ეს ჩვენი აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტიაც“ ყელყელაობს.

ფაქტია, რომ ინიციატივას საბჭოური სუნი ასდის, თუმცა ავტორი გვაჯერებს, რომ საბჭოეთზე ასოციაციები გადაჭარბებულია, ვინაიდან ეს იდეა მას მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვამ შთააგონა, ვინაიდან შიშობს, რომ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების ვალი ასეთი ტემპით გაიზრდება, დოლარის კრახი გარდაუვალია, რაც დააზარალებს დოლარზე დამოკიდებულ ქვეყნებსო.

მომყავს ციტატა: „რფ-ის მოქალაქეები ენდობიან დოლარს და სახელმწიფოს ისევე მოუწევს მათი დახმარება, როგორც 1990-ანი წლების მოტყუებული მეანაბრეების, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს.“

ასე რომ, თადარიგს იჭერენ და რუსეთის მოქალაქეებს ეხმარებიან, დროულად გათავისუფლდნენ „მწვანე“ ტვირთისგან. – 

скачать dle 11.3