კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თეთრი შური

ანუ მივებაროთ „ბოევიკებს“

მაშინ, როდესაც ვლ. პუტინი რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიმართავდა, უფრო ზუსტად, ის-ის იყო, უნდა მიემართა, ღამის პირველ საათზე გროზნოში „ბოევიკთა“ ჯგუფი შეიჭრა. პოსტზე მდგარ პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლიც გაუხსნეს და ,თვით რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, ხუთი მათგანი სიცოცხლეს გამოასალმეს.

მათივე ცნობით, „ბოევიკთა“ ნაწილმა გროზნოს ერთ-ერთ ცენტრალურ შენობას („დომ პეჩატი“) შეაფარა თავი და ცეცხლიც ინტენსიური გააგრძელეს. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ (თუმცა იმ მომენტში ჩეჩნეთის თავი რამზან კადიროვი გვერდს თვით მოსკოვში პრ. პუტინს უმშვენებდა) კი კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით: ადგილზე მობილიზდა შსს-ს, ფედერალური უშიშროებისა და საგანგებო სიტუაციათა ძალები, რომლებმაც შენობის სრული ბლოკირება მოახდინეს (თვით ჯავშანმანქანების გამოყენებით).

 იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ჩვენს მშობლიურზე უარეს დღეშია, დაზუსტებით რთული სათქმელია, რამდენი „ბოევიკი“ შეიჭრა გროზნოში და რამდენი სამართალდამცველი დასჭირდა მათ განეიტრალებას (ისიც სათქმელია, საერთოდაც, გაანეიტრალეს თუ არა), მაგრამ, ფაქტია, რომ თითქმის 24 საათის განმავლობაში რამდენიმე „ბოევიკმა“ (რუსული სააგენტოების ცნობით – 7-მა) მოახერხა გროზნოს ცენტრის ბლოკირება. ხოლო, როცა ამის ფონზე გაიხსენებ, რომ ჩვენ ომს, ჰა და ჰა, 5 დღეს გავუძელით, ძნელია, შურმა არ დაგრიოს ხელი. –  და უნებურად არ იფიქრო: ინსტრუქტორებად „ბოევიკები“ ხომ არ მოგვეწვია?! 

скачать dle 11.3