კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეველოპერული კომპანია m2 შშმ პირებისთვის სამშენებლო პროექტების ადაპტაციის გეგმას ქმნის

სამშენებლო კომპანია m2 ინოვაციური და მნიშვნელოვანი მიდგომებით, პროექტებით გამოირჩევა. ამჯერად „m2 – უძრავმა ქონებამ“ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც ითვალისწინებს, ყველა კატეგორიის შშმ პირების მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმოს სამშენებლო პროექტები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შემუშავდება ადაპტირების გეგმა, რომელიც გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის „შშმპ უფლებების დაცვის კონვენციის“ შესაბამისობაში იქნება. ეს გეგმა შეიქმნება სახელმძღვანელოს სახით და მის გამოყენებას ნებისმიერი არქიტექტურული კომპანია შეძლებს. გეგმა შეეხება როგორც ნაგებობის, ასევე ბინის, ეზოსა და ინტერიერის ადაპტაციას შშმ პირებისთვის.

გიორგი ვახტანგიშვილი („m2 – უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორი): თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სამშენებლო კომპანია ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მოთხოვნილებებს, და მათი სურვილების გათვალისწინებით, პროექტის დასაწყისშივე ხდება მათზე მორგებული უნივერსალური დიზაინის შექმნა. ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან მუშაობს ამ კუთხით. ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე მოხდა ქუჩების სრულად ადაპტირება, რომელიც „m2“-მა დააფინანსა; კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 183 პანდუსი, ხოლო ყაზბეგის გამზირზე – 107 პანდუსი დამონტაჟდა. ასევე, სიმბოლურია, რომ ეს მემორანდუმი შეზღუდული შესაძლებლობის პირების დაცვის საერთაშორისო დღეს გავაფორმეთ.

გიორგი ძნელაძე („კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“): ჩვენი ორგანიზაციის სახელით, პირველ ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „m2“-ს რომელმაც გადაწყვიტა, თავის მიერ აშენებული ყველა საცხოვრებელი კომპლექსი ადაპტირებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მოახდენს კომპანია m2-ის ახალი სამშენებლო პროექტების მშენებლობის პროცესისა და დასრულებული შენობების მონიტორინგს. დასრულებულ მშენებლობას გადაეცემა კომპლექსის შშმ პირებზე სრულად ადაპტირების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯი სხვა სამშენებლო კომპანიებისთვის.

скачать dle 11.3