კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

1 დეკემბერი

1835 – დაიბეჭდა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების პირველი წიგნი.

1887 – გამოქვეყნდა არტურ კონან-დოილის პირველი მოთხრობა შერლოკ ჰოლმსის შესახებ.

1891 – ამბობენ, რომ სწორედ ამ დღეს, ფიზკულტურის მასწავლებელმა ჯეიმს ნეისმიტმა გამოიგონა სპორტული თამაში – კალათბურთი.

1903 – ეკრანებზე გამოვიდა პირველი ვესტერნი – „მატარებლის დიდი ძარცვა“.

1918 – ისლანდია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2 დეკემბერი

1697 – ლონდონში გაიხსნა წმიდა პავლეს საკათედრო ტაძარი.

1804 – ნაპოლეონი ეკურთხა საფრანგეთის იმპერატორად.

1805 – ნაპოლეონმა აუსტერლიცთან ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული არმია.

1870 – რომი გახდა გაერთიანებული იტალიის დედაქალაქი.

1969 – „ბოინგ 747-ის“ პირველი ფრენა.

3 დეკემბერი

1818 – ილინოისი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 21-ე შტატი.

1926 – აგათა კრისტი მოულოდნელად გაუჩინარდა. იგი 11 დღის შემდეგ იპოვეს. ამ დღეების შესახებ მას არაფერი ახსოვდა.

1984 – ინდოეთში, ქალაქ ბჰოპალში, ავარია მოხდა ქიმიურ ქარხანაში და მომწამლავი აირი ქალაქში „გაიპარა“. დაიღუპა 2 000, ხოლო საავადმყოფოში მოხვდა 20 000-მდე ადამიანი.

4 დეკემბერი

1680 – გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს რომში ქათამმა დადო კვერცხი, რომელზეც გამოსახული იყო კომეტა. მომდევნო წლის 16 ოქტომბერს კი კომეტა მართლაც გამოჩნდა ცაზე.

1735 – დაუნინგ-სთრით ¹10-ში მდებარე შენობა გახდა ინგლისის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია.

1918 – ვუდრო უილსონი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელიც ეწვია ევროპას.

5 დეკემბერი

1484 – გამოვიდა რომის პაპ ინოკენტი მერვის ცნობილი „ბულა”, რომლის მიხედვით, ინკვიზიტორებს ეძლეოდათ „ეშმაკთან კავშირში“ ეჭვმიტანილთა წამება-დაწვის სრული უფლება.

1766 – ლონდონში შედგა „კრისტის“ პირველი აუქციონი.

1854 – ბოსტონელმა არონ ალერმა დააპატენტა თეატრის სკამები დასაკეცი ზურგით.

1933 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუქმდა „მშრალი კანონი“. განგსტერების ერის დასასრულის დასაწყისი.

1936 – საბჭოთა კავშირში მიიღეს „სტალინური“ კონსტიტუცია.

6 დეკემბერი

1240 – მონღოლებმა ბათო ყაენის წინამძღოლობით აიღეს და ააოხრეს კიევი.

1534 – დაარსდა ქალაქი კიტო – დღეს ეკვადორის დედაქალაქი.

1768 – გამოვიდა ბრიტანეთის ენციკლოპედიის – „ბრიტანიკის“ პირველი გამოცემა.

1917 – ფინეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1945 – დააპატენტეს მიკროტალღოვანი ღუმელი.

7 დეკემბერი

1678 – ლუი ჰენეპინი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ნიაგარის ჩანჩქერი ნახა.

1732 – ლონდონში გაიხსნა სამეფო თეატრი – „ქოვენთ გარდენი“.

1941 – იაპონური ავიაციის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა პერლ-ჰარბორზე. ამ ინციდენტის შედეგად ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.

скачать dle 11.3