კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

კუნძულ სალამინის უმშვენიერეს ნაპირზე, რომელსაც „დიდი ფიჭვი“ ეწოდება, მდებარეობს მონასტერი ფანერომენი. ის მეჩვიდმეტე საუკუნეში ააგო ღირსმა ლავრენტიმ ძველი მონასტრის ნანგრევებზე. ღირსი ლავრენტი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო, როცა ერთ ღამეს ხილვაში ღვთისმშობელმა უბრძანა:

– კუნძულ სალამინის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი ჩემი სრულიად დანგრეული მონასტერია, წადი და აღადგინეო.

ლამბროს კანელოსმა (ასე იწოდებოდა ღირსი მამა ერისკაცობაში) არ ირწმუნა ეს ხილვა, ამიტომ ღვთისმშობელი მეორედ, შემდეგ კი მესამედაც გამოეცხადა და მკაცრად, დაჟინებით მოსთხოვა, დამორჩილებოდა ბრძანებას.

ლამბროსი ზღვის ნაპირზე გავიდა, რომ ნავი ეპოვა და კუნძულზე გადასულიყო, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ზღვა ღელავდა და არც ერთი მენავე არ აღმოჩნდა, რომელიც ასეთ შტორმში გაბედავდა ნაპირის დატოვებას. დამწუხრებულ ლამბროსს, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა ნაპირზე, ზემოდან ჩამოესმა ღვთისმშობლის ბრძანება:

„მოიხსენი მოსასხამი, ჩააგდე ზღვაში და ის გადაგიყვანს კუნძულზე“.

ლამბროსი არც კი შეყოყმანებულა, სასწრაფოდ ჩაუშვა მოსასხამი წყალში, რომელმაც ნავივით გააპო ტალღები და უვნებლად გადაიყვანა ღირსი მამა მოპირდაპირე ნაპირზე. კუნძულზე, ღვთისმშობლის მიერ მითითებულ ადგილზე, ღირსმა ლავრენტიმ იხილა მონასტრის ნანგრევები. ტაძარში დასვენებული იყო დედაღვთისას ხატი, რომელსაც „ფანერომენი“ (მოვლენილი) ეწოდა. შემდგომში ამ სასწაულთმოქმედი ხატის სახელი მონასტერსაც დაერქვა.

ლამბროს კანელოსმა აღადგინა ტაძარი, სენაკები და მონაზვნად აღიკვეცა. მისმა წმიდა ცხოვრებამ და კეთილმსახურებამ, მონასტერში მრავალი ერისკაცი და ბერი მოიზიდა.

ძველი მონასტერი ადრე მრავალ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომლებიც შემდეგ მეზობლებმა მიითვისეს. ღირსმა ლავრენტიმ ისინი თითქმის უკლებლივ დაუბრუნა მონასტერს (თავად ღვთისმშობელი ეცხადებოდა მას და აუწყებდა, თუ რომელი ნაკვეთები ეკუთვნოდა მონასტერს). დარჩა მხოლოდ ზეთისხილის ხეივანი, რომელიც ერთი ძალიან გავლენიანი ფანატიკოსი მაჰმადიანის უკანონო მფლობელობაში იყო გადასული. ღირსმა ლავრენტიმ თავად ინახულა ოსმალო და გადასცა პატრიარქის თხოვნა, დაებრუნებინა მიწა კანონიერი მეპატრონისთვის, მაგრამ მაჰმადიანი გაჯიუტდა. მაშინ, თავად ღვთის სამსჯავრომ გადაწყვიტა ეს დავა – ოსმალოს ცოლი ავად გახდა, მდგომარეობა უიმედო იყო; ვერც ერთმა ექიმმა და ვერანაირმა წამალმა ვერ შეძლო, შეემსუბუქებინა ავადმყოფისთვის ტანჯვა. ქალი ევედრებოდა ქმარს, ღირსი ლავრენტისთვის ეთხოვა დახმარება, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ მაშინ, როცა სიკვდილი უკვე გარდაუვალი გახდა, გაკერპებული ურჯულო გონს მოეგო, ღირსი მამა შინ მიიწვია და შეევედრა, დახმარებოდა. ბერმა ჯვარი გადასახა ქალს თავზე და ის მალე განიკურნა.

ამ სასწაულმა გულის სიღრმემდე შეძრა ოსმალო, მან სასწრაფოდ დაუბრუნა მონასტერს მის მიერ უკანონოდ მისაკუთრებული ზეთისხილის ხეივანი და დიდი თანხაც შესწირა.

скачать dle 11.3