კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

შეუნდე შენს მოყვასს, რათა უფალმა შენც შეგინდოს შეცოდებანი

(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქადაგებიდან)

წმიდა მოწამე ნიკიფორესი დაიბადა სირიის ანტიოქიაში მესამე საუკუნეში და იქ მოღვაწეობდა. მის ცხოვრებაში წერია, რომ ის განსაკუთრებით მეგობრობდა ერთ მოძღვართან და ისეთი სიახლოვე ჰქონდათ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რაიმე ძალა დააშორებდა მათ. მაგრამ, ეს მეგობრობა და სულიერი კავშირი შეშურდა ეშმაკს და მათ შორის მტრობა ჩამოაგდო. ამ დროს იყო საშინელი დევნა ქრისტიანებისა. მივიდა ნიკიფორე თავის მეგობარ მოძღვართან და პატიება სთხოვა, დამნაშავე ვარ შენს წინაშე და შემინდეო, მაგრამ მოძღვარმა ვერ აპატია. და აი, ერთ დღესაც შეიპყრეს ეს მოძღვარი და საწამებლად წაიყვანეს. ეს რომ ნიკიფორემ დაინახა, დავარდა მუხლებზე მის წინაშე და შეევადრა: რამდენიმე წუთში შენ უკვე წმიდა მოწამე გახდები და გევედრები, შემინდე ჩემი შეცოდება შენს წინაშეო.

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ცოტა ხანში მას წამება ელოდა, მან მაინც ვერ მოიბრუნა გული და ვერ აპატია ნიკიფორეს ცოდვა. და მოხდა საოცრება, მოულოდნელად, მადლი განეშორა ამ მოძღვარს, მან უარყო ქრისტე და იქვე მსხვერპლი შესწირა კერპებს. ეს რომ ნიკიფორემ იხილა, მეტად შეწუხდა, მის ნაცვლად მტარვალთა წინაშე უშიშრად წარდგა, აღიარა თავისი ქრისტიანობა და ამის გამო, იქვე აწამეს.

დღეს ის ცნობილია, როგორც დიდი მოწამე ნიკიფორე.

წარმოიდგინეთ, რამდენიმე წუთში იმ მოძღვარს მოწამის გვირგვინი უნდა მიეღო, მაგრამ გულქვაობამ და შეუნდობლობამ მადლი დააკარგვინა და ქრისტეს უარმყოფელი შეიქნა. ამიტომ, ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს, გვაქვს თუ არა შენდობის უნარი. თუ არ შეგვიძლია შევუნდოთ მოყვასს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან საშიში გახდება ჩვენი ცხოვრება. ამიტომაც უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მადლი შენდობისა.

ღირსი მამა არსენი

ბერი იოსებ დიონისიელი

დიდი თავმდაბლობის გამო, მამა არსენი არასდროს გამოსულა სიტყვით დიდ შეკრებაზე. მისი სენაკი ჰგავდა მცირე სასწავლო აუდიტორიას, რომელშიც მუდამ იყვნენ რჩევა-დარიგებისათვის მისული ადამიანები.

ბერი არსენი 1983 წელს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

***

მამა არსენს ჰკითხეს: „მამაო, თუკი დაღლილობისა გამო ფეხზე ვეღარ ვდგებით, შეიძლება თუ არა, დაწოლილი ვილოცოთ?“ მამა არსენმა მიუგო: „ქრისტე ჩვენგან იმაზე მეტს არაფერს მოითხოვს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. თუკი მართლა არ ძალგვიძს ფეხზე დგომა და ჯდომაც კი გვიჭირს. ასეთ შემთხვევაში, ის ჩვენთანაა მაშინაც, თუნდაც რომ ვიწვეთ. მაგრამ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენ კიდევ შეგვწევს ლოცვის ძალა, სატანა კი შთაგვაგონებს ძლიერ დაღლილობასა და ძილს გვგვრის. უფრო მძიმე ცდუნებებიც შეიძლება, გვქონდეს. ამიტომ, მარად სიფხიზლე გვმართებს“.

კითხვაზე – შეიძლება თუ არა ღვინის სმა, მამა არსენმა მიუგო: „ეს თქვენს სულიერ მოძღვართან უნდა გაარკვიოთ. მაგრამ ფრთხილად იყავით. იმიტომ, რომ ჭაბუკის ორგანიზმში ღვინო სისხლად გარდაიქცევა, მოხუცის ორგანიზმში კი – წყლად. რაც შეეხება კვებას, თუ მარხვაში დილით საზრდოს არ იღებ, იცოდე, რომ ეს ზიანს არ მოგიტანს. თუმცა, არც მძიმე მარხვააა მისაღები. როგორც წმიდა იოანე კლემაქსი ამბობს, ჯობია, დღეში ორგზის მიირთვა და ამპარტავნების ცოდვას სძლიო, ვიდრე ერთგზის ღებულობდე მცირე საზრდოს და სულ იმაზე ფიქრობდე, თუ რა ღვაწლში ხარ“.

скачать dle 11.3