კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი შვილი ქმარმა გაჭირვების დროს მიატოვა

ახალგაზრდა დავქვრივდი და ერთადერთი შვილი მარტომ გავზარდე. გათხოვებაზე აღარ მიფიქრია. დედამთილ-მამამთილიც მეხმარებოდა და დედ-მამაც, მეც ორ ადგილას ვმუშაობდი და ამიტომ ბავშვს არასდროს არაფერი დაჰკლებია. გარეგნობითაც კარგი გოგო იყო ჩემი მანანა, კარგადაც სწავლობდა სკოლაშიც და ინსტიტუტშიც; ზრდილობითაც გამოირჩეოდა, წესიერებითაც და, თანაც, ერთი ოჯახის სამყოფი ყველაფერი ჰქონდა – ბინაც, აგარაკიც და, მესამე კურსი რომ დაამთავრა, ჩემმა მამამთილმა მანქანაც უყიდა. ამ ყველაფრის გამო, მომწონებელიც ბევრი ჰყავდა და ხელის მთხოვნელიც, თან, თითქმის ყველა კარგი ოჯახიშვილი იყო, გზაზე დამდგარი და წარმოსადეგი. მაგრამ, ამ ჩემს საცოდავ შვილს ყველაზე უარესი ვინც იყო, ის შეუყვარდა. ამის იქით ბიჭი აღარ არსებობდა მისთვის. ალალად გეტყვით, რომ ნოდარისნაირი სიძე ნამდვილად არასდროს მინატრია; მინატრია კი არა, პირველად რომ ვნახე, კინაღამ გულს შემომეყარა – გაწლეკილი, საცოდავი, ძლივს ლაპარაკობდა და, რასაც ამბობდა, იმასაც ისე უქცევდა კუთხურად, ვერაფერს ვიგებდი. ერთი ის იყო, რომ თვალებში შესციცინებდა ჩემს შვილს, უბატონოდ არ დაელაპარაკებოდა და მისი სურვილის გარეშე ფეხს არ გადაადგამდა. არ გეგონოთ, ტრაბახით ვამბობ, მაგრამ, ისეთი გოგო იყო ჩემი მანანა, თავმომწონე და წარმოსადეგი ბიჭებიც კი ფეხქვეშ ეგებოდნენ და ამ უსახურის თვალებში ყურებამ რატომ გააგიჟა, ახლაც არ მესმის. თუმცა, ერთხელ მანანიკოს დაქალს წამოსცდა, ნოდარი შეეცოდა და იმიტომ გაჰყა ცოლადო. მერე კი, ან მართლა შეუყვარდა, ან თავს არ უტყდებოდა, რომ მცდარი ნაბიჯი გადადგა და, რადგან მისი ქმარი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ დონითაც აეწია, გარეგნობითაც გამოეკეთებინა და კარიერაშიც წინ წაეწია. სხვათა შორის, ნოდარი ყველაფერში დაემორჩილა და რამდენიმე წელიწადში ერთი ნორმალური კაცი დადგა, ნორმალური სამსახურით.

ცხადია, ჩემი ერთადერთი შვილი ჩემთან ცხოვრობდა ქმარშვილიანად, მით უმეტეს, რომ ნოდარს თბილისში კი არა, თავის სოფელშიც ბევრი არაფერი ებადა. სამაგიეროდ, ოჯახის წევრები და ნათესავები ჰყავდა უამრავი და, როგორც კი ჩემმა სიძემ, როგორც იტყვიან, „ფესვები გაიმაგრა“ ჩემს ბინაში, ნელ-ნელა დაიწყეს კიდეც ჩამოსვლა – ჯერ და-ძმამ, მერე მშობლებმა, მერე ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა და მალე ჩემი ბინა საერთო საცხოვრებელს დაემსგავსა. ყველა ოთახში საწოლი იყო გაშლილი. რაც მთავარია, ვითომ ერთი-ორი დღით ჩამოდიოდნენ, მაგრამ მერე ისე მოსწონდათ ჩემი სახლ-კარი და მირთმეული სადილ-ვახშამი, რომ თვეობით რჩებოდნენ: ზოგი სასწავლებლად, ზოგი სამკურნალოდ, ზოგი ბიზნესის ასაწყობად და ზოგიც ისე, გასართობად. მერე, მეგობარ-ნაცნობების მოპატიჟებაც რომ დაიწყეს, გონება გადამეკეტა. ისე გადავირიე, ჩემს სიძეს გამოვუცხადე, ხვალ დილითვე მოაშორე ეს ხალხი აქაურობას, თორემ, ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ-მეთქი. ეტყობა, თვითონაც ყელში ჰქონდა ამოსული ამდენი ხალხის რია-რია და, მეორე დღეს მართლაც ყველამ აიკრა გუდა-ნაბადი. მართალია, ამის გამო მძახლები გამებუტნენ, მაგრამ, მერჩივნა კიდეც, რომ მათთან საერთო არ მქონოდა.

რაც შეეხება ნოდარს, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ქმარი და მამა იყო, მაგრამ, ვხედავდი, რომ, მას შემდეგ, რაც კარგი ცხოვრების გემო გაიგო, აღარ ბრძანდებოდა ისეთი მორცხვი და მორიდებული; პირიქით, ისე იქცეოდა, თითქოს მე ვცხოვრობდი მის სახლში. გარდა ამისა, მანანას ახალნაყიდი მანქანა ჩამოართვა – შენ მაინც არ გჭირდებაო და თვითონ დააქროლებდა აღმა-დაღმა. მალე ეჭვი გამიჩნდა, რომ საყვარელი გაიჩინა და ჩემი შვილის მანქანით დაატარებდა. ეს ჩემი სულელი გოგო კი სულ არ აკონტროლებდა ქმარს, ისე ენდობოდა ყველაფერში.

ერთ დღეს კი ჩემმა სიძემ ცოლს დაურეკა, ერთ საქმეზე უნდა წამომყვეო და მანქანით წავიდნენ. საჭესთან ნოდარი იჯდა, რადგან მანანიკო ორსულად იყო. მაგრამ, ავარია მოუვიდა. თვითონ მხოლოდ ნაკაწრები ჰქონდა, ჩემს შვილს კი მუცელი მოეშალა, კიდურები დაემტვრა და სახე ისე დაუზიანდა, რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია სჭირდებოდა, რომ ისევ ქალს დამსგავსებოდა. მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რადგან, პლასტიკურ ოპერაციას მანამდე არ გაუკეთებდნენ, სანამ ფეხზე დადგომას და გავლას არ შეძლებდა. ჩემს სიძეს კი, რომელიც ჩემმა შვილმა (და მეც) მშიერი მაიმუნიდან კაცად ვაქციეთ, თურმე, მობეზრდა ავადმყოფი ცოლის ყურება და მოვლა-პატრონობა. ჩაალაგა თავისი ნივთები მანანიკოს მანქანაში და თავის საყვარელთან წავიდა, თან მოგვამადლა, ბინა (ჩემს ბინაზეა ლაპარაკი) რომ არ გაგვიყო. იმის მერე შვილსაც ხანდახან თუ მოიკითხავს ტელეფონით – სულ ესაა მისი ზრუნვა. მანანას კი არ ურეკავს, მხოლოდ ბავშვს ეკითხება, დედაშენი როგორ არისო. ჩემი მანანიკო არაფერს ამბობს, მაგრამ, ვიცი, ძალიან არის გულგატეხილი და ჩემიც რცხვენია, რადგან, გამართლდა ჩემი სიტყვები – უნახავმა რა ნახაო. ყველაზე მეტად კი იმაზე ვარ გულგახეთქილი, რომ სწორედ ეს ნაძირალა კაცი იჯდა მაშინ საჭესთან და მის გამო დამიინვალიდდა შვილი. ციხეში რომ არ ჩაესვათ (აღმოჩნდა, რომ ნასვამი ბრძანდებოდა მაშინ), მეც და მანანაც დავთანხმდით მის ჩვენებას, ვითომ საჭესთან მანანიკო იჯდა. მან კი, მადლობის ნაცვლად, სწორედ მაშინ მიატოვა ჩემი გოგო, როცა ყველაზე ძალიან უჭირდა.

ნელი, 54 წლის.

 

ვეძებ „ჩემს“ გოგოს

არ ვიცი, რა მჭირს. ეტყობა, მთლად ნორმალური მართლაც არ ვარ. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნება ჩემი და და, რომ დავფიქრდები ხოლმე, გულში ვეთანხმები. არანორმალურობაა, აბა, რა არის, როცა სულ შეყვარებული ვარ და მაინც სულ მარტო ვარ?! უფრო სწორად, მარტო კი არა, სულ ძიებაში ვარ – ვეძებ „ჩემს“ გოგოს, ვეძებ და, რომ მგონია, ვიპოვე, რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოჩნდება, რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანია. არადა, სანამ ერთად ვართ, სიგიჟემდე მიყვარს, თან ვყვები, სულ იმას ვცდილობ, გავახარო, ვასიამოვნო და ჩემთან ბედნიერი იყოს, მაგრამ, რატომღაც, არ გამომდის. ეტყობა, იმის ბრალია, რომ ზედმეტად რომანტიკული ადამიანი ვარ და ზედმეტად მიყვარს ყველასთვის ზეიმების მოწყობა და ფოიერვერკები, რასაც ვერ მიგებენ და, საბოლოოდ, ცოტა „შექანებულის“ შთაბეჭდილებას ვტოვებ. პრინციპში, ყველასგან გულდაწყვეტილი ვარ – მეგობრებს ვგულისხმობ. სამაგიერო ზეიმებს კი არ ვითხოვ ვინმესგან, უბრალოდ, ხომ შეუძლიათ, ამყვნენ და თვითონაც მიანიჭონ სხვებს სიხარული?! ნამდვილად არ ვიყვედრები, მაგრამ, არც ერთ მეგობარს არ უფიქრია იმაზე, რომ, შეიძლება, მეც გამიხარდეს ან მეწყინოს რამე. მე თითოეულ მათგანს დაბადების დღეზეც და ყველა დღესასწაულზეც, ისეთ სახალისო სიურპრიზებს ვუკეთებ, ადამიანის ფანტაზია რომ არ ეყოფა და ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ხომ შეიძლება, რომელიმე მათგანმა მაინც, მეც გამახაროს და მასიამოვნოს? მაგრამ, არა, ყველაზე კარგ ვარიანტში, ვთქვათ, დაბადების დღეზე, დამირეკავენ, მომილოცავენ ორი სიტყვით და, დაზეპირებულივით, ყველა ერთსა და იმავეს მეკითხება: „ხომ კისრულობ? სად ვიკრიბებით? სახლში არა, რა, რესტორანში ჯობია...“ კი ბატონო, იციან, რომ მაქვს ამის საშუალება, მაგრამ, ხომ შეიძლება, ერთხელ მეც დამპატიჟონ სადმე? ისე გამოდის, რომ მიყენებენ – სხვა სახელს ვერ დავარქმევ მათ საქციელს. ბებიაჩემმა იცის ჩემი ხასიათი და სულ მეჩხუბება, ასე ნუ იქცევი, თორემ, ყველას სულელი ეგონები და თავზე გადაგივლიანო. უკვე ვხვდები, რომ მართალია ბებია. ეტყობა, გოგოებთანაც იგივე მემართება – ზედმეტი მომდის, ზედმეტი პატივისცემა და თანგადაყოლა კი, როგორ ცნობილია, ვნებს ურთიერთობებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, არაგულწრფელსა და ანგარებიანს ხდის. თუმცა, იცით, რაშია ჩემი უბედურება? ეს ყველაფერი თეორიულად ვიცი, მაგრამ, მაინც იმავეს ვიმეორებ ყველასთან. რატომ ვერ მიგებენ გოგოები, მე ხომ მათ გახარებასა და გაბედნიერებას ვცდილობ? პრინციპში, ყველა კარგად ირგებს ჩემს ზრუნვასაც, საჩუქრებსაც, ფოიერვერკებსაც, მაგრამ, აქეთ თუ გახდა საჭირო რაიმე ელემენტარული თანადგომა, ან, უბრალოდ, გაგება და ხასიათის გასწორება – ბოდიში, ამისთვის არავინ არის მზად, უფრო სწორად, ამაზე არც არავინ ფიქრობს.

ძალიან წამიხდა შთაბეჭდილება გოგოებზე. რომ ჰკითხო, თითოეული მათგანი რომანტიკას ეძებს ბიჭში, მაგრამ, სინამდვილეში თვითონ არიან აბსოლუტურად დაცლილები რომანტიკისგან. როგორ შეიძლება, 16-17 წლის გოგოები ასეთი პრაგმატულები იყვნენ და არაფერი აღელვებდეთ და აინტერესებდეთ, რაც სულიერებასთან არის დაკავშირებული – არც მზის ამოსვლა, არც მიძღვნილი ლექსი და არც ლამაზ ბუნებაში გასეირნება?! ჩემი და მეუბნება, თუ ხასიათი არ შეიცვალე, ცხოვრება გაგიჭირდება. ასეთი ცხოვრების წესით ოჯახს ვერ არჩენო. ამას წინათ ისიც კი მითხრა, ზედმეტად მეოცნებე და „ცაში მფრინავი“ ბიჭები გოგოებს არ უყვართო, ალბათ, მართალია, მაგრამ, ასეთი გამაჩინა ღმერთმა და, რა ვუყო? 

გიორგი, 21 წლის.

скачать dle 11.3