კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლზე თუ მოქმედებს უარყოფითად, კონკრეტულად, რომელიმე ფერი ან პარფიუმერიის არომატი? ხანდახან შემინიშნავს, რომ ჩემი ძაღლი ღიზიანდება ყვითელ ფერზე. ზოგჯერ კი ისიც შემიმჩნევია, რომ სუნამოს სუნზე ცემინება ეწყება.

პასუხი: ფერზე არა, მაგრამ პარფიუმერიის არომატმა შეიძლება, მოკლე ცხვირს გამო, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. უცხოეთში, გარკვეული მოთხოვნების მიხედვით, ძაღლების სუნამოებსაც კი უშვებენ. სუნამო არ უნდა იყოს სპირტზე დამზადებული, რადგან ძაღლს აღიზიანებს. საერთოდ, სუნამო ისე უნდა დამზადდეს, რომ ძაღლში არ იწვევდეს ალერგიას, თვალების გაღიზიანებას, ცემინებას. ამ შემთხვევაში, თავად მიხვდებით, მოსწონს თუ არა თქვენს ძაღლს იმ სუნამოს არომატიც, რომელიც გასხიათ. თქვენ მართალი ხართ. თქვენი ძაღლი რომელიღაც სუნამოზე ცუდად იმიტომ რეაგირებს, რომ ეს არომატი მასზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომაც იწყებს ცემინებას. თუ ასეთ რამეს შენიშნავთ, ან სუნამო შეცვალეთ, ან საერთოდ ნუ იპკურებთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ოთხფეხა მეგობარი, სანამ სუნი არ განელდება, ნაკლებად მოგეკარებათ. 

კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ძაღლის კბილების თანწყობას? მაგალითად, ჩემს ძაღლს ვატყობ, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს ამ საკითხში. მართალია, გამოფენებზე არ გამყავს, მაგრამ მაინც მაინტერესებს, მისი ჯანმრთელობისთვის ხომ არ არის ეს საზიანო?

პასუხი: თუ ძაღლი გამოფენისთვის არ გინდათ, მაშინ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიაქცევთ. საერთოდ კი, რომ იცოდეთ, კბილები ძაღლების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის განლაგებული ერთმანეთთან წინა კბილები. არის თანკბილვა, ანუ მაკრატლისებული, როცა ზედა ყბის კბილები ქვედაზე გადმოდის. მეორე არის პირდაპირი, როცა კბილები ერთმანეთს პირი პირზე ედება. მესამე კი პროგენია, ანუ წინ გამოწეული ქვედა ყბა, როცა ქვედა ყბის კბილები უფრო წინაა, ვიდრე ზედასი. კბილების ასეთი მახასიათებლები ძაღლის თავის ფორმაზეა დამოკიდებული. არის უფრო განიერთავიანი და შედარებით წვრილთავიანი ძაღლიც. წვრილთავიან ძაღლს მჭრელი კბილები ხშირად ერთმანეთთან  მჭიდროდ აქვს მიჯრილი. ფართოთავიან ძაღლს კი, ეშვებს შორის მანძილი დიდი აქვს და 6 კბილის ნაცვლად, უფრო მეტიც ეტევა. კბილების მომატებული რაოდენობა სასურველი არ არის, თუმცა არის შემთხვევა, როცა ძაღლებს კბილები, პირიქით – აკლიათ. ძირითადად, ეს პლემოლარებს ეხება, რაც გარკვეული დისბალანსის მანიშნებელია ძაღლის გენეტიკაში.

კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე 10 წლისაა და რაც ასაკში შევიდა, ხასიათი სულ შეეცვალა. ის უკვე წლებია, ჩვენი ეზოს მცველია. ბოლო დროს თუ ვინმეს უყეფს, ამის მერე თითქოს დაღლილობისგან ქშინვას იწყებს. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლის ხასიათს. ის არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გაანერვიულოთ. ძაღლი, რომელიც ეზოში ცხოვრობს და გარკვეულ ტერიტორიას იცავს, გამვლელ-გამომვლელს უყეფს. როდესაც ასაკში შედის, უნდა ეცადოთ, შედარებით თვინიერი გახდეს უცხოებისადმი, ანუ ყეფა დაუშალეთ და აუკრძალეთ. ძაღლი რომ ბრაზდება, იყეფება. შესაბამისად, გაბრაზება გარკვეულ ნერვიულობას იწვევს, შედეგად, ის თავის აგრესიას უცხო ადამიანისადმი გამოხატავს. მოხუცი ცხოველის ორგანიზმი კი ნერვიულობასაც რთულად იტანს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ზედმეტად გაბრაზებულ ძაღლს გულის შეტევა დაფიქსირებია. უნდა შეეცადოთ, რომ ამას ძაღლი მოარიდოთ. 

скачать dle 11.3