კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პირველი ქალი სენსეი მაკა ქებურია

27 წლის მაკა ქებურია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ქალია და სახიფათოც, რადგან, თუ ქუჩაში გააბრაზებთ და წყობიდან გამოიყვანთ მუდამ მოღიმარ, ხალისიან მაკას, არც ის დაგრჩებათ ვალში. მაკა 18 წლიდან კიოკუშინ-კარატეზე დადის, ამ ხნის განმავლობაში მან არაერთ წარმატებას მიაღწია: ის არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი, სამი დანის მფლობელი. მიუხედავად ამდენი წარმატებისა, სამწუხაროდ, როგორც მაკა ამბობს, მას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ფინანსური დახმარება და აღიარება არ აქვს. 

მაკა ქებურია: 27 წლის ვარ, დავიბადე და გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხში. დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. ბავშვობიდან კარატეზე მინდოდა სიარული, მაგრამ, რადგან კლასელებს ვცემდი, მშობლებმა უარი მითხრეს, ვიღაცას სცემო. აბიტიტურიენტი რომ გავხდი, გადავწყვიტე, ერთი თვე მაინც მევლო კარატეზე და მოყვარულების ჯგუფში ჩავეწერე პროფკავშირების კულტურის ცენტრში. იქ მავარჯიშებდა ჩემი მომავალი მწვრთნელი, ნოდარ კვანჭიანი, რომელიც შავი ქამრის, მეხუთე დანის მფლობელი, საერთაშორისო კლასის ოსტატი, უძლიერესია კიოკუშინ კარატეში და თავისი საქმის დიდოსტატი. ერთი თვის თავზე უკვე მასწავლებლის ყურადღება მივიქციე, რადგან ძალიან ყოჩაღი ვიყავი და პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა. რასაც მავალებდნენ, ხუთიაზე ვაკეთებდი. სამ თვეში ჩავაბარე მეათე „ქიუზე“, ეს არის პირველი ნაბიჯი – საფეხური კარატეში. წელიწადსა და ორი თვეში მეორე „ქიუ“ მეკეთა – ყავისფერი ქამარი. ზუსტად ოთხი წლის თავზე ჩავაბარე პირველ დანზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როცა შავ ქამარზე აბარებ, დაახლოებით, 7-8 წლის ნავარჯიშები უნდა იყო. ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდე, რომ მიიღო შავი ქამარი, პირველი დანი და გერქვას ოსტატი. შეიძლება ითქვას, არანორმალურად ვვარჯიშობდი – დილის 6 საათზე იწყებოდა ჩემი დღე და ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი. ამიტომაც, ოთხი წლის თავზე ავიღე პირველი დანი და ოსტატის წოდება. ამისთვის 20 ბრძოლა უნდა ჩაატარო გაუჩერებლად, თავისი ფიზიკური მონაცემებით, ტექნიკური დატვირთვით, კატებით. ეს არის 6-საათიანი გამოცდა, რომელიც შეუჩერებლად მიმდინარეობს. სპარინგ-პარტნიორები უმეტესად ბიჭები იყვნენ.

– რა გევალება ამ გამოცდის დროს? 

– უპირატესობა შენი უნდა იყოს – არ წაიქცე, არ გაითიშო, ფეხში არ გაითიშო, თავში არ მოგხვდეს. როდესაც 2012 წელს იაპონიაში მეორე დანზე ჩავაბარე, იქ უკვე 8-საათიანი გამოცდა მქონდა. საკმაოდ რთული იყო, რადგან ცენტრალურ დარბაზში ვაბარებდი, სადაც ისხდნენ: მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის ტექნიკური დირექტორი, მოკლედ, ყველანი. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩემი სპარინგ-პარტნიორები. რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი, სადაც მეორე დღეს ჩატარდა დან-ტესტი, ამიტომ გადავწყვიტე იქ ჩაბარება. სხვათა შორის, 2009 წელს რომ ვასპარეზობდი პირველად, 84 კილოგრამი წონის მოწინააღმდეგე შემახვედრეს, მე 59 ვიყავი. პირველივე რაუნდში მოვიგე. მეორე ბრძოლაში შევხვდი უკრაინის მრავალგზის ჩემპიონს, ევროპის მრავალგზის ჩემპიონს, რომელიც სამ რაუნდში დავმარცხე. მე იმ დროს ყავისფერი ქამარი მეკეთა, მას კი – შავი და ძალიან დაძაბული მომენტი იყო, როდესაც პირველი დანის მფლობელი უგებდა მეორე დანს. ვერაფერი მიქნა გოგომ. ამის მერე მქონდა ფინალური ორთაბრძოლა, შევხვდი სამგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, რუსეთის ფავორტ სპორტსმენს, რომელიც 2000 წლიდან ჩემპიონია – ანა კუკარინას და დავმარცხდი. მძიმე წონაში ევროპის პრიზიორი გავხდი. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე დამამარცხა. მაგრამ, ოთხი წლის თავზე ხომ მქონდა შავი ქამარი, ხუთი წლის თავზე, ანუ 2011 წელს, ევროპის ჩემპიონატი მოვიგე: პირველივე ბრძოლაში მოვხსენი ანა კუკარინა. ისე გავუშვი, მესამე ადგილზეც ვერ გავიდა. თან, ფინალი უნგრეთში იყო და უნგრელი ლილლა ჰერეზეკი  დავამარცხე –  უნგრეთის მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის მრავალგზის პრიზიორი, მსოფლიოს პრიზიორი. არადა, მთელი უნგრეთი ფეხზე იდგა, მის სახელს ყვიროდნენ, ჩემს სახელს მხოლოდ აზერბაიჯანელები იძახდნენ: მიდი, მაკა, მიდი! მეორე რაუნდში მოვიგე, მთელი უნგრეთი დაღონდა – დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული ჩემი მოგება. ამას მოჰყვა 2013 წელს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ასევე მოვიგე, ანუ ზედიზედ ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვარ. მინდა პირველი ადგილი და მსოფლიო ტიტული მოვიპოვო. ჯერჯერობით ევროპის ორგზის ჩემპიონობით შემოვიფარგლები. 2014 წელს, 6 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ვერ მოვახერხე გამგზავრება ფინანსების არქონის გამო. 2 500 დოლარი ჯდებოდა ჩემი გამგზავრება, მაგრამ ეს თანხა ვერ მოვიძიე. ჩემი ჯიბიდან ვერ შევძლებდი გადახდას. 14 წელია, ნაქირავებში ვცხოვრობ, 191-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობ და იქიდან აღებული 200 ლარით ვუვლი თავს. ასე რომ, წელს ჩავაგდე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მოიგო იმ გოგონამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე დავამარცხე. ახლახან, 22 ნოემბერს გამოცდა ჩავაბარე საერთაშორისო კლასის ოსტატთან, შიჰან ნოდარ კვანჭიანთან. გამოცდა დილის 9 საათზე დაიწყო და 6 საათზე დამთავრდა. საკმაოდ რთული და მკაცრი იყო. ყველაფერი ჩავაბარეთ, 30 ბრძოლა. 6 კაცი აბარებდა გამოცდას. სამი – პირველ დანზე, სამი – შავ დანზე. ექვსიდან ერთადერთი გოგონა მე ვიყავი, ასევე, პირველი ქალი ვარ საქართველოში, რომელმაც კიოკუშინ-კარატეში მესამე დანზე ჩააბარა გამოცდა. ახლა მესამე დანის მფლობელი ვარ და სენსეის წოდება მაქვს, მესამე შავი ქამარი. დიპლომი მალე ჩამომივა იაპონიიდან.

– როგორც ვხვდები, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ გაქვს. 

– დილის 6 საათიდან ვიწყებდი ცხოვრებას და არანორმალური ვარჯიშით რვა წელში შევძელი მიმეღწია წარმატებისთვის რაიონიდან ჩამოსულმა გოგონამ, რომელიც არანორმალურად შრომობდა. საქართველოში არ აღიარეს ჩემი ევროპის ჩემპიონობა. მე შევძელი უცხოეთში ორჯერ ამეჟღერებინა საქართველოს ჰიმნი. როგორც ჩემპიონს, არანაირი ანაზღაურება და ყურადღება არ მიგრძნია სახელმწიფოსგან. მხოლოდ 500 ლარი მაჩუქეს ჩემს რაიონში იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდი. 

– რით არის კიოკუშინ-კარატე გამორჩეული?

– ეს არის კონტაქტური, ქუჩასთან მიახლოებული, რეალურ ბრძოლასთან დაკავშირებული. შიშველი ხელებით ვჩხუბობთ, ამიტომაც სახიფათო სპორტია. ერთხელ, მახსოვს, მაღაზიაში გამყიდველმა მითხრა: ჩემიანმა იცის მეჭეჭების წამალი და მოგცემო. არა, ქალბატონო, ვარჯიშისგან ვარ ასე-მეთქი, ვუთხარი. 

– ქუჩაში ხომ არ დაგჭირვებია შენი ძალის გამოყენება? 

– ერთხელ ქუჩაშიც ვიჩხუბე და ინსტიტუტშიც. ტაქსის მძღოლმა გამაბრაზა და უხეში პასუხი გამცა, შეტევაზე გადმოვიდა. რა თქმა უნდა, მეც არ დავიხიე უკან და ბოლოს გაიქცა. ინსტიტუტში ჩემმა კურსელმა გამაბრაზა, სკამი გამომაცალა, ძირს დამაგდო. რომ ავდექი, მუხლებზე იდგა: მაპატიე, არ დამარტყაო. ერთხელ ქუჩაში ისე გამომიყვანა ადამიანმა წყობიდან, ერთი დარტყმით წავაქციე. 

– რა ხდება პირადში? 

– რაღაც უნდა მოიკლო რაღაცის ფასად, სხვანაირად ვერ მიაღწევ წარმატებას. ახლა კი ვარ წარმატებული, მაგრამ არაღიარებული საქართველოს მიერ. მამაკაცი, რა თქმა უნდა, ძლიერი უნდა იყოს, თუ სუსტი იქნება, მოვერევი. გაგიმხელთ – ჩემს ცხოვრებაში არის პიროვნება, რომელიც მომავალში ჩემი მეორე ნახევარი იქნება. ის მესამე დანის მფლობელია და კიოკუშინის პრინციპებით ცხოვრობს – მოწესრიგებულია, კულტურული, დისციპლინირებული, გაწონასწორებული, ამიტომაც  გავაკეთე მასზე არჩევანი. 

скачать dle 11.3