კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიშა ხრამოვი – “რეპი ჩემთვის ცხოვრებას ნიშნავს„

„რეპი ჩემთვის ცხოვრებას ნიშნავს. მიყვარს იმიტომ, რომ ცხოვრებისეულია. ჩემი ტექსტები ყოველთვის პრობლემური თემებით  არის დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.        

სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ ჟანრს დიდად არ აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრს ვშრომობთ, ხალხი ამ ყველაფერს ცუდი თვალით უყურებს და არ ხიბლავს ქართული რეპი, მაგრამ, ამ მიზეზით არასოდეს შევიცვლი არჩევანს. პირიქით, ძალიან ბევრს ვიშრომებ და ბევრ სიმღერას ჩავწერ. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი რეპერია, მაგრამ, ცოტაა ისეთი, ვინც მართლა აკეთებს რამეს და, მინდა, მათ მივესალმო. დანარჩენებსაც წარმატებებს ვუსურვებ – იქნებ მოხდეს რამე და ქართული რეპი ასახელონ“.

ამ სიტყვების ავტორი 16 წლის რეპშემსრულებელი მიშა ხრამოვია. მიშა ბავშვობიდან მღერის, მაგრამ, ამ საქმიანობისთვის ხელის მოკიდება სერიოზულად წელიწად-ნახევრის წინ გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს და, დაბრკოლებების მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს, პირიქით, აკეთებს ყველაფერს, რასაც მუსიკა მისგან მოითხოვს, რადგან, გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე გაჰყვეს მას, თუმცა, წინასწარ რამის დაგეგმვა და სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს. ცხოვრობს დღევანდელი დღით და, იმ პრობლემებს, რომლებსაც გარშემო ხედავს, საკუთარი სიმღერებით უცხადებს პროტესტს. მისი თითქმის ყველა სიმღერა თანამედროვე საზოგადოებაში არსებული და აქტიური პრობლემატიკით არის დატვირთული.

ერთ-ერთ სიმღერას სახელადაც „პრობლემა“ დაარქვა და მასში ის საკითხები წამოჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მის სიმღერებში მნიშვნელოვანია, ასევე, ნარკომანიის თემაც.

საკუთარი შემოქმედებიდან გამოარჩევს სიმღერას, სახელწოდებით „საქართველო“ და, მიაჩნია, რომ მასში განსაკუთრებული აზრია ჩადებული, რომელსაც მსმენელი ყოველთვის გრძნობს.

მისი ასაკისთვის უკვე საკმაოდ ბევრი სიმღერა დაუგროვდა, რომელთა დიდი ნაწილი სოლოში აქვს შესრულებული, თუმცა, გარდა სოლო სიმღერებისა, აქვს დუეტებიც თავის უფროს მეგობართან, რეპერ ზურიკო კოკლიანთან, რომელსაც ქართველი რეპის მოყვარულები კარგად იცნობენ. მიშას იმედი აქვს, რომ თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მიაღწევს მიზანს და რეპში თავის სიტყვას იტყვის.

скачать dle 11.3