კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ესპანეთის მოდის წარმატებული სახე, ქართველი პარკური ხოსე-თენგიზ გვერდწითელი და რა არ დაანათლა მას მამუკა ონაშვილმა

ქართველი მოდელი, თენგიზ-ხოსე გვერდწითელი, ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა, ის რომ ქართველია, ამას ხაზს ყოველთვის უსვამს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ქართული ტემპერამენტი, შარმი და მამაკაცურობა მასში მოჭარბებულია და ეს უცხო მხარეში, როგორც თავად ამბობს, ძალიან ეხმარება. ხოსე-თენგიზი 18 წლისაა, თუმცა ესპანეთში საკმაოდ კარგად იცნობენ და მსოფლიო მოდის ექსპერტები, მომავალში დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ პოდიუმზე.

ხოსე-თენგიზ გვერდწითელი: ესპანეთში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა, ქართული ენაც კარგად ვიცი და ჩემს გენეტიკას დიდ პატივს ვცემ. ყველას უკვირს, ორი სახელი რომ მქვია და ახსნა მიწევს. თენგიზი ქართული სახელია, ხოსე კი ესპანური-მეთქი. რომ დავიბადე, სან-ხოსეს დღესასწაული იყო და ამიტომ გადაწყვიტეს, ამ სახელის და ბაბუის სახელის დარქმევაც. არც გვარის შეცვლა მიფიქრია, მომწონს ჩემი გვარი. თან, ცოტანი ვართ ამ გვარის ადამიანები. ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელიც ჩემი ნათესავია. მოკლედ, ბავშვობიდან მიზანდასახული ვარ. სპორტს მივდევ, შვიდი წელია პარკური ვარ. მიყვარს ექსტრემი, თან კარგად ვსწავლობ და ჩემი გარეგნობის წყალობით, პოდიუმზეც მოვხვდი. როგორც ცნობილი მოდელიერები და მოდის ექსპერტები მეუბნებიან, პოდიუმზე დიდი მომავალი მაქვს. ვნახოთ, ეს საქმე მეც მომწონს და ვფიქრობ, კარგადაც გამომდის. ვხუმრობ ხოლმე, პარკური ვარ და ამ ხტუნვა-ხტუნვით, პოდიუმზეც ავხტი-მეთქი. ესპანეთში ყოველ წელს იმართება ჩვენება, სადაც სხვადასხვა მოდელიერი, სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ტანსაცმლის ჩვენებას აწყობს. წელს ამ ჩვენებაში 18 სხვადასხვა ქვეყნის მოდელი მონაწილეობდა და მათ შორის, მეც. ისე მომიხდა ქართული ჩოხა, თავად გამიკვირდა. აღიარეს, რომ, ყველაზე კარგი ნაციონალური სამოსი მე მეცვა. ეს, არც აქაურ პრესას გამორჩა და ასე, შავ ჩოხაში გამოწყობილი, პრესის ფურცლებზეც მოვხვდი.  სანამ პოდიუმზე გამოვალ, ცოტას ვნერვიულობ. მერე კი ეს დაძაბულობა მეხსნება, ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევ, კომფორტულად ვგრძნობ თავს, მხოლოდ ხალხის აპლოდისმენტები მესმის. ამ დროს იცი, რომ ყველა გიყურებს, შენ კი ვერავის ამჩნევ. თეატრალურ კოლეჯშიც ვსწავლობ პარალელურად და ალბათ, იქ გამომიმუშავეს ეს მანერები. აქამდე, მსახიობი მინდოდა გამოვსულიყავი, ახლა პოდიუმიც მომწონს. ასე რომ, შემიძლია, ორივე პროფესია შევითავსო. მთავარია, სამოდელო და სამსახიობო კარიერაში, ორივეში წარმატებული და ცნობილი ვიყო. ამისთვის კი თავს არ ვზოგავ. 

– როგორია შენი პარამეტრები? 

– სიმაღლეში ერთი მეტრი და ოთხმოცდაორი სანტიმეტრი ვარ, წონით კი – სამოცდაცხრამეტი კილოგრამი – ვჯდები მოდელის პარამეტრებში. გარეგნულადაც ყურადღებას ვიქცევ. ასე რომ, ყველა მონაცემი მაქვს, გავხდე საკმაოდ წარმატებული მსოფლიოს მოდის სამყაროში. სხვათა შორის, სანამ პოდიუმზე დავდგებოდი და მოდელიერები აღმომაჩენდნენ, ქუჩაში სულ ვგრძნობდი ყურადღებას. გოგონებიც და ბიჭებიც ისე მაყოლებდნენ თვალს, მრცხვენოდა კიდეც. ახლა შევეჩვიე და მივხვდი, როცა ფიზიკურობა გიწყობს ხელს, უნდა შეეგუო ყურადღების ცენტრში ყოფნას. სულ ვხუმრობ, ქართული გენი არსად დაიკარგება-მეთქი (იცინის). თან, ტრადიციების მოყვარული ვარ. ჩემს სახლში ყოველთვის მზადდება ქართული, ტრადიციული საჭმელები. ჩემი მეგობრები რომ მოდიან და მიირთმევენ, გადარეულები არიან ჩვენი სამზარეულოს მრავალფეროვნებით. ყველას გარკვეული წარმოდგენა ექმნება ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ვამაყობ. თან, მამუკა ონაშვილის ნათლული ვარ და ტრადიციების მოყვარული რომ არ ვიყო, მეპატიება?! კარგი კაცია, მაგრამ სიმღერის ნიჭი რატომ არ დამანათლა, არ ვიცი. კიდევ კარგი, თავისი აღნაგობა არ დამანათლა (იცინის). მოყვარულის დონეზე კი ვმღერი. ვიცი, საქართველოში მოდელ ბიჭებს დიდად არ აფასებენ, მაგრამ ამაში არაფერია სათაკილო და დასაცინი. თუ ფიზიკურობა და მონაცემები გიწყობს ხელს, რა პრობლემაა, იყო მოდელი? ნახევრად შიშველიც გამოვსულვარ პოდიუმზე. მართალია, პირველად გამიჭირდა, ოცი წამი ოც საუკუნედ გაიწელა, ახლა კი ასე აღარ ვარ. პირიქით, სიამოვნებას ვიღებ, ხალხის წინაშე გამოსვლისას. 

– შეყვარებული გყავს? როგორია შენი პირადი ცხოვრება?

– ახლა შეყვარებული არ მყავს. გოგონები მიდიან და მოდიან ჩემს ცხოვრებაში (იცინის). ერთ გოგოსთან ვარ ახლოს, მაგრამ ესეც დროებითია. სხვათა შორის, არ მომწონს ტრადიციული ქორწილი, მაგრამ თუ ცოლს მოვიყვან, აუცილებლად გადავიხდი ქორწილს საქართველოში. ეს გადაწყვეტილი მაქვს. აქ იცით, როგორი ცხოვრებაა? გოგო მოგწონს, მაშინ მასთან სექსიც მოსულა. სხვათა შორის, საქართველოში რომ ჩამოვედი, გავოცდი, იმდენი ლამაზი გოგო დადის ქუჩაში. ძალიან მომეწონა მანდ ყოფნა, მაგრამ, ნუ გამამტყუნებთ, მე ესპანეთში ვარ გაზრდილლი და ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ისე, ქართველები, ცოტა კომპლექსიანი, საკუთარ თავში ჩაკეტილი ხალხია, თითქოს, ყველა ერთმანეთს ჰგავს. ესპანეთში კი, ქუჩაში მრავალფეროვნება შეიგრძნობა. ესპანეთში სხვა განზომილებაში ვარ, საქართველოში კი სულ სხვა განზომილებაში ვხვდები. მიფიქრია, მაშინ ვიყიდი საქართველოში სახლს, როცა ძალიან წარმატებული გავხდები უცხოეთში-მეთქი. ახლა კი, რომ ჩამოვიდე, ცხოვრება თავიდან უნდა დავიწყო და ეს კი რთულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მოქალაქე ვარ, წლების მერე, აუცილებლად დავბრუნდები საცხოვრებლად საქართველოში. ყველაზე მეტად აქ, ჩემი ქვეყნის ჰაერი, წყალი და ბუნება მენატრება. ვგრძნობ, რომ ჩემია, სისხლში ზის. საოცარი ადგილები ვნახე საქართველოში, ასეთი არაფერი მინახავს სხვაგან. ვაღიარებ, ქართული ტემპერამენტი უცხოეთში ჭრის, ტრადიციებიც აოცებთ და ჩვენი, აქ მცხოვრები ქართველების ქცევით, ზოგადი წარმოდგენა ექმნებათ ჩვენს ქვეყანაზე. მგონი, კარგი ბიჭი ვარ, ნაღდი ქართველი და არ გარცხვენთ (იცინის). 

скачать dle 11.3