კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიყვანა ცოლად სულთნის ყველაზე ლამაზი ცოლი ზურა რთველიაშვილის პაპამ

მულტიმედია არტისტი – ზურაბ რთველიაშვილი, უკვე წელბია, ოჯახთან ერთად შვედეთში ცხოვრობს. ნიჭიერმა პოეტმა უცხო ქვეყანაში მალე გაითქვა სახელი.  მისი ცხოვრება უამრავი საინტერესო სიახლით არის სავსე. როგორც თავად ამბობს, მას მკითხველი და მაყურებელი არ აძლევს ერთ ადგილზე გაჩერების უფლებას.

ზურაბ რთველიაშვილი: 2009 წლიდან შვედეთში ვცხოვრობ. პირველად ვიყავი ქალაქ გოტებორგში, სამწერლო რეზიდენციაში, რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. ერთ დღეს, როდესაც ძველი ქალაქის ცენტრში ვსეირნობდი, კავკასიური გარეგნობის მამაკაცმა შემაჩერა, ზრდილობიანად მომესალმა და რაც ყველაზე მოულოდნელი იყო ჩემთვის, ქართულად მომმართა:  „თქვენ პოეტი ზურაბ რთველიაშვილი ბრძანდებით თუ მეშლება?” რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ წვერ-ულვაშში ვერავინ მიცნობდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვცდებოდი. იმ დღიდან დავუმეგობრდი ქართველების პატარა ჯგუფს, სადაც, ხშირად მპატიჟებდნენ სხვადასხვა წვეულებაზე და რასაც თან ახლდა განუმეორებელი ქართული სამზარეულოს ხიბლი. ექვსი თვის შემდეგ მივიღე მოწვევა სტოკჰოლმიდან. წამოსვლის წინ გოტებორგში ერთი კარგი საქმის გაკეთება მოვასწარი: შვედი კოლეგების დახმარებით, გავხსენი ქართული საკვირაო სკოლა, სადაც დღემდე სწავლობენ მშობლიურ ენასა და ისტორიას იქ მცხოვრები ქართველი ბავშვები.

– ახლა სად ცხოვრობთ?

– ამჟამად ვცხოვრობ სტოკჰოლმში. ძალიან ლამაზი ქალაქია, მას ჩრდილოეთ ევროპის ვენეციასაც ეძახიან. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისტორიული ქალაქის ნაწილში ქართულ კვალსაც წააწყდებით: მეთვრამეტე საუკუნის ერთ-ერთ შენობაზე ბარელიეფია, სადაც ქართული და შვედური წარწერები იუწყება, რომ ამ სახლში ცხოვრობდა შვედეთის საპატიო ტყვე, ალექსანდრე ბაგრატიონი. ეს ის ბატონიშვილია, რომელიც პეტრე პირველის ბავშვობის მეგობარი და თანამებრძოლი იყო. 

– რას საქმიანობთ ამჟამად? თეატრში რა ხდება?

– თითქმის ერთი წელია, რამდენიმე შვედურ თეატრთან ვთანამშრომლობ როგორც ავტორი და არტისტი. მათ შორის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს თეატრ „გელიუტინთან“, რომელთანაც ოფიციალური კონტრაქტი წელს გავაფორმე. სექტემბერში დავდგი სპექტაკლი, სახელწოდებით „პასპორტი“, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ვასრულებ.  სპექტაკლი აგებულია რადიკალური ავანგარდის რიტორიკაზე. ეს ექსპერიმენტული დადგმაა. მას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული სიუჟეტი როგორც აკადემიური ტიპის დადგმებს და, ალბათ ამიტომაც, შეუძლებელია მისი ჩვეულებრივი, ტრადიციული ფორმით აღწერა. აქ მთავარი სათქმელი უშუალოდ ადამიანის ინტიმურ შეგრძნებებსა და მის სუბიექტურ ასოციაციაზე გადის. ოქტომბერში ვიყავი მიწვეული საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა „სტოკჰოლმის იმპროვიზაციის თეატრში“. ამჟამად ოსლოში გასამგზავრებლად ვემზადებით, მცირე ცვლილებები შევიტანეთ დადგმაში. „ნორდიკ ბლექ“ თეატრი იქნება შემდეგი პოლიგონი ჩვენი პერფორმანსისთვის. მომავალი წლის მარტსა და აპრილში გასტროლები იგეგმება კოპენჰაგენსა და ბერლინში.

– რა სიახლეა თქვენს შემოქმედებაში?  ემიგრანტი პოეტი, ალბათ, არაერთ ლექსს უძღვნის სამშობლოს...

– თებერვლის ბოლოს გამოდის ჩემი პერსონალური პოეზიის კრებული შვედურ ენაზე. პოეტური თარგმანი ეკუთვნის არაჩვეულებრივ შვედ პოეტსა და მთარგმნელს, კრისტიან ანდერსონს. ამჟამად შვედეთში ოთხი პოეტური ანთოლოგიაა გამოცემული, სადაც შეტანილია ჩემი ლექსების შვედური ვერსიები. ბოლო პერიოდში ჩემი ლექსები, ასევე, დაიბეჭდა ინგლისურ, გერმანულ, ბელგიურ, ნორვეგიულ, რუსულ და სხვა გამოცემებში. არ მიყვარს, როდესაც სენტიმენტალური განწყობა ჭარბობს პოეზიაში; ალბათ თანამედროვე ტექნოლოგიებმაც განაპირობა ის, რომ ვერ ვგრძნობთ უერთმანეთობას. ამჟამინდელ ლექსებში უფრო სხვა პრობლემებს ვეხები, ვიდრე სამშობლოს ნოსტალგიაა. ერთი პოემა წამოვიწყე დაახლოებით ოთხი წლის წინ და ძირითადად მასზე მაქვს გადასროლილი ჩემი პოეტური „დესანტი”. გარწმუნებთ, რომ ამ ნამუშევარს, ისევე, როგორც ჩემს თეატრალურ დადგმას, ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი ახლავს. 

– ბატონო ზურაბ, როგორც ვიცი, დედათქვენი დონელი კაზაკი იყო... სად გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი? 

– დედ-მამამ ერთმანეთი ყაზახეთში გაიცნო, სადაც მამა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  იყო მივლინებული, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი. სწორედ ამიტომ, გავჩნდი არა თბილისში, არამედ, ყარაგანდაში, სადაც დაახლოებით 7 წლამდე მომიწია ცხოვრება. დედა არის დონელი კაზაკების ოჯახიდან. მის წინაპრებს შორის ბევრი ცნობილი  ადამანი იყო, რომლებმაც არაერთ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა, ერთ-ერთი ასეთი გახლდათ რუსეთ-თურქეთის ომი. გადმოცემით, დედას დიდი ბაბუის მამა, თავის პოლკთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა თურქი დამპყრობლების მიერ ოკუპირებული ბათუმის  გათავისუფლებაში. დიდ კაზაკ პაპას უპატრონოდ დარჩენილი ჰარამხანიდან სულთნის ყველაზე ლამაზი ცოლი შეურჩევია და წამოუყვანია როსტოვში, სადაც დიდი ქორწილი გადაუხდია. ვინ იყო ეს ქალი, დაწვრილებით არავინ იცის. დედას ეს ისტორია ბებიისგან სმენია.

– პირველად როგორ დაიმკვიდრეთ თავი უცხო ქვეყნის კულტურულ სივრცეში?

– პირველად შვედური აუდიტორიის წინაშე  2009 წელს წარვდექი, გოტებორგის წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ევროპაში ფრანკფურტის ფესტივალის შემდეგ. ეს გახლავთ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ევროპისა და მთელი მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაში. ორიოდე სიტყვას გეტყვით ამ ფესტივალის შესახებ: აქ თავს იყრიან ცნობილი მწერლები მთელი პლანეტიდან. ფესტივალის პავილიონი წარმოადგენს საშუალო ზომის ქალაქს, სადაც ათიათასობით ადამიანი მოძრაობს რუკებით ხელში. აქ რუკის  გარეშე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველდღე იმართება ასობით ხმაურიანი პრეზენტაცია და საკმაოდ იოლია აქ დაკარგვა, ამიტომ, ჩემი პოეზიიდან ყველაზე მძიმე არტილერიის გამოყენება მომიწია და ეფექტმაც არ დააყოვნა – უცებ აღვმოვჩნდი ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორების მჭიდრო ალყაში. მეორე დღეს ყველა ცნობილი გამოცემის პირველი გვერდები დაიკავა საუკეთესო გამოხმაურებებმა ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით; იყო რამდენიმე ვრცელი ინტერვიუც... მას შემდეგ გოტებორგის ფესტივალზე სამჯერ ვიყავი მიწვეული.     

– თქვენი შვილი თქვენს პროფესიას ხომ არ მიჰყვება?

– ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად მგავს და რა თვისებები ერგო მას ჩემგან, მაგრამ, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა: რობი ღრმა ანალიტიკური გონებით გამოირჩევა და ყველა საკითხს შემოქმედებითად უდგება, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და დასაფასებელი თვისებაა. შემიძლია, სიამაყით განვაცხადო, რომ ის არის თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო ახალგაზრდა. ამჟამად იგი წარჩინებით ამთავრებს ბაკალავრიატს უნივერსიტეტში და მისი მომზადების დონით აღფრთოვანებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა ლექციების წაკითხვა შესთავაზეს პირველკურსელი სტუდენტებისთვის. რობი ბევრად დამოუკიდებელი ადამიანია თავისი ასაკისთვის, ვიდრე მე ვიყავი 23 წლის წინ. როდესაც საერთაშორისო გიმნაზიაში სწავლობდა, მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა როკ-ჯგუფი. თვითონ ელექტროგიტარაზე უკრავს. ვფიქრობ, რომ ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ, რაც მთავარია, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველია – მის აზრს ყოველთვის პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. სხვა თუ არაფერი, ის უფრო მეტად არის 21-ე საუკუნის მოქალაქე. 

– ამბობენ, რომ პოეტი სულ შეყვარებულია...  თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს ამ გრძნობას? 

– შეყვარებულობა და სიყვარული, ალბათ, ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად ახასიათებს, ხელოვანისთვის კი ეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი გრძნობაა. ეს ის მადანია, საიდანაც ვიღებ საჭირო მასალას. საინტერესო ადამიანების მიმართ განსაკუთრებული განწყობა ახალი შემოქმედებითი  ამბოხებებისკენ მიბიძგებს. ჩემთვის, ძვირფასი ოჯახისა და, თუნდაც, ძაღლის სიყვარული, შეუფასებელი მასალაა, რომლისგანაც შედგება ჩემი ცხოვრება და შემოქმედება. 

скачать dle 11.3