კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არ დასჭირდა ვნებების მოთოკვა გიორგი სუხიტაშვილს და გაუჭირდა თუ არა მას საწოლზე, რამდენიმე სექსუალურ გოგონასთან ერთად ენრიკე იგლესიასის როლში ყოფნა

პროექტის, „ერთი ერთში“ მესამე სეზონი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან, ბევრი კარგი მომღერალი იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი მათგანი, პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი და ნიჭიერი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილია, რომელმაც მაიკ ბაბლეც და ენრიკე იგლესიასიც, ძალიან კარგად განასახიერა ფიზიკურადაც და მუსიკალურადაც. ამიტომ, ნამდვილად იმსახურებს მაყურებლის მხრიდან ყურადღებასა და დამესიჯებას ნომერზე: 93905.

– რომ გიყურებ, ფაქტობრივად, კარგად მოვლილი გოგოსავით ხარ: თვალებზე შავი ფანქრის ნარჩენი, ხელებზე ერთი ბეწვიც არ გაქვს... რა გიქნეს ამისთანა?

– უბეწვო კატები რომ არიან, ძალიან ცუდი შესახედი, ხელს რომ მოჰკიდებ და სლიკინებს, ასე ვარ. ერთი სული მაქვს, როდის ამოიწვერება. ტანზეც ასე ვარ. შეიძლება, ქართველმა ვაჟკაცებმა რაღაც იფიქრონ, მაგრამ, იმის გამო, რომ ვვარჯიშობ, მიწევს ხოლმე კონკრეტულ ადგილას, მაგალითად, ფეხებზე თმის მოშორება, რადგან, როცა კუნთი გეჭიმება, სპეციალურ ლენტებს გაკრავენ – კუნთის დამჭიმს და, თმა რომ არ აჰყვეს, კრემით ვიყრევინებ იმ ადგილას. მხარზეც მქონია დაჭიმულობა, ფეხზეც – ამას კარგად გამიგებენ სპორტსმენები. ეს დიდად უცხო არ ყოფილა. როცა რაღაც საჭიროა, აუცილებლად უნდა გააკეთო. დამიჯერეთ, მამაკაცობას ბეწვი ვერ წაიღებს, სხვა რაღაცეებს გაუფრთხილდნენ. როდესაც ამ შოუში დავაპირე მონაწილეობა, მაშინვე ვთქვი: რომ დამჭირდეს თავის გადაპარსვა და კბილის ამოღება, ყველაფერზე წავალ-მეთქი. 

– დიდი ხანია, არცერთ სატელევიზიო შოუში ან კონკურსში არ გამოჩენილხარ. ახლა, როცა ამ პროექტში მონაწილეობ, შენი მხრიდან თუ იყო რამე მოთხოვნები? 

– არ მინდოდა პაროდიების კეთება; როგორც შევძლებდი, ისე უნდა გამეთავისებინა ის არტისტი, რომლის განსახიერებაც მომიწევდა. გამომდის თუ არა – ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ანუ, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩემ მიერ განსახიერება არ წასულიყო პაროდიისკენ, სასაცილოსკენ. მაგალითად, ენრიკეს შემთხვევაში, ბოლოსკენ, შეიძლება, კრიზისი დამდგარიყო – სასაცილო ყოფილიყო, ზომიერება რომ არ დაგვეცვა. ასე იქნებოდა მაიკლ ბაბლეს შემთხვევაშიც, რომელიც, შესაძლოა, ელვის პრესლისკენ წასულიყო, რადგან, მისი ფეხის მოძრაობა მიახლოებულია ელვის ფეხის „ჩატეხვასთან”. 

– პირადად მე, შენი ორივე გამოსვლა მომეწონა – საკმაოდ ჰგავდი, როგორც მიხრა-მოხრით, ისე ხმის ტემბრითაც.

– არც მე ვარ უკმაყოფილო, მაიკლ ბაბლეც კარგი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ გრიმიორებზე აუგს ვერ ვიტყვი, რადგან, ყველაფერს აკეთებენ, უბრალოდ, ჩემი სახის მოყვანილობიდან გამომდინარე, რაღაც გამოდის და რაღაც – არა. მაიკ ბაბლეს შემთხვევაში ვერ მივიღე მაღალი შეფასებები, მაგრამ, მაყურებელმა დამიჭირა მხარი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, ამ შემთხვევაში ვეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა. როცა საკუთარი თავის უკმაყოფილი ვიქნები, ამასაც ვიტყვი, ჯერჯერობით კი კმაყოფილი ვარ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ შოუს სპეციფიკა საკმაოდ რთულია. მეორე ტურში უკვე გაგვიჭირდა რაღაცეების გაკეთება: უნდა გაითავისო მანერა, რას უშვები ხელს, ფეხს; ფიქრობ სიტყვებზე, ხმის ტემბრზე, თუ ცეკვაა – შოუზე. მე რომ ჩემი ტემბრით ვმღეროდე, ასმაგად ხალასი ვიქნებოდი, ახლა კი ყველა ნოტზე ვფიქრობ – სუხიტას ხმას არ უნდა ჰგავდეს. 

– თან, ამ ყველაფერს ემატება გრიმი, ხელოვნური კბილები...

– კბილები დღეს მე მოვიძრე, „ჯიდიესის“ „შუადღეში” უნდა ვყოფილიყავი და კბილებით ვერ შევიდოდი, რადგან, ცოტათი ვჩლიფინებდი. ყველაზე მთავარი ის არის, ლაივი რომ დამთავრდა ვაწვალე, ერთი კბილი მომძვრა და ასე ხომ ვერ დავჯდებოდი ეთერში. 

– „ჯეოსტარში“ჟიურის მხრიდან  თითქმის ყოველთვის მაღალ შეფასებებს იღებდი; ზოგადად, შენი საქმის პროფესიონალი ხარ, კარგ შეფასებებს ხარ მიჩვეული და, ახლა, როცა რაღაც შენიშვნას გაძლევენ ან სხვას გადარებენ, არცთუ მაღალი შეფასებებებია – ეს ხომ არ გიქმნის დისკომფორტს? 

– „ჯეოსტარზე“ ექვსჯერ თუ შვიდჯერ ვიყავი აუტსაიდერებში, თუმცა ჟიურის მხრიდან კარგი შეფასებები იყო და, მერე ამიტომაც ლაპარაკობდნენ: პრეზიდენტია ამ საქმეში ჩართული, კარალეთი, ომი და ასე შემდეგ. იმის მერე შვიდი წელი გავიდა; შესაბამისად, მეც შევიცვალე  და  საზოგადოებაც, რომელმაც უამრავი რამ ნახა, მათ შორის კონკურსები. რაც შეეხება დისკომფორტს, აქ ორი მხარეა: პირველი – ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი გამეცადინებს და შემდეგ ჟიურიში ზის, რადგან, მან იცის შენი ყველა პლუსი და მინუსი. სისი ძალიან მაგარი პედაგოგია, მაღალი დონის პროფესიონალი. ის ინდივიდუალურად მუშაობს ყველასთან. ჯერ თითოეულ ფრაზას ვაკეთებთ, მერე ვაკოწიწებთ, შემდეგ ამას მოძრაობებიც ემატება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება, კონცერტზე ცუდად კი არ გააკეთო, უბრალოდ, რაღაც შეცვალო და ამ ცვლილებამ, შეიძლება, სისიში გამოიწვიოს ის, რომ მისი დავალება სრულად არ შეასრულე და ამის გამო ქულები ჩამოგიწიოს. ეს, რა თქმა უნდა, მესმის და, მირჩევნია, სისი და ზაკი ისხდნენ ჟიურიში, ვიდრე ქართველი ხელოვანები. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჟიურიში ყოფნა მხოლოდ იმ სკამზე ჯდომა არ არის. მათ აუცილებლად უნდა ნახონ ის არტისტები, რომლებიც შემდეგ უნდა შეაფასონ, მაგალითად, ლორდზე, რომელიც ნინის შეხვდა, კიდევ სხვებზე იკითხეს, ეს ვინ არისო. შეიძლება, ვიზუალურად ყველა არ იცოდე, მაგრამ, როდესაც მთელი კვირაა შესაფასებლად, უკეთესი იქნება, ის არტისტი ნახონ და, შეისწავლონ, რომელიც შემდეგ უნდა შეაფასონ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილი და თხოვნა იქნება, რომ უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციონ, რადგან, ჩვენ მათთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მხოლოდ სისისთვის და ზაკისთვის კი არა, დანარჩენი ორი წევრისთვისაც.

– ძალიან მაინტერესებს როდის გარდაისახები რომელიმე ქალ მომღერლად?

– ყველა მეკითხება, როდის ჩაიცვამ მოკლე კაბასო. ყველაფერი ლოტოტრონზეა დამოკიდებული. მე, რა თქმა უნდა, თვითონაც მაინტერესებს, როგორ გავაკეთებ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ, ჩემი ფეხების იმედი მაქვს. ვარჯიშები სპეციალურად შევწყვიტე – ქალი რომ ამომივიდეს, არ მინდა, გაბერილი კუნთები მქონდეს და, ამიტომ, ფეხებზე დიდ დატვირთვას აღარ ვაკეთებ. 

– ენრიკე იგლესიასის ნომერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: ისეთი ამბები ხდებოდა სცენაზე... 

– სპექტაკლებში მქონდა ასეთი სცენები, სექსის სცენებიც მქონია. ეს, უბრალოდ, იმით განსხვავდება, რომ თან მღერი. რა თქმა უნდა, რთულია, რადგან, იქ ბევრი რამ იქცევს შენს ყურადღებას; თან, ძალიან ლამაზი გოგონები არიან, კარგად მოძრაობენ, ცეკვავენ; თან – მაყურებელი გიყურებს და, თან – ენრიკე უნდა იყო და არა გიორგი. ვნებების მოთოკვა არ დამჭირვებია. ახლა, თუ „აზაბოჩენი“ რაღაცეები გჭირს და ვერ ხვდები, რა დროს რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება, ჯობია, ასეთ პროექტში არ შეხვიდე. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამოთიშული არ უნდა იყო სიტუაციისგან, მაგალითად, როცა საწოლის სცენა გაქვს, შენ  და გარშემო ლამაზი გოგონები რაღაცეებს აკეთებენ, შენ კი ფიქრობ – მე ეს არ მაინტერესებსო. სხვათა შორის, ბევრმა გოგომ მომწერა – ხალს ხომ იკეთებო, ჰოდა, გავიკეთე.

– რას გწერენ ხოლმე გოგონები? 

– ისეთი არაფერი, წარმატების სურვილებია, თუმცა, დაბლოკილების სიაც ბევრი მაქვს – უცნაურ და ზედმეტ რაღაცეებს რომ გამოხატავენ, თან – ცუდად. უცნაური ურთიერთობისთვის რომ გწერენ, პირდაპირ რომ იწყებენ:  „უცნაურია ურთიერთობა”... – რომელიც მე არ მაინტერესებს და იქვე ვბლოკავ. 

– აჩიკო გულედანი უნდა განასახიერო. ვფიქრობ, არ იქნება ადვილი.

– ძალიან რთული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ, იმ სიმღერაში, რომელსაც გავაკეთებ, ძალიან ცოტა დამახასიათებელი შტრიხი ჩანს. ალბათ, ჩაცმულობა, დგომის მანერა იქნება იდენტური. ვეცდები, ვოკალურად გავაკეთო ზუსტად. აჩიკოს სიმღერის ტექსტი არ ვიცი, უნდა შევისწავლო. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ეს მანერა: მუსიკის კონკრეტული ჟანრი ვერ იტანს, როდესაც ასოთა შეთანხმება ძალიან ბევრია. აჩიკოსთან ყველაფერი მელოდიაშია გადატანილი და ძალიან მომწონს.

скачать dle 11.3