კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კუთხით ირღვევა საქართველოში მართლმადიდებლების უფლებები და რატომ ითვლებიან კონფლიქტურ სიტუაციაში რელიგიური უმცირესობები იმთავითვე მართლებად

თეოლოგი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ცაიშვილი წლებია, რაც მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს აღნუსხავს და შეისწავლის, თუმცა მის მიერ მოპოვებული მასალები არასდროს გაუხდიათ თავიანთი ყურადღების ღირსი მრავალრიცხოვან უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და თვით სახალხო დამცველსაც კი (თითქმის ყველა მთავრობის). რატომ არ აღიქმება მართლმადიდებლების უფლებათა დარღვევა უფლებადარღვევად? – ამ თემაზე ლაშა ცაიშვილი გვესაუბრება.

– რატომ დაინტერესდით მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებით?

– ამ თემით ჩემი დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ დამეუფლა უსამართლობის გრძნობა, უფლებადამცველთა მოქმედებებიდან გამომდინარე. ისინი მუდმივად საუბრობდნენ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევაზე, რაც ცუდი არ არის, პირიქით, მისასალმებელი და მხარდასაჭერია, თუმცა გულსატკენი იყო ის, რომ არავინ ლაპარაკობდა მართლმადიდებლების უფლებადარღვევის ფაქტებზე. საქართველო მცირე ქვეყანაა და ძალიან ადვილად ვრცელდება ნებისმიერი ინფორმაცია, ამიტომ ყველა ვხედავდით, რომ მხოლოდ ერთ მხარეს არ ირღვეოდა უფლებები, უმრავლესობის უფლებადარღვევის ფაქტები არც რაოდენობით და არც სიმწვავით არ ჩამოუვარდებოდა იმ დარღვევებს, რაც რელიგიური უმცირესობების მიმართ ხდებოდა. მაგრამ, რატომღაც, უმრავლესობის უფლებები იგნორირებული იყო. თავიდან მეგონა, რომ ეს ზედმეტად მგრძნობიარე დამოკიდებულება განპირობებული იყო იმით, რომ უმცირესობები გადამეტებულ სიბრალულსა და მხარდაჭერას იწვევდა.

– რადგან უმრავლესობაა მისი უფლებები იმდენად აქტუალური არ არის, სწორედ უმრავლესობის ფაქტორიდან გამომდინარე?

– დიახ, მაგრამ, როდესაც პირადად დავიწყე ამ ფაქტების შესწავლა და მომიწია უშუალო შეხება უფლებადამცველებთან, ასი პროცენტით დავრწმუნდი, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და მათი მიზანია, ყველანაირად გაუტეხონ სახელი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, განსაკუთრებით, მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციების წინაშე. შეიძრა ქვეყანა იმის გამო, რომ ირღვევა რელიგიური უმცირესობების უფლებები და ისიც ფაქტია, რომ ასეთი პანიკური სურათის შექმნის შემდეგ დიდი გრანტები მოდის და ბევრი რელიგიური დაპირისპირება, რაც ამ ბოლო პერიოდში მომხდარა მართლმადიდებლებსა და არამართმადიდებლებს შორის, ხშირად ხელოვნურად ყოფილა გამოწვეული. შეიძლება, ვიღაცას, მართლაც, სძულს მართლმადიდებლობა, მაგრამ ვერსად წაუვალთ იმ ფაქტს, რომ დიდი გრანტები მოდის ასეთი ვითარების შემდეგ. ეს ფსევდო-ლიბერალური აზროვნება მოიცავს ერთგვარ ფანატიკურ და რადიკალურ დამოკიდებულებას. ამგვარად მოაზროვნე ადამიანები მართმადიდებლებს სდებდნენ ხოლმე ბრალს ფანატიზმში, რეალურად კი ისინი უფრო  რადიკალურები, ფანატიკურები და ტენდენციურები არიან იმ საქმეში, რასაც უფლებადამცველობა ჰქვია.

– ფაქტია, რომ მართლმადიდებლებს შორისაც არის რადიკალურად განწყობილი მცირე ჯგუფი, მაგრამ საოცარი ისაა, რომ უკლებლივ თითქმის ყველა ჩვენებური ლიბერალი სწორედ რადიკალიზმით ხასიათდება. ჩვენთან ძალიან უცნაური, რადიკალიზმზე დამყნობილი ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა.

– ამიტომ ვუწოდებ მათ ფსევდო-ლიბერალებს, ნამდვილ ლიბერალიზმს სწორედ ქრისტიანობა ქადაგებს. ვერ გეტყვით, რატომ არიან ყველანი ასეთი რადიკალურები და ტენდენციურები, მაგრამ ამ ძალებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ მონოპოლია, განსაზღვრონ საქართველოში, რა არის დემოკრატიული ნორმები, რა არის და არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. საბოლოოდ, მათ შეძლეს ისეთი გარემოს შექმნა, რომ თუ მართლმადიდებელი ლანძღავს ან ცუდად ექცევა სხვა რელიგიის წარმომადგენელს, ეს არის ქსენოფობია და დანაშაული, ხოლო, თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი ერჩის მართლმადიდებელს სიტყვიერად თუ საქმით, ეს გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიულობის ნიშანია. ჩემი აზრით, ასეთი პოლიტიკა უკვე ქმნის რელიგიური დაპირისპირების ფონს, რაც ყველა ქვეყანასა და ეპოქაში უდიდესი სიმწვავით გამოირჩევა და რასაც ყველა უნდა უფრთხოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, გრანტები სწორედ ასეთ თემებზე მოდის.

– გრანტის მიღების იმედით, როგორც პირადი საუბრებიდან გავიგე, ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აპირებს, უჩივლოს საპატრიარქოს, რომ სასულიერო აკადემიის მაგისტრატურაში არ იღებენ გოგონებს. 

– მე ისიც გავიგე, რომ ერთ-ერთი სექტა, რომლის სახელიც ახლა არ მახსენდება, აპირებს, უჩივლოს საპატრიარქოს იმის გამო, რომ არ გაუუქმონ საგადასახადო შეღავათი.

– როგორც ვიცი, ამისთვის ხელმოწერებს აგროვებენ კვაკერები. 

–  სახალხო დამცველის აპარატმა, განსაკუთრებით, წინა ომბუდსმენის დროს, ბევრი იბრძოლა, რომ ეკლესიას ეს უფლება ჩამორთმეოდა. ასევე, ის უფლება, როდესაც საპატრიარქოს ჰქონდა განსაკუთრებული როლი და საპყრობილეში მხოლოდ მასთან შეთანხმებით უშვებდნენ სხვა რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს, რაც ყველა იმ ქვეყანაშია, სადაც არის დომინანტი ეკლესია.

– ევროპაში საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია დომინანტი ეკლესიის ცნება.

– დიახ, მაგრამ საქართველოში უნდათ, რომ ყველაფერი გაათანაბრონ და ისტორიული სამართლიანობაც დაიკარგოს და გაუთანაბრონ გუშინ გამოჩეკილ სექტას ის ღვაწლი, რაც საუკუნეების განმავლობაში მიუძღვის საქართველოს ეკლესიას.

– რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მათი უფლებები უნდა შევლახოთ.

– უბრალოდ ასეთი დამოკიდებულება არის პროვინციალიზმი.

– რა ტენდენციაა მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით?

– განსაკუთრებით 2003 წლიდან, რაც „ნაციონალური ხელისუფლება“ მოვიდა და გაძლიერდნენ ფსევდო-ლიბერალური მსოფლმხედველობის ადამიანები, მას შემდეგ დაიწყო ის, რაზეც ვისაუბრეთ: არაობიექტური დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი, ტენდენციურობა მართლმადიდებელთა უფლებებისადმი, ასეთი ფაქტების მიჩქმალვა და მხოლოდ რელიგიური უმცირესობების უფლებების წინ წამოწევა. ამ პერიოდიდან დაიწყო და აღზევებულია დღემდე. მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ რომელიმე უფლებადამცველი ინსტიტუტიდან, გნებავთ, ამ პერიოდში რომელიმე სახალხო დამცველს, სამწუხაროდ, დღევანდელის ჩათვლით, ერთხელ მაინც აემაღლებინოთ ხმა მართლმადიდებელთა უფლებებზე. მე შევხვედრილვარ წინა სახალხო დამცვლს, ბატონ ტუღუშს, გადავეცით მას ყველა ფაქტი, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მართლმადიდებელთა უფლებადარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულიყო მის მოხსენებაში. უფრო მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც მართლმადიდებლები მართლები იყვნენ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ მას მაინც დამნაშავეებად გამოჰყავდა.

მაგალითად, 2010 წლის მოხსნებაში ტუღუშს ეწერა იეღოველთა უფლებების დარღვევის 7 ფაქტი. ამ შვიდი ფაქტიდან ერთ-ერთი ის იყო, რომ იეღოვას მოწმემ მართლმადიდებელს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დააბრალა, შემდეგ გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო, მაგრამ ტუღუშმა თავის მოხსენებაში ეს მაინც ჩაწერა, როგორც იეღოველთა უფლებების დარღვევის ფაქტი და ამით რაოდენობა გაამრავლა: ექვსის ნაცვლად შვიდი ფაქტი გამოვიდა. ასეთ დონეზე დაწვრილმანდა. იყო შემთხვევა, როდესაც ახალციხის ერთ-ერთ რაიონში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ანტიკათოლიკური ბროშურები გაავრცელა და ესეც დაფიქსირდა, როგორც რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. როდესაც ამ ფაქტით დავინტერესდი, აღმოჩნდა, რომ იმ სოფელში მართლაც ყოფილა კათოლიკე მღვდელი, რომელმაც მოზარდები დასასვენებლად წაიყვანა. აუზში ერთად ბანაობისას, მღვდელს საცვალი დაუკარგავს და ლოცვა-კურთხევა მიუცია ბავშებისთვის, საცვალი მომიძებნეთო. შემდეგ ამ ბავშვებთან ჩაატარა კონკურსი, თუ ვინ აკოცებდა მას უფრო მაგრად. შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ატეხა დიდი ამბავი და ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ის სასულიერო პირი გამოიხმო. ეს ფაქტი არსად დაფიქსირებულა, მაგრამ სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში დააფიქსირა მართლმადიდებლების მიერ რელიგიურ უმცირესობათა დევნა, იმიტომ რომ მათ ანტიკათოლიკური ბროშურები გაავრცელეს.

– მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ გავრცელებული ბროშურები იმ ფაქტს შეეხებოდა, რაც მიამბეთ?

– ეხებოდა კათოლიკეებში პედოფილობას, რასაც მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები გადაცემებს უთმობენ და რა გახდა ერთი ბროშურის დარიგება?! თან, ეს ბროშურა გაავრცელეს იმ ფაქტების შემდეგ, რაც გიამბეთ. როგორც გითხარით, არც ერთ სახალხო დამცველს არ დაუფიქსირებია მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევა. მაგალითად, ახლახან ნიგვზიანსა და წინწყაროში მომხდარი მოვლენების დროს ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ ეს იყო საბოტაჟი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. ადამიანები პერიოდულად მიდიოდნენ ხან ერთ, ხან მეორე ჯგუფთან და განხეთქილებას ხელოვნურად აღვივებდნენ. თავდაპირველად, მართლმადიდებელთა საფლავებზე ვიღაცამ ჯვრები დაამსხვრია, რაზეც მართლმადიდებლები გაბრაზდნენ და მუსლიმანებს აუკრძალეს ლოცვა. ამ ყველაფრის უკან ძალიან ბევრი რამ იდგა და ამ საბოტაჟის შესახებ არაფერი თქვა ახლანდელმა სახალხო დამცველმა. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ამ ხელისუფლების მიერაა ეს ადამიანი დანიშნული ომბუდსმენად და თავის მოხსენებაში ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, არჩევნების დროს სასულიერო პირებს იარაღს რომ ადებდნენ „ნაციონალური“ ხელისუფლების წევრები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.

ამის შემდეგ აზიზიეს მეჩეთის აშენების გამო წინააღმდეგობა სახალხო დამცველმა შეაფასა, როგორც თურქო და ისლამოფობია. მაშინ, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ ბათუმი არის მათი და, როგორც ევროპა გაერთიანდა უსისხლოდ, ასევე, უნდა აღადგინონ ოსმალეთის იმპერიაც.

– დავით ოღლუ ახლა უკვე თურქეთის პრემიერ-მინისტრია.

– თვითონ ადგილობრივი მუსლიმანებიც კი აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგები არიან, რადგან ეროვნული ღირსება ელახებათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო ოსმალეთის სისხლიანი იმპერიის სიმბოლო. თურქი პოლიტიკოსების ასეთი განცხადებების ფონზე, იმის ფონზეც, რომ ადგილობრივი მუსლიმებიც წინააღმდეგები არიან აზიზიეს მეჩეთის აშენების, ამას სახალხო დამცველი მაინც თურქოფობიასა და ისლამოფობიას უწოდებს. მის მოხსენებებში არასდროს მინახავს მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რომლებიც უამრავი მოხდა მისი სახალხო დამცველობისას.

მე და ნიკოლოზ მჟავანაძემ, უფლებადამცველმა, ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 2013 წლის 13 აპრილს მოვაწყვეთ ბრიფინგი მართლმადიდებელთა უფლებების თემაზე, ასევე, 2014 წლის 28 ოქტომბერსაც „როიტერის“ სტუდიაში. პირველ შეხვედრაზე მხოლოდ „კავკასია“ და „იმედი“ მოვიდნენ, მეორეზე –  მხოლოდ „იმედი“, მაგრამ არც ერთს არ გაუშუქებია ეს ფაქტი. არადა, საკმარისია, მცირედად დაირღვეს რომელიმე რელიგიური უმცირესობის უფლება, რომ ტელევიზიები რამდენიმე კვირას უთმობენ ამ თემაზე გაკეთებულ რეპორტაჟებს, მაგრამ, როდესაც მართლმადიდებელთა უფლებადარღვევებზეა საუბარი, არც კი მოდიან. ახლახან დაარბიეს წმინდა ბარბარეს ეკლესია, იქ მხოლოდ ქურდობა არ მომხდარა, სიწმიდეები შეურაცხყვეს, ხატები დაამსხვრიეს, შებილწეს საკურთხეველი, სასულიერო პირთა სამოსელი, მაგრამ თქვენ გაგიგიათ, რომელიმე უფლებადამცველს ან სახალხო დამცველს ამ ფაქტის გამო ხმა ამოეღოს?!

– არა.

– აგრეთვე, ამას წინათ მოხდა ის, რომ მართლმადიდებლები ითხოვდნენ მუზეუმის გახსნას, მუსლიმანი მოსახლეობა კი მეჩეთის აშენებას. არადა, ეს შენობა იდგა მართლმადიდებელი ტაძრის ნანგრევებზე. როდესაც ამ კონფლიქტის შესახებ გახდა ცნობილი, სასწრაფოდ გამოცვივდნენ უფლებადამცველები და განაცხადეს, რომ ირღვევა მუსლიმანთა უფლებები ისე, რომ არ ჰქონდათ გარკვეული, სინამდვილეში რა ხდებოდა იმ სოფელში. ხოლო, როდესაც გაირკვა, რომ ეს სინამდვილეში ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებზე აგებული შენობა იყო, ხმა აღარ ამოუღიათ. არადა, იმიტომ, რომ სისხლი არ დაღვრილიყო და კონფლიქტი არ დაწყებულიყო, ქრისტიანები თანხმდებოდნენ ბიბლიოთეკის განთავსებაზე, მაგრამ ქრისტიანთა უფლებების დაცვაზე არავის ამოუღია ხმა. მეტიც, მე გამაოცა მუსლიმანთა წარმომადგენლების განცხადებებმა, რომლებმაც კონფლიქტის გაღვივებაში მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და იერარქებს დასდეს ბრალი. მაშინ, როდესაც სწორედ მათი პოზიტიური ქმედებების გამო შეჩერდა მართლმადიდებელი მრევლი და დათანხმდა ბიბლიოთეკის გახსნას.

скачать dle 11.3