კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახელმწიფობანა

უნივერსალური დამაკმაყოფილებელი

თუკი ჩვენებურმა ოსმა სეპარატისტებმა დონეცკისა და ლუგანკსის სეპარატისტული წარმონაქმები სახელწოდებით – „სახალხო რესპუბლიკა“, ჯერ კიდევ ზაფხულში აღიარეს (თუმცა ამაო აღმოჩნდა მათი წინმსწრებობა, ვინაიდან, რფ-მ ინტეგრაციის შეთანხმება შორიდანაც კი არ დაანახვა), ჩვენებურ აფხაზ არანაკლებ სეპარატისტებს ეს იდეა სულ ახლახან დაებადათ.

„პრემიერ-მინისტრი“ ბესლან ბუთბა „სობსტვენნოი პერსონოი“ დაჰპირდა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერ ალექსანდრ ზახარჩენკოს, რომ დე-ფაქტო აფხაზეთი დე-ფაქტოვე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებას არ დაუჭერს და ამ საკითხს ორ კვირაში მოაგვარებს.

უფრო მეტიც, ბუთბა სეპარატისტ კოლეგას ჰუმანიტარულ დახმარებასაც კი შეჰპირდა (და მერე რა, რომ, ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა?!). მეორე მხრივ, აფხაზური მედია ირწმუნება, რომ აფხაზეთი შეძლებს, დაფაროს რფ-ის ბაზარზე შექმნილი ხილის დეფიციტი. – 

სახელდობრ, გვამცნობენ, რომ ამჟამად ფსოუზე ყოველდღიურად 200 ტონა ხილი ფორმდება, დეკემბერში კი, რაკი მანდარინებიც დაემატება, დღე-ღამეში 700 ტონის გატანას გეგმავენ.

ხოლო, თუ რფ-მ ასეთი ტემპით გააგრძელა „სახელმწფიოების“ შექმნა, საკითხავი მხოლოდ ისაა, შეძლებს კი აფხაზეთი ყველას დაკმაყოფილებას?! 

скачать dle 11.3