კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეტროული ვნება

ანუ „კუს თუ გეკუსების“?!

რაკი ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა აქტუალური გახდა (ან კი როგორ არ გახდებოდა, როდესაც მხოლოდ ამ წელს ქალთა მკვლელობამ ორ ათეულს გადააჭარბა და, როგორც გაირკვა, არც წინა წლებში ვუჩიოდით ამ ტიპის მკვლელობათა ნაკლებობას), 2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის მეტროსადგურში სექსუალური შევიწროების სწრაფი შეფასება ჩაატარა.

ჩვენ არ ვიცით, რა პრინციპით შეარჩიეს, თუმცა, 200 ქალი გამოუკითხავთ და დაუდგენიათ, რომ ამ ორასთაგან 90-ს მეტროთი მგზავრობისას სხვადასხვა ტიპის სექსუალური შევიწროება განუცდია.

უშუალოდ მეტროს მატარებელში ეს ამბავი 78 პროცენტს დამართნია, ბაქანზე – 14 პროცენტს, შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმდენივეს, ხოლო 6 პროცენტს – მეტროპოლიტენის სხვა ადგილებში. 

ყველაზე საინტერესო მაინც სექსუალურ შევიწროებათა სახეობებია: ყველაზე ხშირი ყოფილა დაჟინებული მზერა (ასეთი ტიპის შევიწროება გამოკითხულთა 73 პროცენტს განუცდია); სექსუალური კომენტარისა და ხმის (კომენტარი გასაგებია, მაგრამ, აი, ხმის სექსუალობა ნეტავ რა პრინციპით დადგინდა?!) მსხვერპლი 31 პროცენტი გამხდარა; შეხება-მიწოლა-მიხახუნებას 52 პროცენტი შეუწუხებია, მაგრამ, სექსუალურ შევიწროებაზე რეაქცია გამოკითხულთა თითქმის 80 პროცენტს არ ჰქონია (თუმცა უგრძვნია – ).

თუ გავითვალისწინებთ, რომ, კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად სექსუალურ შევიწროებას ქალბატონები, თურმე, საღამოს საათებში განიცდიდნენ, სავარაუდოა, რომ ჩვენს მეტროპოლიტენში სექსუალური მუხტი საღამოს საათებში იკრებს ძალას (ანუ, ერიდეთ მამაკაცებს, განსაკუთრებით, მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე, თანაც, შებინდებისას).

ხოლო, რაკი კვლევით დადგინდა, რომ არათუ სექსუალური ხმით, თვით მიწოლა-მიხახუნებით შევიწროებულებსაც კი, პოლიციისთვის არასდროს მიუმართავთ, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მთავრობისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა და ურჩია, რომ, ერთი მხრივ, ასამაღლებელია საზოგადოების ცნობიერება, ხოლო, მეორე მხრივ, სექსუალური შევიწროება კანონდარღევად უნდა განისაზღვროს (ჩვენც რომ მივაწვეთ?!).

ზემოთქმულს, ჩემდა თავად, დავამატებ: თუ სექსუალურ ხმას ხშირი და ღრმა სუნთქვაც ახლავს, ეს დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს! – 

скачать dle 11.3