კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოფილების ფასი

გარანტირებულად დასაქმებულები

მართალია, ისე ინტენსიურადაც არა, მაგრამ, ჩვენი მონატრების გაქარვებას ჩვენი მშობლიური „რუსთავი 2“ მაინც ახერხებს და, თუ მთლად ძველი ინტენსივობით ვერა (თუ – არა), პრეზიდენტყოფილისთვის თვალს მაინც მოგვაკვრევინებს ხოლმე (რათა უნახაობის კაეშანმა ბოლო არ მოგვიღოს).

ასე და ამგვარად, გასულ კვირასაც მოგვაკვრევინა, პრეზიდენტყოფილმა კი მოგვახსენა, რომ ჩვენი პრემიერყოფილის ბ-ნი გილაურის უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნას საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ შეუშალა ხელი, თან, რკინისებური არგუმენტიც მოიშველია – „ეს იყო ევრობანკის პროექტი“! ჯობს, სრულ ციტატას მოგიტანთ: „თუმცა საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ნოტა და უთხრა, რომ, თუ გილაურს დანიშნავთ უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან!“

თუმცა ბ-ნმა გილაურმა ეს ამბავი სოციალური ქსელით განმარტა და საზოგადოებას აუწყა, რომ ხმები მისი დანიშვნის შესახებ გადაჭარბებული იყო. კერძოდ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნაზე უარის თქმა  იმის გამო მომიწია, რომ ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან.“

ჩვენ არ ვიცით, რატომ მოქმედებს ბ-ნი სააკაშვილი ძველებური სტილით, როდესაც მის უკითხავად მედია სიზმარს ვერ ნახულობდა, მაგრამ, ვიცით, რომ ჩვენი შსს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ქ-ნ ზღულაძეს ეპატიჟებიან უკრაინაში ძალოვან სტრუქტურებში რეფორმის ჩასატარებლად, რაც, ლოგიკურად, ნიშნავს, რომ გათავისუფლების შემდეგ ბ-ნ ახალაიასა და არანაკლებ ბ-ნ მერაბიშვილს სამუშაო ადგილები გარანტირებული აქვთ, რაც, მეორე მხრივ, ბადებს რიტორიკულ კითხვას: უსასყიდლოდ რატომ უნდა დავუთმოთ?! – 

скачать dle 11.3