კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არც – ძალა, არც – ჭკუა?

შენ რომ ჩემთვის არ მოგისმენიაო?!

ეგრეთ წოდებული მოსმენების შესახებ კანონმა, ანუ – ბოლოს და ბოლოს, ვის უნდა ჰქონდეს გასაღები – ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ლამისაა დემოკრატია თავზე დაგვემხოს. განსაკუთრებით გააფთრებულად ყოფილი ხელისუფლება იბრძვის, პათოსით – შსს-ისთვის გასაღების დატოვება კაცობრიობის იდეალების ღალატიაო.

თუმცა, რასაკვირველია, მათი ეს პათოსი არ ეხება იმ პერიოდს, როდესაც თავად უსმენ-უთვალთვალებდნენ, რადგან, „ნაციონალური“ თვალ-ყურები წმიდათაწმიდაა! – .

ჰოდა, რაკი დაპირისპირება სამკვდრო-სასიცოცხლოა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თითქმის ხელჩართული ჩხუბი „აიწია“. ყოველივე იმით დაიწყო, რომ უმრავლესოელმა დეპუტატმა, ბ-ნმა კაჭახიძემ, უმცირესოელ დეპუტატ ქ-ნ თაქთაქიშვილს ავადმყოფი უწოდა. თანაგუნდელს ბ-ნები მინაშვილი და წიკლაური შემოეშველნენ და კოლეგა კაჭახიძეზე გაიწიეს. მთლად ცხრა უღელი ხარ-კამეჩის გამოძახება საჭირო არ გამხდარა, ვინაიდან ვითარების განმუხტვა მანდატურებმაც მოახერხეს.

ჩხუბია დეპუტატები დერეფანში გაიყვანეს, სადაც ალიაქოთს სხვა უმცირესოელებიც (გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი თევდორაძე და დავით საყვარელიძე) შეუერთდნენ. საბოლოოდ, ინციდენტი ამოიწურა (შეიძლება, იმიტომაც, რომ ბრძოლაში წინა მოწვევიდან უმცირესოელთა მთავარი ფალავანი – აკაკი ბობოხიძე არ ჩართულა).

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოკუპანტური შეგონება: „ñèëჭ åñòü, óìჭ íå íჭჰî, შემდეგნაირად ითარგმნება: – არც ერთი, არც მეორე. – 

скачать dle 11.3