კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაჩნია ნათია ხვედელიძეს მშენებლობა ქალის საქმედ და რა არის მისთვის ბიზნესში მთავარი კრიტერიუმი

ნათია ხვედელიძე – 31 წლის, მშვენიერი და ამავდროულად, გონიერი და წარმატებული მენეჯერი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრია.  მისი შრომითი ბიოგრაფია იურისპრუდენციიდან იწყება, მაგრამ მოგვიანებით, ახალგაზრდა წარმატებული ქალბატონი სამშენებლო ბიზნესში ცდის ბედს და არცთუ უშედეგოდ. 

 2010 წელს ნათია ხვედელიძემ ჩამოაყალიბა სამშენებლო კომპანია „დიკა“, რომელიც სახელმწიფო ტენდერებზე მუშაობდა. „დიკამ“  გაიმარჯვა სკოლების რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში. „დიკას“  საშუალებით სრული რეაბილიტაცია  ჩაუტარდა  ქალაქ გორის თეატრს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ასევე, მათ ააშენეს თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი. როგორც ნათია ხვედელიძე ამბობს, ეს ერთგვარი გამოცდილება იყო სამშენებლო ბიზნესში და ამის შემდეგ გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად დაეფუძნებინა დეველოპელური კომპანია – „ნიუ დეველოპმენტ გრუპი,“   რომელიც  მაღალსართულიან კორპუსებს ააშენებდა.

ნათია ხვედელიძე: რამ მიბიძგა ძალები მომესინჯა სამშენებლო დარგის ბიზნესში? – ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე სამშენებლო კომპანიაში მომიწია მუშაობა როგორც იურისტს. დავინტერესდი ამ საქმით. გარდა ამისა, მე მიყვარს შენება, მიყვარს, როცა რაღაცას ვიწყებ და წარმატებით ვასრულებ. ესთეტი ვარ და მიყვარს, როდესაც ჩემი აშენებული, ლამაზად გამოიყურება. ჩვენი კომპანიის მიერ ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის პლატოს შემაერთებელ გზაზე. არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც შევარჩიეთ ეს ადგილი. უპირველესად, ეს არის უნიკალური და თბილისში თითქმის განუმეორებელი ხედი ყველა რაკურსით, საიდანაც დედაქალაქი ხელისგულზე ჩანს. პლუს ამას, აქ გზა ახალი გაყვანილია და ეკოლოგიური ფაქტორებიც უფრო მაღალია, ტერიტორიის ურბანულად ნაკლები დატვირთვის გამო. ქალაქის დაგეგმარებაც ამ ადგილების განაშენიანებისკენაა მიმართული. ამასთანავე, გადავწყვიტეთ, მომხარებლისთვის შეგვეთავაზებინა  კარდინალურად დაბალი ფასი საბურთალოსგან განსხვავებით. როდესაც მიწის ნაკვეთი შევიძინეთ, ის  ადგილი, ფაქტობრივად, ტყით იყო დაფარული. ახლა სხვა სურათია, ირგვლივ მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა. ჩვენმა გაყიდვებმა კი, ფაქტობრივად, მოლოდინს გადააჭარბა. ბინების 80 პროცენტი უკვე  გაყიდულია.  ვფიქრობ,  ეს იქნება თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული კორპუსი და მიხარია, რომ მეც მექნება ამაში წვლილი შეტანილი. ეს არის თავისი  ხედებით უნიკალური ადგილი თბილისში.   ეს იქნება 10-სართულიანი, ლამაზი საცხოვრებელი კორპუსი, პარკინგითა და დიდი ეზოთი. კომპანია მუშაობს  ,,ჰაიდელბერგის“ ბეტონით, რაც კორპუსის მაღალი ხარისხით მშენებლობას განაპირობებს. თუმცა, კომპანიის აქტივობა ამით არ შემოიფარგლება, ჩვენ ამ ტერიტორიის მიმდებარედ, ვაპირებთ კიდევ  ახალი კორპუსების აშენებას და ასევე, ახალი პროექტების განხორციელებას რეგიონებში – კერძოდ, ბათუმსა და ბაკურიანში ახალი ინვესტიციების განხორციელებას სამშენებლო  მიმართულებით.

– ნათია,  მშენებლობა ცოტა არ იყოს  „არაქალურ“ საქმიანობად მიიჩნევა საქართველოში... როგორ ართმევთ თავს?

– გამოგიტყდებით, თავდაპირველად, ცოტა გამიჭირდა კიდეც, როდესაც ძალიან ბევრ, მანამდე ჩემთვის უცხო საკითხში მომიწია გარკვევა. თუმცა, მალევე ავუღე ალღო და ახლა ჩემი პარტნიორები ხუმრობენ, ნახაზებს უფრო კარგად კითხულობ, ვიდრე –კანონებსო. ხუმრობა იქეთ იყოს და ნამდვილად რთული საქმეა ყოველდღიურად სამშენებლო მასალებზე, არმატურასა და ბეტონზე ფიქრი, ზრუნვა. მაგრამ, იმდენად დიდია უკვე აშენებულის, მიღწეული შედეგის ხიბლი, რომ ეს ყოველდღიური დაძაბული რეჟიმი, ძალიან უმნიშვნელოდ მეჩვენება. იქ, სადაც ტყე იყო, ახლა შენობა დგას. იქ სადაც ნანგრევები იყო, ახლა გარემონტებული ნაგებობაა და ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატებული სამუშაოს პოზიტივიც სახეზეა. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა, ჩემი მეორე კომპანიის  ,,დიკა 2010-ის”  მიერ წარმოებულ სამუშაოებს, რომელთაგან ზოგი თავისი არსით, საშვილიშვილოც კია: დაწყებული გორის სახელმწიფო თეატრიდან, უამრავი სკოლის გარემონტებით დამთავრებული. 

ზოგადად, ბიზნესში, ისე როგორც ცხოვრებაში,  ჩემთვის მთავარია სიმართლე, კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობა.  მეც ვცდილობ, რომ ჩემს საქმიანობაში არავის ვუღალატო, კლიენტი, მომხმარებელი და დამკვეთი მოტყუებული და იმედგაცრუებული არ დავტოვო. მიხარია, რომ ეს გამომდის.

– ნათია, ასეთი დაძაბული გრაფიკი  შვილთან ურთიერთობებში ხელს არ გიშლით?

– თათა 12 წლისაა და ბუნებრივია,  საქმე არ მაძლევს საშუალებას,  დიდი  დრო დავუთმო მას. თუმცა, ვცდილობ,  ხშირად ვეკონტაქტო, მისთვის მნიშვნელოვანი დეტალები არ გამომრჩეს და ხშირად    ერთად ვგეგმავთ სასიამოვნო საღამოების გატარებას. 

p.s. ქალბატონი ნათია ხვედელიძე იუბილარია, მას 3 დეკემბერს დაბადების დღე აქვს. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს მას დაბადების დღეს  და უსურვებს ბედნიერებასა და  წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში!

скачать dle 11.3