კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფონდი „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით და „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, საქართველოში პირველად ჟესტების ონლაინ ლექსიკონი შეიქმნა

ფონდი „სიცოცხლის ხე“ – „საქართველოს ბანკის“ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და, საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, სწორედ მისი პრიორიტეტები ყალიბდება.  ამჯერად ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით და საქართველოს ყრუთა კავშირის მიერ, საქართველოში პირველად შეიქმნა 500-სიტყვიანი, ჟესტების ონლაინ ლექსიკონი და ვებ-გვერდი. ამ დრომდე საქართველოში არ მოიპოვებოდა რესურსი ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი შეისწავლიდნენ როგორც ქართულ, ასევე, ჟესტების ენას. ონლაინ ლექსიკონი სწორედ სკოლამდელი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომლის მეშვეობითაც, საქართველოში მცხოვრები სმენის პრობლემის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები და ინკლუზიური სკოლები შეძლებენ, დაეუფლონ ჟესტების ენას, შშმ ბავშვი კი ისწავლის როგორც ქართულ, ასევე, ჟესტების ენას. ენის არცოდნის გამო, ბავშვებს აღარ მოუწევთ, იყვნენ საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში. 

თორნიკე გურული (ფონდი „სიცოცხლის ხის“ დირექტორი): მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთ დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მათთვის, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება ზრუნვა და მხარდაჭერა. ჩვენ ერთი წლის წინ, დეკემბერში, გავაკეთეთ განაცხადი ამ პროექტთან დაკავშირებით; ზოგადად კი, მოგეხსენებათ, 26 პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთაგანაც ზოგი მთავრდება, ზოგი მიმდინარეობს და, აქედან ერთ­ერთია ეს უმნიშვნელოვანესი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად განახორციელა. მიმდინარე წელს ორი საგრანტო კონკურსი გაიმართა, რომელთა ფარგლებშიც დაფინანსდა 24 პროექტი და 500 000 ლარზე მეტი მოცულობის თანხა გამოიყო. საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს ზრუნვისა და ყველა კეთილი საქმის სიმბოლოს – „სიცოცხლის ხის“ სტატუსი ენიჭება. ყველა დაინტერესებულ პირს  შეუძლია, ჟესტების ონლაინ ლექსიკონი იხილოს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.geodeaf.ge 

ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ ყოველთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან თემებზე, მხარდაჭერა გავუწიოთ საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ამით გავაკეთოთ საერთო საქმე.

მაია მეტონიძე (ყრუთა კავშირის თავმჯდომარე): თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამ ლექსიკონის შექმნა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, რადგან, ბავშვებს ეცოდინებათ ჟესტების ენა, ადაპტირებულები იქნებიან საზოგადოებასთან და  ამით შეძლებენ როგორც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, ისე პიროვნების დამკვიდრებასაც. რაც შეეხება პროექტს, მასში ჩართული იყვნენ ენათმეცნიერები, ჩვენი პედაგოგები და ასევე, თვითონ სმენადაქვეითებულები. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის! დიდი მადლობა „საქართველოს ბანკს“ პატრონაჟისთვის და, ვისურვებდი, კიდევ ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.

скачать dle 11.3