კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

„მთვარეული“ სპორტსმენის ამბავი

რუსეთის ერთ ქალაქში ვართ ჩემპიონატზე. გადავყევი მეც ხელს. საცხოვრებელში უკომპრომისო დისციპლინაა. გადავყევი მეც ხელს-მეთქი, გითხარით და 20.00 საათზე რომ დავაგვიანე საცხოვრებელში, აფორიაქდნენ თურმე ბიჭები. რომან რურუაა მორიგე ზედამხედველი იმ ღამეს (საერთოდაც, ის იცავდა შინაგანაწესს).

– სადაა ეგაძე? – იკითხა თურმე. ბიჭებმა „გაუადვილეს“ – მოვა, აბა, სად წავაო.

ღამის 2 საათია... შევიპარე და დავიძინე.

– ბიჭო... მაღვიძებს მეგობარი მოჭიდავე, – რომანს ვუთხარით შენზე „ლუნატიკია“ და უაზროდ დადისო, აბა რა გვექნა? თუ ძმა ხარ, კაცი არ მოგვამდურო, როგორმე გაამართლე ნათქვამიო.

ვაი შენს ომარს... რაღაც უნდა მოვიმოქმედო. შუაღამეა... ავდექი და თვალდახუჭული დავადექი თავზე მძინარე რომანს და ვაჭერ თითებს მკერდსა და მუცელზე.

გაიღვიძა და წამოხტა:

– რა დღეში ხარ, კაცო, შენ?!

– ააჰ, აჰ, აჰ... – შეუძახეს ბიჭებმა, – არ გააღვიძო, არ გააღვიძო, შეიძლება, გაგიჟდეს და დაგვკბინოს ყველა... ყველას დაგვკბენს! „აპასნია, აპასნი!!!”

რომანი ჭკვიანი კაცია, პატიოსნების ეტალონი და... დაუჯერებია.

„ეს ასე იყოს, მაგრამ „თამაში“ თუ არ გავაგრძელე, მიხვდება“, – გავიფიქრე.

მეორე ღამეა, სპორტსმენებს თავიანთი ხელით გაურეცხავთ რაღაცეები და ფანჯარაზე გაუკიდებიათ გასაშრობად... დავიძინეთ... შუა ღამეს ავდექი, მივედი სარეცხიან ფანჯარასთან თვალდახუჭული.

– გელიიი! – ვიყვირე ისე, რომ თვალს არ ვახელ, ვაფოთიალებ ხელებს. წამოიშალნენ ბიჭები (ვითომ არ იციან), წამოხტა რომანიც. ბიჭებმა ხელი ჩამკიდეს და ტაატ-ტაატით მიმიყვანეს საწოლთან. დავწექი და დამეძინა (ვითომ!). რომანი ჩაწყნარდა, მაგრამ ჯერ სადაა...  „თუ თამაშია, ბოლომდე უნდა ვითამაშო“. ცოტა რომ ჩაცხრა და ჩაწყნარდა იქაურობა, ვაცალე და ისევ თვალდახუჭული წამოვდექი ოთახის სიბნელეში. წყალი უნდა დავლიო (ვითომ). შუაში მდგომ მომცრო მაგიდაზე წყლით სავსე გრაფინი დგას. თვალდახუჭულმა გავწიე ხელი, წყლიანი ჭურჭლისკენ, მაგრამ – ბოდიში, რამდენჯერაც გავწიე ხელი, იმდენჯერ მიტია გრაფინმა... გავიგრძელე ხელი – გრაფინი მაინც მშორდება. მალულად გავახილე თვალი და რას ვხედავ, რომან რურუა ნელ-ნელა, ისე რომ (მთვარეული) არ გამაღვიძოს – თავისკენ სწევს გრაფინს. ვითომ დავკმაყოფილდი... ისევ დავწექი და დავიძინე. რომანს მთელი ღამე არ უძინია, საწყალს. ან რა დააძინებდა, ბიჭებს უთქვამთ, ეგ ხომ მთვარეულია და მთვარეული, მაგრამ გაბრაზებულია თქვენზე, ბატონო რომან, და ფრთხილად იყავით, დამუქრებულია, გრაფინი უნდა გლეწო თავშიო... გაათევდა ღამეს, აბა, რას იზამდა

 

ომარ ეგაძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3