კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა წმიდა სამების ხატმა თბილისის ერთ-ერთ ტაძარში ჯალათი მილიციის მაიორი

„ხუმარა“

თბილისის ერთ-ერთი ელიტური სახლის ბინაში, სადაც იმდროინდელი ბომონდი იყო შეკრებილი, მხიარულება პიკს აღწევდა. სხვადასხვა რანგისა და პროფესიის ადამიანები პროფესორ ვარლამ ტაბატაძის დაბადების დღეს ზეიმობდნენ. მოდურ სამოსში გამოწყობილი ქალბატონების სხეულები, ანტიკვარული ძვირფასეულობით იყო დახუნძლული და ბრილიანტებით, ლალით, ფირუზითა თუ სხვა ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულები ზღაპრულად ციმციმებდნენ უზარმაზარ სასტუმრო ოთახში.

– ბატონო ვარლამ, ვიღაც ახალგაზრდა კაცი გკითხულობთ. ასე ამბობს, – მოსკოვიდან საგანგებო დეპეშაა და პირადად უნდა გადავცეო, – უჩურჩულა პროფესორს შუა ხნის მსახურმა მამაკაცმა.

ტაბატაძემ ბოდიში მოიხადა და შემოსასვლელისკენ გაემართა. ორიოდ წუთში, ტაბატაძე სამი ადამიანის თანხლებით დაბრუნდა უკან. სამივეს ხელში პისტოლეტი ეკავა. ორ მათგანს კი ნიღაბი ეკეთა. უნიღბომ სტუმრებს გაუღიმა და უთხრა:

– ძვირფასო საზოგადოებავ! სულ რაღაც ხუთიოდე წუთით მოგაცდენთ. როგორც ჩემი უფროსი კოლეგა და იდეალი, ლეონიდ პანტელეევი იტყოდა, გთხოვთ, გათავისუფლდეთ ბურჟუაზიის ბორკილებისგან და ჩემს ასისტენტებს თქვენი სამკაულები და საფულეები გადასცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ზეიმი ტრაურად გადაიქცევა.

ნიღბიანებმა მაგიდას ჩამოუარეს და შეკრებილი სტუმრების სამკაულებითა და საფულეებით აავსეს ორი პატარა ტყავის ჩანთა. შემდეგ ოჯახის ძვირფასეულობა და ფულიც ზედ დაამატეს და კმაყოფილმა უნიღბომ შიშველი ხელით აიღო შამპანურით სავსე ბოკალი და ვარლამ ტაბატაძეს მიმართა:

– დაბადების დღეს გილოცავთ, პროფესორო. ბოდიშს გიხდით მოულოდნელი ვიზიტისთვის.  იდღეგრძელეთ!

უნიღბომ ბოკალი ბოლომდე გამოცალა, მაგიდაზე დადგა და ნიღბიანებთან ერთად დატოვა ბინა.

შემთხვევის ადგილზე მისული მილიციის ოპერჯგუფი დილამდე ართმევდა ჩვენებებს გაძარცვულ სტუმრებს. ბოკალი კი, რომელსაც უნიღბო მძარცველი შიშველი ხელით შეეხო, დაბეჭდეს და დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. მეორე დღეს, 1966 წლის 11 მაისს, ორჯონიკიძის რაიონის მილიციაში ძარცვის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას მაიორი გურამ კაკაბაძე იძიებდა. როდესაც მან ყველა დაზარალებულის ჩვენება წაიკითხა, თქვა: უყურე შენ ამ ხუმარას, რა თავხედურად, თანამიმდევრულად მოქმედებს. როგორც ეტყობა, გვიწვევს და ვიღებ ამ გამოწვევას...

კაკაბაძის პირველი გაოცება უნიღბოს ფოტორობოტმა გამოიწვია. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ცნობილ მძარცველ-რეციდივიტს, ჯემალ გაგუას. კაკაბაძე იმან გააოცა, რომ გაგუა ციხეში იჯდა და ძარცვას ვერ ჩაიდენდა. თანაც, ჯემალი ინკასატორებს ძარცვავდა. შედეგი არც დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ მოიტანა და მძარცველის თითის ანაბეჭდები გაგუას ანაბეჭდებს არ დაემთხვა.

ტყუპები

გურამ კაკაბაძე გამოცდილი გამომძიებელი იყო და დაადგინა, რომ ჯემალ გაგუას ტყუპისცალი ჰყავდა – ჯუმბერი. მაგრამ ის სასულიერო პირი იყო და მრავალი წლის წინ რუსეთში გაემგზავრა სასწავლებლად. ეს ინფორმაცია მაიორმა ერთ-ერთი აგენტისგან შეიტყო. აგენტი კი ჯემალ გაგუასთან ძმაკაცობდა და სწორედ მან გაანდო ეს ფაქტი საიდუმლოდ. კაკაბაძეს მაინცდამაინც არ სჯეროდა სასულიერო პირის ავაზაკობისა. მაგრამ, სამსახურებრივად ვალდებული იყო, ეს ინფორმაცია მილიციის სამმართველოს უფროსისთვის გაეზიარებინა

– ორი აზრი არაა. ის მღვდელია მძარცველი, – დაასკვნა სამმართველოს უფროსმა, – ხვალვე მოძებნე და შეამოწმე.

– რუსეთშია, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მიუგო კაკაბაძემ.

– მაშინ რუსეთში გაემგზავრე. მივლინებას ახლავე გაგიფორმებ.

გურამ კაკაბაძე უხალისოდ დაეთანხმა პოლკოვნიკს და მოსკოვს გაემგზავრა. „მურის“ დახმარებით მან საპატრიარქოში შეღწევა მოახერხა. ერთ-ერთმა უმაღლესმა იერარქმა მას უთხრა:

– ბერი სერაფიმე პატიოსანი ადამიანია და ბოროტებისგან შორს დგას. თანაც, ის ახლა წასულია და ციმბირის წმიდა ადგილები უნდა მოილოცოს.

ყველაფრის მიუხედავად, ბერი სერაფიმე, იგივე ჯუმბერ გაგუა ქალაქ ირკუტსკში დააკავეს და პირდაპირ თბილისში ჩამოიყვანეს. ბერი მორჩილად იღიმებოდა და არაფერს აპროტესტებდა. ის, პირადად მილიციის სამმართველოს უფროსმა დაკითხა და თითების ანაბეჭდებიც თავადვე აუღო. ბერმა რომ ყველა კითხვაზე უპასუხა პოლკოვნიკს, ბოლოს უთხრა:

– კეთილო კაცო, როგორც ამბობ, ის მძარცველი, ვისაც მე მამსგავსებ უწვერო იყო. მე კი წვერი თხუთმეტი წელია, არ შემიკრიჭავს...

ბერის უდანაშაულობა დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამაც დაადასტურა და მამა სერაფიმე გაათავისუფლეს.

წმიდა სამების ხატი

პროფესორ ტაბატაძის სახლში განხორციელებული ძარცვის მსგავსად, 1966 წლის აგვისტოში, კიდევ ერთი დანაშაული მოხდა. უნიღბომ და ორმა ნიღბიანმა ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი და მისი სტუმრები პირწმინდად „გაასუფთავეს“, როცა მეუღლის დღეობას იხდიდა. უნიღბომ კვლავ შამპანურით ადღეგრძელა იუბილარი. თავისი თითის ანაბეჭდები დატოვა და ასისტენტებთან ერთად მიიმალა.

მილიციის სამმართველოს უფროსი ცოფებს ყრიდა. მან გურამ კაკაბაძე გამოძიებას ჩამოაშორა და მის ადგილზე კი კაპიტანი ემზარ გოგიევი დანიშნა. გოგიევი გონებაშეზღუდული ადამიანი იყო და ფონს ძალადობით გადიოდა. ის სასტიკად აწამებდა პატიმრებს და ამგვარად იღებდა აღიარებით ჩვენებებს. პირველი, რაც გოგიევმა გააკეთა, ის იყო, რომ ციხეში ესტუმრა ჯემალ გაგუას. დაკითხა და სასტიკად აწამა. თუმცა, გაგუას სიტყვა არ დაუძრავს და იმეორებდა: ჯალათო, ჯალათოო...

კაპიტანი გოგიევი უფრო შორს წავიდა – მოსკოვში ჩავიდა. მამა სერაფიმე წმიდა სამების ტაძრის საკურთხეველში დააკავა და მანქანით თბილისში ჩამოიყვანა. მთელი გზა პატიოსან ბერს მორალურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მისგან დამნაშავის ვინაობის გამხელას მოითხოვდა. სერაფიმე კი იღიმებოდა და ხმამაღლა ლოცულობდა, თან კრიალოსანს ატრიალებდა ხელში. გოგიევმა სერაფიმეს კრიალოსანი წაართვა და თვალწინ დაუწვა. ბერის სამოსი კი შემოახია, თან იარაღით დაემუქრა. ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, კაპიტანი დარწმუნებული იყო, რომ მძარცველი ბერი იყო და ამიტომ, ახორციელებდა მასზე ასეთ ზეწოლას. მამა სერაფიმე თბილისის მილიციის სამმართველოს ჯურღმულში გამოკეტეს და მისგან ძარცვის აღიარებას მოითხოვდნენ, თან წვერი გაპარსეს.

1966 წლის 29 სექტემბერს, თბილისის მილიციის სამმართველოს სამორიგეოში მამაკაცი მივიდა და მორიგე მაიორს განუცხადა:

– მე ჯამბულ გაგუა ვარ. ჯემალისა და სერაფიმეს მესამე ტყუპისცალი და ძარცვები მე ჩავიდინეო.

სამი ტყუპი ძმა გაგუები ჯერ კიდევ ჩვილობაში დააშორეს ერთმანეთს. ჯამბული უშვილო დეიდამ წაიყვანა აღსაზრდელად ქუთაისში და გვარი შეუცვალა. სიკვდილის წინ კი, ყველაფერი გაუმხილა. ჯამბულმა თავად მოძებნა ძმები, რომლებმაც არ იცოდნენ მესამე ტყუპის შესახებ. დანაშაული კი მხოლოდ იმიტომ აღიარა და მილიციას ჩაბარდა, რომ სერაფიმე გადაერჩინა.

კაპიტანი გოგიევი დააწინაურეს და ჩინიც მოუმატეს, მაგრამ 1967 წელს გარდაიცვალა. თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მაიორი გოგიევი რეიდს ატარებდა და მორწმუნეებს აკავებდა. საკურთხევლის წინ მას ფეხი დაუცურდა და რომ არ წაქცეულიყო, წმიდა სამების უზარმაზარ ხატს წაეპოტინა. გოგიევი წაიქცა, ხატი საფეთქელზე დაეცა და სული გააფრთხობინა.

скачать dle 11.3