კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: სახლში პატარა ლეკვი მოვიყვანეთ, მაგრამ ჩემი შვილი კეთილგანწყობილი არ არის მის მიმართ. არადა 3 წლისაა და მის ასაკში ცხოველები, როგორც წესი, უყვართ ბავშვებს. რას მირჩევთ? 

პასუხი: სხვათა შორის, ბავშვებს 3-4 წლის ასაკში უყალიბდებათ აგრესია ცხოველების მიმართ. ამიტომ, თქვენი შვილის აგრესია სულაც არ არის გასაკვირი. ჩემი რჩევაა, თუ ასე გაგრძელდა, ბავშვი და ძაღლი ერთად მეთვალყურეობის გარეშე არ დატოვოთ. ამით თავიდან აირიდებთ არასასიამოვნო შემთხვევას. ხშირად ბავშვები ურტყამენ ცხოველს, კუდით ითრევენ. ამ დროს კი, ცხოველი თავდაცვის მიზნით, შეიძლება, თავს დაესხას ბავშვს. ამიტომ, მოცემულ მომენტში, საჭიროა, ბავშვს აუხსნათ და დაარიგოთ, რომ ასეთი მოქცევა არ შეიძლება და აუცილებელია მიეჩვიოს მას. აუხსენით ისიც, რომ ძაღლთან კონტაქტის და თამაშის შემდეგ, მან აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები.

კითხვა: ჩემს ძაღლს ბრონქიტი აწუხებს. ვუმკურნალეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არ მორჩა ბოლომდე. მაინტერესებს, სხვა რამეში ხომ არ გადაიზრდება? 

პასუხი: ზეპირად ამის თქმა ცოტა რთულია. უმჯობესია, მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც დაადგენს ზუსტ დიაგნოზს. საერთოდ გეტყვით, რომ სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესების, ბრონქიტებისა და პნევმონიების დროს, ვითარდება შემდეგი სახის კლინიკური ნიშნები: ცხოველი მოწყენილია, ნაკლებად მოძრაობს, არ იღებს საკვებს, კანკალებს, ზოგადი ტემპერატურა მომატებულია, აღენიშნება ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ხველება. 

კითხვა: ძალიან მინდა პეკინესის ყიდვა. მაინტერესებს, ამ ჯიშის ძაღლები ავები ხომ არ არიან? 

პასუხი: თუ პეკინესის ასაყვანად მზად არ ხართ, მაშინ არ გირჩევთ მის შეძენას, რადგან პეკინესი ძალიან გულადი და ავი ძაღლია. მას თავი ყველაზე დიდი და ძლიერი ჰგონია. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოთ, როცა გაასეირნებთ. მათ არ იციან მორიდება დიდი ძაღლების მიმართ, შიშის გრძნობა არ აქვთ. ამიტომ თუ პატრონმა ყურადღება მოადუნა, არ გაითვალისწინა, სად ასეირნებს ძაღლს და თავისუფლად გაუშვა იქ, სადაც დიდი ძაღლებიც არიან, შეიძლება, პროვოკატორი სწორედ პეკინესი აღმოჩნდეს. შემდეგ კი მსხვერპლიც თავადვე იქნება. 

скачать dle 11.3