კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნათ ჯუჯა ბროწეულს, რომ ბინაში კარგად გაიხაროს?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ხმელთაშუაზღვისპირული კლიმატი, ამიტომ, ზაფხულობით კარგად განათებულ ადგილას დადგით. ზაფხულში მისთვის მისაღებია ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ზამთარში კი დაახლოებით 10 გრადუსი. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ისე, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. მას ნიადაგის რეგულარულად განოყიერებაც სჭირდება. ზამთარში ბროწეულს ფოთლები არ აქვს, ამიტომ, არც განსაკუთრებულ სინათლეს საჭიროებს. ფოთოლცვენის შემდეგ მცენარე სიგრილეში, დაახლოებით 10 გრადუსზე უნდა გადაიტანოთ. ბროწეული კარგად ხარობს ზამთრის ბაღში, სადაც სიმაღლეში 40 სანტიმეტრი იზრდება გვიან შემოდგომამადე შეგიძლიათ, აყვავილოთ. ყვავილობის სეზონის მიწურულს შეიძლება ნაყოფიც გამოიღოს, თუმცა ის საჭმელად ვარგისი არ არის.

კითხვა: ბინაში მაქვს ეპიპრემნუმი, რომელმაც ფორმა დაკარგა. როგორ გავალამაზო?

პასუხი: ეპიპრემნუმი ჭრელფოთლიანი მცენარეა, რომელიც, იმის მიხედვით, აქვს თუ არა მას საყრდენი, მცოცავია ან დაკიდებული. ტოტების სიგრძემ, შეიძლება, ორ მეტრ სიმაღლესაც მიაღწიოს, მაგრამ, თუ დაახვევთ, კომპაქტურობას შეინარჩუნებს, ხოლო, თუ წააჭრით – დაიტოტება. თუ გსურთ, რომ ზემოთ აცოცდეს, მცენარე საყრდენს ააყოლეთ. თუ მცენარეს მავთულის ან ბადის საყრდენს ააყოლებთ, ის კედელს მთელ სიგრძეზე დაფარავს. თუ მისი გადარგვა ან სხვა ადგილას გადადგმა გსურთ, ტოტები შეკონეთ და საყრდენზე მიამაგრეთ. მისი ტყავისებური ფოთლები რეგულარულად გაწმინდეთ და ბზინვარებას დიდხანს შეინარჩუნებს. ჭრელფოთლიან სახეობებს კარგი განათება სჭირდება, რათა სიჭრელე არ დაკარგოს. არსებობს ყვითელფოთლიანი სახეობებიც.

კითხვა: რა სიხშირით სჭირდება სედუმს მორწყვა?

პასუხი: სედუმი ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ, ოღონდ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზამთარში იშვიათად დაუსხით წყალი – მაშინ, როცა მიწა თითქმის სულ გამოშრება. ზრდის პერიოდში, თვეში ერთხელ, ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. მისი ხორციანი ფოთლები დაფესვიანდება და ახალ მცენარედ განვითარდება, თუ ძირით ტენიანი მიწის ზედაპირს შეეხება. მზეზე ნუ დადგამთ. ჩარგეთ ფხვიერ, კარგი დრენაჟის მქონე ნეიტრალურ ნიადაგში. 

კითხვა: რომელ მცენარეებს მირჩევთ ზამთრის ბაღისთვის?

პასუხი: „წამყვანი პოზიციები“ სინათლის მოყვარულ, განსაკუთრებულად დიდი ზომის მცენარეებს დაუთმეთ. მათ ქვეშ კი ნახევრად ჩრდილის მოყვარული მომცრო ზომის მცენარეები განალაგეთ. გაითვალისწინეთ, რომ ზამთრის ბაღში ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია და ამ დროს ყინვაგამძლე მცენარეებსაც კი მეტი წყალი და ყურადღება სჭირდება. არ დაგავიწყდეთ ზამთრის ბაღის ხშირი განიავებაც. კარგია თუ ზამთრის ბაღში მოათავსებთ შემდეგ მცენარეებს: პასიფლორას, დრაცენას, ბრუგმანსიას, ზეთისხილის ხეს, კალამონდინს და ასე შემდეგ.

კითხვა: როდის ყვავილობს „ბეთლემის ვარსკვლავი“?

პასუხი: „ბეთლემის ვარსკვალვი” ანუ კამპანულა იისფრად ან თეთრად ყვავის  და ცოტა მცენარე თუ შეედრება ყვავილების სიმრავლით. გაზაფხულზე და ზაფხულში ყოველ ღეროზე ბევრი კოკორი ჩნდება, რომლებიც შემდეგ იშლება და ფოთლებს მთლიანად ფარავს. ზაფხულის სიცხეში ყვავილები შეიძლება დაჭკნეს, მცენარე კი გადაიშალოს და ფორმა დაკარგოს. დაყვავილების შემდეგ მცენარე გრილ ოთახში ან ზამთრის ბაღში გაიტანეთ. ყვავილობისთვის აუცილებელია ზამთრის სიგრილე, 2-10 გრადუსი. თბილ ზამთარში ეს მცენარე ნაკლებად ყვავის.

скачать dle 11.3