კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზეა დამოკიდებული ავტომობილის მართვისას დაღლა

ძალიან ხშირად გვსმენია ახლობლებისა თუ მეგობრებისგან, როგორ ეზარებათ საჭესთან დაჯდომა, განსაკუთრებით მაშინ, თუ წასვლა შორ მანძილზე უწევთ. მაგრამ, არიან ისეთი მძღოლებიც, რომლებიც დაუჩივლელად და ბედნიერად ჩავლენ ბათუმში, ზღვაში იბანავებენ და უკან წამოვლენ. ამის შესახებ პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე გვესაუბრა: არსებობს მძღოლების სამი კატეგორია: პირველი – ბიჭები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის შეიძენენ ავტომობილს და იქიდან მათი გადმოსმა შეუძლებელია. ხანდახან, სასაცილოც კია, რომ მანქანაში საქმე არ აქვთ, აღარც ბენზინი უსხიათ და მაინც არ გადმოდიან – სხედან, მაგნიტოფონს უსმენენ და ამით იღებენ სიამოვნებას. ასეთი მძღოლი მანქანის მართვით არ დაიღლება; მეორე – მძღოლები, რომელთათვისაც მანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა და მართვა არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებთ, რადგან ავტომობილი მათთვის A-დან B წერტილში მისვლისთვის შექმნილი რაღაც მოწყობილობაა; მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან მძღოლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათთვის მანქანის ყოლა, უბრალოდ, აუცილებელია. სხვა გამოსავალი არ აქვთ, თორემ, მანქანასთან ჯდომა მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, იღლებიან და იძაბებიან საჭესთან. კატეგორიებად პირობითად დავყავი, თორემ, შესაძლოა, ისინი აბსოლუტურად ერთ დონეზე მართავდნენ ავტომობილს. ატრაქციონებზე ვიღლებით, გარკვეულ საფრთხეშიც ვართ, გვეშინია, ვიძაბებით, მაგრამ, უკმაყოფილოები არ ვართ, რადგან, სწორედ ამიტომ ვიყავით მისულები. დაახლოებით იგივე განწყობით უნდა მივუდგეთ საჭესთან ჯდომას. მანქანა არის საშუალება, რომელიც არა მხოლოდ გადაადგილებისთვის არის საჭირო, არამედ, სიამოვნების მისაღებად. იმისთვის, რომ საჭესთან არ დაიღალოთ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მანქანაში თავისუფლად იგრძნოთ თავი. თან, ეს იმაზე არ არის დამოკიდებული, სრულყოფილად ფლობთ თუ არა საჭეს. შეიძლება, რაღაც შეცდომები მოგივიდეს, რაღაც არასწორად გააკეთო, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭეს „მანდრაჟით“ მიუჯდე, დაიძაბო და თავიდანვე უარყოფითად განეწყო. რა თქმა უნდა, რაც უფრო სრულყოფილად და ოსტატურად ვმართავთ საჭეს, მით მეტ სიამოვნებას ვიღებთ; მაგრამ, მინახავს მძღოლები, რომლებსაც მანქანის მართვის ათწლეულების პრაქტიკა აქვთ, მასთან ჰარმონიაში კი მაინც ვერ მოვიდნენ.

– დაკვირვებული ვარ, როდესაც მანქანაში ბევრნი ვართ და რაღაცაზე ვმსჯელობთ, მართვაზე ნაკლებად ვფიქრობ და თითქოს ნაკლებ შეცდომასაც ვუშვებ.

– რა თქმა უნდა, გონების გადართვა ძალიან კარგი საშუალებააა. მაშინაც კი, როცა შორ მანძილზე მივდივართ, თუ რამეს განვიხილავთ, რაღაცაზე ვმსჯელობთ, საჭესთან არ დავიღლებით. იგივე ხდება მარტო ყოფნის დროსაც. თუ შორ გზაზე მივდივართ, შეგვიძლია, ჩავრთოთ მაგნიტოფონი, კარგ მუსიკას მოვუსმინოთ, გზა ვათვალიეროთ და ჩვენვე გავთვალოთ, შეცდომებზე რაღაცეები ვისწავლოთ. ამ დროს ძალიან  ვხვეწთ მართვის სტილს. მიდგომა და მართვის სტილი ქმნის ერთიანობას, რომლის მიხედვითაც, საჭესთან ჯდომისას ან იღლები, ან – არა. ზოგადად, ყველაზე ნაკლებად საჭესთან ფიზიკური დაჭიმულობა, ყველაზე მეტად კი – გონებრივი დაძაბულობა გვღლის. თუკი ყოველ წამს იმაზე ვიფიქრეთ – ახლა გავასწრო, ახლა არ გავასწრო, დავამუხრუჭო თუ არა, მართვისგან სიამოვნებას ვერასდროს მივიღებთ.

– კიდევ ერთი უცნაურობა, რაც ქართველ მძღოლებს ახასიათებთ: ბევრს ვიცნობ ისეთს, რომელიც ორი-სამი წელია, რაც საჭესთან ზის, მაგრამ თბილისის გარეთ არ გადის – გზატკეცილების ეშინია.

– ეს მეც ძალიან მაინტერესებს. მაქსიმუმ, წყნეთში თუ ავლენ ხოლმე, უფრო შორს აღარ მიდიან. ეს უფრო გოგონებს ემართებათ. როგორც კი დედიკოები და მამიკოები გაიგებენ, რომ მათი შვილი გზატკეცილზე უნდა მოხვდეს, იწყება მსჯელობები: როგორ წავა, როგორ ივლის; იწყებენ რეკვას – აბა, ახლა სად ხარ, რა ადგილას ხარ და სხვა ამგვარი შეკითხვებით ძაბავენ მძღოლსაც, არადა, რეალურად ტრასაზე ბევრად ნაკლები პრობლემაა. თუკი ვახერხებთ ქალაქში მანქანის ტარებას, ეს ნიშნავს, რომ მშვენივრად ვივლით გზატკეცილზე. 

скачать dle 11.3