კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში. არ მიმართლებს საქმიანობის მხრივ. გთხოვთ, მირჩიოთ, რა საქმეს მოვკიდო ხელი, რომ წარმატებებს მივაღწიო, ანუ, კონკრეტულად რომელი დარგია ჩემთვის მისაღები ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: მედიცინიდან – ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევა. ამ სფეროებში გაცილებით მეტი წარმატების მიღწევის შანსები გაქვთ. 

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 25 დეკემბერს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო?

პასუხი: თქვენთვის სასურველი პარტნიორები არიან: თხის რქა, ლომი, ვერძი, მერწყული ან სასწორი. ნუ აჩქარდებით ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობისას. კარგად დააკვირდით და გაამახვილეთ ინტუიცია, უსმინეთ მას და შემდგომ გამოიტანეთ დასკვნა, მისაღებია თუ არა ის თქვენთვის. სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა კი საშუალოა.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1988 წლის 31 ივლისს. უნდა უცხოეთში გამგზავრება და იქ ძალების მოსინჯვა. მისაღებია თუ არა ეს მისთვის და, ზოგადად, რომელ ქვეყნებს ურჩევთ?

პასუხი: თქვენს დას, კარმული თვალსაზრისით, უცხოეთთან დაკავშირებით აქვს გარკვეული წინაღობები და ბარიერები. ამიტომ, შესაძლოა, იქ ჩასულმა ადვილად ვერ ააწყოს ცხოვრება. თუ მაინც გადაწყვიტა წასვლა, უნდა გამოავლინოს ნებისყოფა და მოთმინება. ქვეყნებიდან კი კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა, კვიპროსი.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 28 სექტემბერს, საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია: ქალწულის, სასწორის, მერწყულის, ტყუპების, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, უნდა გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. მოიწესრიგეთ ცხოვრება, რათა სწორად განვლოთ ევოლუციური განვითარების გზა დედამიწაზე. იყავით დემოკრატი და სხვებსაც დაუტოვეთ არჩევნის უფლება. ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია, პატივი ეცით ტრადიციებს და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი – ეს მეტ წარმატებებს მოგიტანთ ცხოვრებაში.

скачать dle 11.3