კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს საქართველოში მცხოვრები 26 წლის გოგონა მამას, რომელიც მას არასდროს უნახავს

26 წლის თეა გოგინაშვილი ეძებს დაახლოებით 48-55 წლამდე ასაკის ხაჩიკ დერდერიანს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 48-55 წლამდე ასაკის ხაჩიკ დერდერიანს. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ქალაქ სოჭში გაიცნეს. მამაჩემი ჩემს დაბადებამდე დაბრუნებულა მოსკოვში და მან ჩემ შესახებ არაფერი იცის. ძალიან მინდა მისი პოვნა. სამწუხაროდ, მის შესახებ მისი სახელისა და გვარის გარდა არაფერი ვიცი, მაგრამ, მისი პოვნის იმედს არ ვკარგავ. ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ისტორია და დამეხმარეთ მამის პოვნაში.

– მომიყევი ყველაფერი, რაც მამის შესახებ იცი.

– ეს ისტორია დაიწყო 26-27 წლის წინ, როდესაც დედაჩემი, ნელი გოგინაშვილი, დასასვენებლად სოჭში წავიდა. მან იქ გაიცნო მამაჩემი – ხაჩიკ დერდერიანი. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და რამდენიმე თვე ერთად იყვნენ. შემდგომ დედაჩემი დაორსულდა, მაგრამ მამამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაბრუნდა მოსკოვში (საიდანაც იყო სოჭში ჩამოსული) და დედამ ვერ მოასწრო თავისი ორსულობის შესახებ  თქმა. მე სოჭში დავიბადე. ჩემი დაბადების შემდეგ დედა ისევ თბილისში ჩამოვიდა. მამის შესახებ მას არაფერი გაუგია და დღემდე არ ვიცით, რა მიზეზით წავიდა ხაჩიკა მოსკოვში. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია მამის შესახებ არ გამაჩნია. თუკი მამა ნახავს დედაჩემის სურათს, ბუნებრივია, იცნობს მას. ჩემი არსებობის შესახებ კი, როგორც გითხარით, მან არაფერი იცის.

– დედამ მარტომ გაგზარდა?

– დიახ. მის გვარს ვატარებ. მიუხედავად იმისა, რომ მამა არასდროს მინახავს, მისი მოძებნა ძალიან მინდა. რა თქმა უნდა, თუკი მასაც ენდომება ჩემი ნახვა და შეხვედრა, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებ.  თავად მე უკვე ჩემი ოჯახი მაქვს და მამამ არც იცის, რომ უკვე ბაბუაა. მიუხედავად იმისა, რომ მან მიატოვა დედა და ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო წავიდა მოსკოვში, მე მაინც მინდა მისი ნახვა, თანაც, მაინტერესებს, თუ რატომ მოიქცა ასე. ასევე, მინდა ვიცოდე, მყავს თუ არა და-ძმა. ეს ყველაფერი ისე მაინტერესებს, რომ მოსვენებას მიკარგავს. გავიგე თუ არა თქვენი რუბრიკის შესახებ, მაშინვე გადავწყვიტე, მომემართა თხოვნით, რომ დახმარება გამიწიოთ მამის მოძებნაში.

– მისი პოვნის შემთხვევაში, თუკი მას შენი ნახვის სურვილი არ ექნება, მე ვერ შევძლებ თქვენს დაკავშირებას – შენ უნდა იცოდე ეს.

– მე ეს ვიცი და ყველაფრისთვის მზად ვარ. მთავარია, ვიცოდე, რომ მან ჩემი არსებობის შესახებ გაიგო, შემდგომ კი უკვე თავად გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოიქცეს. თუკი მას ოჯახი აქვს, მე არანაირად არ შევუშლი ხელს, უბრალოდ, მინდა ვიცნობდე მამაჩემს და მაინტერესებს, მყავს თუ არა და ან ძმა. სამწუხაროა, რომ მამის არც დაბადების თარიღი ვიცი და არც სხვა ინფორმაცია გამაჩნია მის შესახებ, მაგრამ, იმედს მაინც ვიტოვებ – ხომ შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ მამამ გაიგოს ჩემი არსებობის შესახებ და მოინდომოს ჩემი ნახვა და ჩემთან შეხვედრა?! მე, მაგალითად, ამის მჯერა.

– როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დედამ მარტომ გაგზარდა, მამის წინააღმდეგ არ აუმხედრებიხარ.

– დიახ, მამის შესახებ დედას ცუდი არასდროს არაფერი უთქვამს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და, ამიტომ, არასდროს არ უნდა განსაჯო სხვა ადამიანი. იმ პერიოდში მამაც და დედაც ახალგაზრდები იყვნენ და, ამიტომ, შესაძლოა, რომ მათ შეცდომები მოსვლოდათ. დედამ იცის, რომ მე მამას ვეძებ და ამის წინააღმდეგი ის არასდროს ყოფილა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3