კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2014 წლის საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელების ტოპ-ხუთეული

„ფიფამ” გამოაქვეყნა პრეტენდენტების სია, ნომინაციაში – „2014 წლის საუკეთესო მწვრთნელი“. ჯილდო გალა წარმოდგენაზე საუკეთესოს გადაეცემა წლის ბოლოს, მანამდე კი გავეცნოთ მწვრთნელების ტოპ-ხუთეულს, რომლის თითოეული წევრიც იმსახურებს ამ ნომინაციაში გამარჯვებას.

კარლო ანჩელოტი

იტალიელი სპეციალისტისთვის 2014 წელი წარმატებული იყო, რადგან მან, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, მადრიდის „რეალს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და, ასევე, ესპანეთის თასის გამარჯვებულიც გახდა. ანჩელოტის ხელში იკერ კასილასი დაუბრუნდა „რეალის” კარის სადარაჯოს და ნაციონალური რეკორდი დაამაყარა „მშრალი” სერიის ხანგრძლივობაში; გარდა ამისა, ანჩელოტიმ გუნდის ვარსკვლავებს შესაბამისი პოზიციები შეურჩია მოედანზე და, საუბარი, რომ გარეთ ბეილი ან ხამეს როდრიგესი სათადარიგო სკამზე დაჯდებოდა, საბოლოოდ დასრულდა. ანჩელოტი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, ერთ დღეს მან გუნდის ვარჯიში დილის 6 საათზე დანიშნა და უკლებლივ ყველა ფეხბურთელი დროულად გამოცხადდა – არცერთ ვარსკვლავს აზრადაც არ მოსვლია მწვრთნელის გადაწყვეტილების გაპროტესტება.

მანუელ პელეგრინი

„მანჩესტერ სიტის” ჩილელმა სპეციალისტმა 2014 წელს ორი ტიტული მოუტანა გუნდს – ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონის და ინგლისის ლიგის თასის მფლობელის ტიტულები. გუნდი, ასევე, წარმატებით განაგრძობს გამოსვლას მიმდინარე სეზონშიც და ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად სახელდება. „მანჩესტერ სიტის” არაბი მფლობელები კმაყოფილები არიან პელეგრინის მუშაობით და, საშინაო წარმატებების შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე მოგებებს ითხოვენ. ცნობილია, რომ შეიხი მანსური დიდი ხანია, ოცნებობს, „სიტიმ” ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და მანუელ პელეგრინს სწორედ ამ რთულად შესასრულებელ მისიაში სრული კარტ-ბლანში აქვს.

 დიეგო სიმეონე

არგენტინის ნაკრების ყოფილი ლიდერი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერ სპეციალისტად ითვლება. ბრუტალური იერის მქონე სიმეონე ჰოლივუდური „ბლოკბასტერების” გმირს უფრო წააგავს, ვიდრე მწვრთნელს. 18-წლიანი პაუზის შემდეგ სიმეონემ მადრიდის „ატლეტიკოს” ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოაგებინა და, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მრისხანე „რეალთან” დამარცხდა. სიმეონეს „ატლეტიკო” 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ გუნდად ითვლება, რაც „ინდიელად” წოდებული დიეგო სიმეონეს დამსახურებაა.

ანტონიო კონტე

იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სამწვრთნელო საქმიანობა მოკრძალებული „სიენით” დაიწყო, რომელსაც 2010 წელს სერია ბ მოაგებინა და დღეს იგი უკვე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 2014 წელს კონტემ, „იუვენტუსთან” ერთად, იტალიის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ახალი სეზონის დაწყებიდან „სკუადრა აძურას” ჩაუდგა სათავეში. ცნობისთვის, კონტე პირველი მწვრთნელია 1987 წლის შემდეგ, რომელმაც „სკუადრა აძურას” პირველი ოთხი მატჩი მოაგებინა. 

იოაჰიმ ლიოვი

ერთ-ერთ ფავორიტად ნომინაციაში გერმანელი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი სახელდება, რომელმაც გერმანიის ნაკრებს, პირველად 1990 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. ლიოვის „გერმანულ მანქანას” ფაქტობრივად არ ჰყავდა მოწინააღმდეგე, ხოლო ბრაზილიის ნაკრებთან 7:0 მოგებული მატჩი უკვე ჩაიწერა ფეხბურთის ისტორიის სახელმძღვანელოში. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მარტში გერმანიის ნაკრებს იოაჰიმ ლიოვის ხელმძღვანელობით თბილისში ვიხილავთ. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის და გუნდის  ნახვა ნამდვილად იქნება წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებაში.  

скачать dle 11.3