კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უბერავს და აქვს გაჭედვის მომენტები „ბრავოს“ ფინალისტს, თამუნა შავერდაშვილს და როგორი ურთიერთობისთვის არ არის ის ჯერ მზად

მომღერალი თამუნა შავერდაშვილი მაყურებელმა „X ფაქტორიდან“ გაიცნო. მან თავისი არაჩვეულებრივი ხმითა და ნიჭიერებით, შეძლო, მაყურებლისთვის თავი დაემახსოვრებინა. ახლა თამუნა უკვე „ბრავოს“ სუპერფინალისტია.

თამუნა შავერდაშვილი: კონკურსებში რომ გამოვდივარ, არ ვფიქრობ იმაზე, რაღაც პრიზი რომ უნდა მომცენ, რაღაც მოვიგო ან ფული გადამიხადონ და ასე შემდეგ. „X ფაქტორში,“ რისთვისაც მივედი, ზუსტად ის მივიღე, ის წამოვიღე იქიდან და ძალიან ბედნიერი ვიყავი. გულწრფელად ვამბობ, საერთოდ არ დამწყდა გული, რაღაც ისე, რომ ვერ წავიდა, როგორც ეს ჩემებს უფრო უნდოდათ, ვიდრე მე. ყოველთვის ჩემი გამარჯვება ჩემებს უფრო უნდოდათ, ვიდრე მე. 

– რა მიიღე და რა წამოიღე? 

– ხალხის სიყვარული, მხარდაჭერა – გამიცნეს, ბევრი შემოთავაზება იყო, მოკლედ, ძალიან მაგარია ეს თემა. რომ გითხრა, რამე რადიკალურად შეიცვალა-მეთქი, არა. სუპერრადიკალური არის ის, რომ ქუჩაში უკვე გცნობენ, ადრე არ გცნობდნენ. ერთი ნაწილი ძალიან თბილად მხვდება, მეორე ნაწილი ჩურჩულებს, ბუნებრივად ხდება ყველაფერი. ავტობუსითაც მიმგზავრია და ვფიქრობ ხოლმე: ვაიმე, უხერხულად ვარ, ხალხი მიყურებს, რაღაცეებს ლაპარაკობენ. მიხარია, როცა ადამიანები გამოხატავენ სიყვარულს, თავის დამოკიდებულებას და არ აქვთ იმის მომენტი: სირცხვილი ხომ  არ არის, ჩემი ემოციები სხვის მიმართ ასე საჯაროდ რომ გამოვხატო.

– შენც შეგიძლია ამის გაკეთება? 

– რა თქმა უნდა. მე ხომ გამოვხატავ ემოციებს და ზოგჯერ ზედმეტადაც. რამდენი ხანია, რაც კონკურსებში ვმონაწილეობ, მაგრამ ვერ შევეჩვიე ამ გარემოს. ის, რომ კონკურსანტი ვარ, ამას ვერასდროს შევეჩვევი. ვერ ვგრძნობ, რომ ჩემია, ჩემს გარემოშია, რადგან, გინდა თუ არა, მაინც გაფასებენ, თან ისე: ვინ უფრო უკეთესია და არა, როგორც ინდივიდუალურ შემსრულებელს. ეს ძალიან დიდი დისკომფორტია. ყველა კონკურსს თავისი ჩარჩოები აქვს, მე კიდევ ჩარჩოებს საერთოდ ვერ ვიტან. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დისკომფორტი მაქვს, მაინც სიამოვნებით ვმონაწილეობ. შიშის მომენტიც მაქვს, ნერვიულობისაც, რაც, ალბათ, პასუხისმგებლობიდან მომდინარეობს. მაგრამ, გინდა არ გინდა, სცენა მაინც სცენაა და ძალიან მშობლიურია. 

– ცდილობ, რომ ამ ჩარჩოებიდან ცოტათი მაინც გამოხვიდე? 

– ვცდილობ, როცა კონკურსის მონაწილე ვარ, ბევრი ფიქრი და კომპლექსი მაწუხებს. სამაგიეროდ, თუ კონცერტზე გამოვდივარ, არანაირი კომპლექსი არ მაქვს, რაც მომდის გულში, სულში, ისე ვიქნევ ხელებსა და ფეხებს. ცხოვრებაშიც საერთოდ არ ვარ დაკომპლექსებული, ძალიან ღია ვარ და გარემოსთან ადაპტირებას ადვილად ვახერხებ. საზღვრები მაქვს. საკუთარ თავს თავად ვუწესებ რაღაც ჩარჩოებს. მაგრამ, აბსოლუტურად ვერ ვიღებ და ვერ ვითავისებ იმ ადამიანებს, ვინც მე მეუბნება: შენ რაღაც ჩარჩოში უნდა მოექცეო. სიმართლე რომ გითხრათ, რთულად არაფერი გადამაქვს. ყოველთვის ვპოულობ ალტერნატივას, რომელიც იმ სირთულეს სასიამოვნოთი ჩამინაცვლებს. ამიტომ, არასდროს ვარ ჩაკეტილი. რეალურად, ახლა, ამ ეტაპზე, ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს. ყველანი ჯანმრთელები, ბედნიერები არიან. თუმცა, ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს და არა ერთი, თუ ორი... მაგრამ, ჯერჯერობით, სუპერსასტიკი რაღაცეები არ მომხდარა. თუმცა, ყველაფრისთვის მზად ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყოველთვის შევძლებ, გავუმკლავდე ცხოვრებაში არსებულ ყველა გამოწვევას. თუმცა, ეს ძალიან დიდი ნერვიულობის ფასად მიჯდება. ყოველთვის სასტიკად ვებრძვი საკუთარ თავს. ჩემი ნერვიულობა ჩემი პასუხისმგებლობაა. გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის წინაშე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, ასევეა, სხვა დანარჩენების წინაშეც. 

– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა? 

– ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე არ ვმდგარვარ. ალბათ, „X ფაქტორი“ იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის, რადგან უკვე მასისთვის ვმღეროდი. საჯაროდ გამოვდიოდი და უნდა ვყოფილიყავი მზად აბსოლუტურად ყველა „ფუისთვის“, რადგან ყოველთვის გამოერევა რაღაც „ფუები“ და ალბათ, უნდა იყოს კიდეც, თორემ ყველას მოსაწონი ვერ იქნები.

– „ბრავოს“ შემდეგ მიხეილ გოლდმანს „ფეისბუქზე“ საკმაოდ თბილი სტატუსი დაუწერე...

– მე ვერ აღვიქვამ იმ მომენტს, რომ ვიღაცის კონკურენტი ვარ, ან ის არის ჩემი კონკურენტი. არანაირად. მუსიკას სპორტულად არასდროს ვუდგები. ეს არ არის კრივი, შეჯიბრი, რომ დაიწყო განსჯა: ეს უკეთესია ან უარესი. ჩვენ, ყველანი, კონკურსში ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ. 

– რატომ მიხვედი „ბრავოში“?

– დამირეკეს, მკითხეს: თუ მქონდა პროექტში მონაწილეობის სურვილი და შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი ცდუნება და მიუხედავად იმისა, რომ ისევ კონკურსია, მაინც ვცდუნდი, დავთანხმდი და წავედი. ვფიქრობ, მშვენიერი გადაწყვეტილება მივიღე. ახალი რაღაც ხდება შენს ცხოვრებაში, უფრო მეტად აქტიური ხარ, დაგეგმილი გაქვს დღე, უსაქმურად არ ხარ, თან, საქმე მუსიკას ეხება. 

– როგორც ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობ, თუმცა თეატრალურში გინდოდა ჩაბარება.

– თეატრალურშიც მინდოდა და სამხატვრო აკადემიაშიც. კონსერვატორიაში სწავლა არასდროს მდომებია, რადგან იქ საესტრადო ჟანრი არ არის, სამწუხაროდ. ხან მაქვს პერიოდები, როცა სულ უნდა ვხატო. ახლა გეგმაში მაქვს ხატვის დაწყება და თუ შევძლებ, მექნება ამის საშუალება და დრო, ჩავაბარებ აკადემიაში. სიურეალიზმის დიდი თაყვანისმცემელი ვარ: კრიატიული, აბსტრაქტული რაღაცეები მიყვარს. რადგან არ მისწავლია, არ მაქვს ის ტექნიკა, რაც მხატვარს უნდა ჰქონდეს, თუმცა კარგად მეხერხება გადახატვა. რასაც მინდა, იმას ვხატავ. განტვირთვის კარგი საშუალებაა, ისევე, როგორც მეგობრებთან ურთიერთობა, მოგზაურობა. 

– შენთვის ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა შენი ლობისტი?

– სიმართლე გითხრა, ნამდვილად არ ჰქონია მნიშვნელობა. მე ისევ ჩემი საქმით მივედი, სამღერლად და არა გასამარჯვებლად, რომ ვინმემ რამე გადამიხადოს ხმის საფასურად. მაგრამ, როცა გავიგე გიორგი და ნინო იყვნენ ჩემი ლობისტები, გულწრფელად გამიხარდა. ურთიერთობის პროცესში დავახლოვდით, ძალიან კარგი ადამიანები არიან, პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს, განიცდიან და ნერვიულობენ. ის მომენტი ჰქონდათ, რომ ისე გამოსულიყვნენ, რაც შეიძლება კარგად წარმოეჩინათ თამუნა. მე კი იმ დროს ვფიქრობ იმაზე, კარგად წარმომეჩინა სცენაზე საკუთარი თავიც და ჩემი „კამანდაც“... მათი ნომერი კონცერტის წინა დღეს ვნახე, მანამდე თეორიულად ვიცოდი, რას აკეთებდნენ. სუპერექსტრემალურ პირობებში მოუწიათ გამოსვლა. ძალიან მიყვარს მსახიობებთან ურთიერთობა, საოცრად დიდი ენერგია მოდის მათგან, სულ სხვანაირები არიან: ცოტას უბერავენ, ენერგიით გავსებენ, ყველაფერი აქვთ ცოტ-ცოტა, ოღონდ დადებითი და კარგი.

– შენ არ უბერავ? 

– როგორ არ ვუბერავ, ვუბერავ რომელია, კარგად ვუბერავ. ზოგჯერ მაქვს ხოლმე გაჭედვის მომენტები.

– რას გულისხმობ? 

– ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ბენდთან ერთად ვმღერი და არ მომწონს აკომპანირება. ძალიან კრიტიკული და ცუდი ვხდები, ინსტუმენტალისტისგან თუ არ ვიღებ იგივეს, რასაც მე გავცემ. ჩვენთან კარგი ინსტრუმენტალისტის მოძებნა ძალიან რთულია. შეიძლება, კარგი ტექნიკა ჰქონდეს, მაგრამ აკომპანირებას ყველა ვერ გაგიწევს. ამ დროს ძალიან მეცვლება ხასიათი, მე მე არ ვარ. ძალიან ვჩხუბობ, ცუდად, მთელი თავისი ჩუქურთმიანი სიტყვებით. 

– და პირად ცხოვრებაში რა ხდება? 

– პირად ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის კარგად მაქვს, ფანტასტიკურად. სერიოზული რაღაცეებისთვის მზად არ ვარ, ჯერ ვერ ვიქნები და არც ვიქნები. მაგრამ ის, რაც მინდა, ყოველთვის მაქვს. ახლა მყავს ადამიანი, ვისთანაც ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს, მერე რა იქნება, არ ვიცი.

скачать dle 11.3