კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ემზადება ლიზა ყენია „ერთი ერთში“ კაცად გარდასახვისთვის და რას პასუხობს მის ფოტოებზე გაკეთებული უარყოფითი კომენტარების ავტორებს

მომღერალ ლიზა ყენიას ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს. მან ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა და პოპულარობაც მოიპოვა, ახლა კი მონაწილეობს პროექტ „ერთი ერთში.“ ლიზა ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას შვილია და, გარდა კარგი შესრულებისა, საზოგადოების ყურადღება ულამაზესი გარეგნობითაც დაიმსახურა. 

– ლიზა, პროექტში მონაწილეობაზე ადვილად დათანხმდი? არ შეგეშინდა ამ გამოწვევის? 

– ადვილად დავთანხმდი. პირველი სეზონიდან მოყოლებული ვუყურებ ამ პროექტს და ყოველთვის მინდოდა მონაწილეობის მიღება.  რიანად გარდასახვა მართლა ძალიან გამიხარდა, რადგან, ეს არის მომღერალი, რომლის ყველაზე ხშირი მსმენელი ვარ. მგონი, მისი არცერთი გამოსვლა და ინტერვიუ არ მაქვს გამოტოვებული. 

– რა აღმოჩნდა შენთვის ყველაზე რთული შესასრულებელი? – შენ ხომ ყველაზე პატარა მონაწილე ხარ...

– ის, რომ ყველაზე პატარა მონაწილე ვარ, ვფიქრობ, პლუსის მეტს არაფერს მოიცავს. რაც შეეხება სირთულეს, მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ ძალიან გაციებული ვიყავი და ასეთ დროს ერთდროულად ცეკვა და სიმღერა ძალიან რთული იყო.

– რომელი შემსრულებლის განსახიერება გინდა ყველაზე მეტად?

– გამორჩევა მიჭირს. ძალიან ბევრ მომღერალს განვასახიერებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ, მაინც ბიონსეს გამოვყოფ – მისი განსახიერება განსაკუთრებულად მინდა (იცინის).

– მომდევნო ოთხშაბათისთვის რთული დავალება გაქვს – კაცად მოგიწევს გარდასახვა.

– ჰო, რაც შეეეხება მომდევნო ლაივს, ცოტა შემეშინდა, როცა გავიგე, რომ „დაკაცება” მომიწევდა (იცინის). მოსამზადებელი ეტაპი ძალიან მომწონს და ძალიან მაინტერესებს, რა გამოვა, ამიტომ, ყველაზე მოუთმენლად ამ დღეს ველი.

– შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

– რა თქმა უნდა, დედა.

– მითხარი, როგორი იყო მონაწილეების განტვირთვა  საშინლად დამღლელი გრაფიკის შემდეგ?

– პირველი ლაივის შემდეგ „ავთერ ფართი“ მოვაწყვეთ ნათია დუმბაძის ახალ კაფეში, სადაც მონაწილეები, სტაფები და მოცეკვავეები ერთად ვიყავით. იქ ძალიან კარგი დრო გავატარეთ და ეს განტვირთვისთვის ძალიან კარგი იყო. 

– საკმაოდ თამამი ფოტოები გაქვს „ფეისბუქზე,” რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამაზე როგორი რეაქცია გქონდა?

– ამ ფოტოებში მაცვია ძალიან ადამიანურად: ზაფხულია, ცხელა და მაცვია შორტი და მაისური, აუზზე კი – საცურაო კოსტიუმი. ამას  მოჰყვა კომენტარები, რომ  მე ვარ ძალიან თამამი ფოტოების გამომქვეყნებელი გოგო. მეცინება, ეს სტატუსი რომ მომეწება, რაც რეალურად, ჩემი ბრალი არ არის. უამრავი ადამიანი დებს მსგავს ფოტოებს. ისეთი სათაურებით დებდნენ ჩემს ფოტოებს, რომ ხალხს აღიზიანებდა. უარყოფით კომენტარებს ვინც წერდა და მლანძღავდა, მათ გვერდებზე რომ გადახვიდე, არანაკლები ფოტოები უდევთ – ზღვაზე არიან „გათხლაშულები“ და, ზოგი, შეიძლება ითქვას, შიშველიც არის. მთავარი აქ ისაა, ამ ყველაფერს ხალხს როგორ დაანახვებ. იქ რომ აწერ: „ვაიმე, ჯაბუას ქალიშვილმა გაიხადა“... – რა თქმა უნდა, იქ უცებ მიალანძღავ, მაგრამ, რეალურად, საერთოდ სხვა სიტუაციაა. ზოგადად, არ მიყვარს ქექვა და კომენტარების ძიება, მაგრამ, ნეგატიური კომენტარებიც მინახავს. მე ერთი პასუხი მაქვს: – ღმერთმა ყველას აპატიოს. ხალხმა, ალბათ, უფრო მეტად უნდა მიხედოს საკუთარ პირადს. ყველამ უნდა  იცხოვროს თავიანთი ცხოვრებით და, თუ იმდენი ამბიცია აქვთ, იმდენად თავხედები არიან, რომ სხვას ლანძღავენ, მოდი, მაშინ, ადგნენ და თვითონ შექმნან რამე. ეს ყველაფერი, ალბათ, იმის ბრალია, რომ არაფერი არ გააჩნიათ საინტერესო, რომ იმით დაკავდნენ. ამიტომ, მიდიან და, ვისი ცხოვრებაც ცოტათი საინტერესოა, იმას ლანძღავენ.

– ამ ყველაფერმა გარკვეული უხერხულობა და დისკომფორტი შეგიქმნა?

– კი, დისკომფორტს მიქმნის. მომაკრეს იარლიყი, თითქოს ვარ გოგო, რომელიც ძალიან თამამ ფოტოებს დებს. რეალურად, რადიკალურად სხვანაირი ვარ. ეს იმიჯი ვიღაცეებმა მომაწებეს და ძალიან არ მსიამოვნებს. სინამდვილეში ძალიან სასაცილო და მხიარული ვარ – სულ ვღადაობ, ვიცინი და ჩემი ყველა აქტიურობა „ფეისბუქზე“ არის იუმორით სავსე, რაც ბევრს არ ესმის, რადგან, ძალიან ბევრი „დაგრუზული“ ადამიანია ინტერნეტსივრცეში.

– ზოგადად, დაუმორჩილებელი შვილი ხარ თუ პირიქით?

– ძალიან დამოუკიდებელი ვარ. ზრდასრული და ჩამოყალიბებული ადამიანივით მიყვარს ცხოვრება, რასაც, ალბათ, ბევრი მშობელი ვერ შეეგუებოდა. ცვალებადი ხასიათი მაქვს და, შუაღამისას, შეიძლება, გასეირნება მომინდეს, რაშიც ხელი არ უნდა შემიშალონ, რადგან, ძალიან ცუდად ვიგრძნობ მერე თავს (იცინის). ასეთ შემთხვევებში მიგებენ და არ მაქვს პრობლემა. ზოგადად კი, არ ვარ რთული. თუ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში რაიმე სახით ნეგატივი არ შემოაქვს, ჩემგანაც მხოლოდ პოზიტივს მიიღებს.

– შენი „პოსტი“ ვნახე „ფეისბუქზე” – ბავშვობას იხსენებდი საკმაოდ ნოსტალგიურად. გენატრება ის დრო?

– წარსული და კარგი პერიოდი ყველას ენატრება. განსაკუთრებულად მახსოვს, როცა დელისზე ვცხოვრობდით ძალიან პატარა სახლში  ძალიან ბევრი ადამიანი და ყოველდღე იყო სტუმრიანობა. იმ დროს მართლა ყველას ყველა უყვარდა და ეს სიყვარული გულწრფელი იყო. ეს პერიოდი ყველაზე კარგად მახსენდება.

– ყველაზე რთული პერიოდი როდის გქონდა?

– ეს იყო „ვოისის“ პერიოდი, რომელიც რთულად გადავიტანე. მაშინ მასის სერიოზული აგრესია წამოვიდა ჩემ მიმართ. ამის მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს ეხება, თუმცა, ამან ბევრი რამ მასწავლა.

– ძალიან ლამაზი გოგონა ხარ და, დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გამოხატავენ ისინი შენ მიმართ სიმპათიებს?

– ნუ, „ფეისბუქზეა“ მიწერ-მოწერა (იცინის). რაც შეეხება საჩუქრებს და მსგავს რაღაცეებს, არასდროს არ ვიკადრებ, რომ საჩუქრები მივიღო იმ ადამიანისგან, რომლის მიმართაც არანაირი სიმპათია არ მაქვს. რეალურად, არ მინდა, რომ ვინმე შეწუხდეს და ამას ვეუბნები კიდეც მათ.

– ახლა თუ ხარ შეყვარებული?

– არა, არ ვარ შეყვარებული (იცინის).

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენი მოხიბვლა რომ შეძლოს?

– საშინელი ჩვევა მაქვს – ოფიციალურად „რენტგენში” ვატარებ ადამიანს, თმებიდან დაწყებული ფეხის თითით დამთავრებული (იცინის) – ვაკვირდები ქცევებს და საერთოდ, ყველა დეტალს. ზოგადად, ძალიან რთულად მომწონს – მარტო გარეგნობას არ ვგულისხმობ. მიყვარს, როცა იუმორის გრძნობა აქვს. რა თქმა უნდა, ნაკითხიც უნდა იყოს – ულექსიკო ადამიანთან ურთიერთობა არ შემიძლია; კიდევ, ზრდილობიანი უნდა იყოს აუცილებლად – უზრდელ ბიჭებს ვერ  ვიტან და, კიდევ, საშინლად არ მიყვარს მატყუარა ადამიანები.

– თუ ყოფილხარ შეყვარებული და როგორი ხარ ამ დროს?

– კი, შეყვარებული ვყოფილვარ და ამ დროს ძალიან ცანცარა ვარ (იცინის). ვარ მხიარული და, დილა რომ თენდება, უკვე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. მიყვარს სიურპრიზების გაკეთება და ბიჭის თვისებები მიჩნდება ხოლმე (იცინის).

– შენს გულშემატკივრებს, ალბათ, აინტერესებთ, როგორი ხარ რეალურ ცხოვრებაში.

– მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ. ისეთი ვიზუალი მაქვს, ზოგს „სტერვა“ და ცივი ტიპი ვგონივარ, ამ დროს, საერთოდ არ ვარ ასეთი, პირიქით, მე თვითონ მძაგს „სტერვა“ გოგოები, თან, ტყუილად რომ „სტერვობენ“. რეალურად, ძალიან სამართლიანი ვარ და, როცა უსამართლობას ვხედავ, ყველაფერზე ვარ წამსვლელი.

скачать dle 11.3