კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა ცხოვრების თილისმა შორეულ ამერიკაში ბექა სიხარულიძემ და რით ანებივრებს რომანტიკული ქმარი ახალშერთულ ცოლს

მიხარია, როცა იმ ქართველების წარმატებებზე ვიგებ, საქართველოს საზღვრებს გარეთ რომ შრომობენ, თავს არ ზოგავენ და ცდილობენ, თავისი ნიჭიერებით გაუთქვან სახელი საკუთარ ქვეყანას უცხოეთში. მსახიობი, სპორტსმენი, სცენარისტი და რეჟისორი – ბექა სიხარულიძე ამერიკაში, ერთ-ერთი ქართველია, რომელსაც ფილმებსა და სერიალებში იღებენ, ნელ-ნელა წინ მიიწევს და ახლა, საკუთარი სცენარითაც გადაიღო ფილმი. ბექა ახლახან დაოჯახდა მაია გუშარაშვილზე, რომელიც, ასევე ამერიკაში ცხოვრობს. ის დიდი ხანია, ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა და, გვიხარია, რომ, როგორც იქნა, იპოვა თავისი შესაფერისი მეწყვილე ცხოვრების გზაზე. ჩვენი ჟურნალი ულოცავს გაბედნიერებას და ულევ სიხარულს, სიყვარულსა და ბედნიერებას უსურვებს.

ბექა სიხარულიძე: ზოგადად, ქალს და ქართულ ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამერიკაში წლებია, ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. თუმცა, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ეგრევე თვითმფრინავის ბილეთს ვიღებ და თბილისისკენ გამოვრბივარ.

– საკმაოდ დიდხანს არჩევდი საცოლეს და მიხარია, რომ როგორც იქნა, იპოვე შენი მეორე ნახევარი და დაოჯახდი. გილოცავ!

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. 36 წლის ვარ და უკვე დრო იყო დავოჯახებულიყავი. თან, სულ ვამბობდი, მე ქართველი ცოლი მინდა, ტრადიციულად აღზრდილი, ჭკვიანი და ლამაზი-მეთქი. აი, სწორედ ასეთია ჩემი მეუღლე. მაია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს წლებია. მასთან ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამაკავშირა. ჯერ ტელეფონით ვსაუბრობდით და ვმეგობრობდით. 

– მაიაც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა?

– არა, მაიკო ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მე კი – ლოს-ანჯელესში და მხოლოდ სატელეფონო საუბრები გვქონდა. მთელი ექვსი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, მერე კი მე ჩავფრინდი, პირადად გავიცანი და ამის შემდეგ, მთელი ორი წელი ვმეგობრობდით. სუფთა, წმინდა მეგობრობა გვაკავშირებდა. პროფესიით ფინანსური ანალიტიკოსია და მუშაობს თავისი პროფესიით. 

– რატომ გადაწყვიტე, რომ უცნობ გოგონასთან დაგერეკა და გესაუბრა. პირადად, ხომ არ იცნობდი მას?

– იმდენი კარგი რამ მითხრეს მაიკოზე, დავინტერესდი. ამიტომაც, დავურეკე. თან, მისი სურათიც ვნახე და მომეწონა. სატელეფონო საუბრებით მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. ისე დაგვთენებია, აღარ გვინდოდა ხოლმე ტელეფონის გათიშვა (იცინის). არადა, ჩემი ქალაქიდან მის ქალაქამდე, ხუთი საათი უნდა ფრენას. სხვა რომ ყოფილიყო – ნებისმიერი ქალი, ამ დროს ნამდვილად არ დავკარგავდი ფრენაში. აი, ეს არის სიყვარული! რომ შევხვდი, იმწუთას მივხვდი, ეს ადამიანი ჩემი იყო. 

– სიყვარული როგორ აუხსენი? როდის მიხვდი, რომ თავდავიწყებით გიყვარდა?

– არ გვითქვამს ერთმანეთისთვის მომწონხარ ან მიყვარხარო. თუმცა, დიდი ხანია ორივეს გაცნობიერებული გვქონდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ერთი წელია, მაია ლოს-ანჯელესში გადმოვიდა საცხოვრებლად. მე მანამდე, საქართველოში ვიყავი, ფილმი გადავიღე. აქ რომ ჩამოვედი, დავურეკე და ვუთხარი, საქმე მაქვს, იქნებ შევხვდეთ და ვილაპარაკოთ-მეთქი. დამთანხმდა, შევხვდით და პირდაპირ ვუთხარი, გადავწყვიტე ცოლი მოვიყვანო-მეთქი. მკითხა, ვინ არისო. ვუპასუხე, ქართველი გოგოა და იმედია, ამით ჩვენი მეგობრობა არ შეწყდება, ჩემი დაოჯახება მეგობრობაში ხელს არ შეგვიშლის-მეთქი. ვერ მიხვდა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემგან ეს სიტყვები. მითხრა, გისურვებ დიდ ბედნიერებას შენ და შენს მეუღლეს; ვინ არის, ამდენი ხანია ვმეგობრობთ და მის შესახებ არასდროს, არაფერი გითქვამსო. გამეცინა და ვუთხარი, შენ მას იცნობ, ქართველია და მის სახელს და გვარსაც გეტყვი – მაია გუშარაშვილია-მეთქი. არ დაიჯერა, გაოგნდა (იცინის). სიურპრიზი იყო ეს სიტყვები მისთვის ჩემგან. 

– რომანტიკული ქმარი თუ ხარ?

– საერთოდ რომანტიკული ვარ და თუ მიყვარს, ეს გრძნობა მიორმაგდება. თან, საინტერესო მაშინ ხარ, თუ  ნებისმიერ ურთიერთობაში რომანტიკული ხარ. რომანტიკა არ ნიშნავს, რომ ცნობილი ბრენდის ჩანთა ან ხუთკარატიანი ბრილიანტის ბეჭდები უყიდო ყოველკვირა ცოლს. ჩემთვის რომანტიკა საწოლზე დადებული ერთი ვარდია. 

– გავიგე, შენს საყვარელ ცოლს, საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა უყიდე. იცოდი, რომ უნდოდა, თუ უბრალოდ, სიურპრიზი გაუკეთე?

– დიახ, ახლად შერთულ ცოლს, მანქანა ვუყიდე. სიურპრიზი გავუკეთე, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ეს ჩვენს სიყვარულს უფრო გაამძაფრებდა. უბრალოდ, სურვილი მქონდა და გავუკეთე საჩუქარი. მას ეს არ უთხოვია, პირიქით, ის სულ ცდილობს, მე მასიამოვნოს და გამანებივროს საჩუქრებით. არასდროს მთხოვს რაიმეს ყიდვას. აბა, ცოლი რომ მომეყვანა და ეთქვა, მე ეს მინდა და მიყიდეო, ერთ ადგილას დავცხებდი პანჩურს და გავაგდებდი (იცინის). რაც შეეხება მანქანას, მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა – მიმეყვანა ჩუმად და გასაღები მიმეცა სახლში. მაგრამ, არ გამოვიდა. აქ ცოტა სხვანაირი კანონებია, ვისიცაა მანქანა, მან უნდა გააფორმოს საბუთები. თან, ოფიციალურად ხელი არ გვაქვს მოწერილი. ამიტომ, ვუთხარი, ჩემთვის გამომყავს მანქანა და შენზე გავაფორმოთ-მეთქი. დაიჯერა. რომ გამოვიყვანეთ, მერე მივეცი გასარები, ეს შენია-მეთქი და გადაირია (იცინის). „მერსედესია” „ე” კლასის და საკმაოდ ძვირად ღირებული, სულ მთლად ახალი, 2014 წლის. 

– რა შეცვალა მაიამ შენს ცხოვრებაში?

– ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცალა, რაც მაია ჩემს გვერდითაა და ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. ორი წლის განმავლობაში, რაც მას ვიცნობ, წარმატებებსაც ადვილად ვაღწევდი და მგონი, ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების თილისმაა (იცინის). მაია, ასაკით ჩემი ტოლია, ხასიათებითაც ვუგებთ და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, ნებისმიერ საკითხში. მისი შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად იღბლიანია და მადლობა, ამისთვის ღმერთს. მე გვერდით ქართველი, ტრადიციებზე აღზრდილი, ჭკვიანი, ლამაზი ცოლი მინდოდა და აღმოვაჩინე შორეულ ამერიკაში. 

– ამ ურთიერთობის დაკანონებას, ანუ ქართულ ტრადიციულ ქორწილს როდის გეგმავთ? 

– გადავწყვიტეთ, რომ ქორწილის გადახდა არ გვინდა. ამერიკაში გვინდოდა ხელის მოწერა, მაგრამ საქართველოში ვაპირებთ ჩამოსვლას სულ მალე და მანდ, ჩვენს მიწაზე, მოვაწერთ ხელს ტრადიციულად, ახლობლების გარემოცვაში. მე გადაღებები მაქვს და ამიტომ, ჯერ ვერ ვიცლი. იმედია, საახალწლოდ დასვენება მექნება და მაშინ მოვახერხებთ ჩამოსვლას, ჯვრისწერასაც და ხელის მოწერასაც. სხვათა შორის, ჯვრის დაწერას ვაპირებთ, მაგრამ 500-კაციანი ქორწილი, ნამდვილად არ გვექნება. უბრალოდ, ხელს მოვაწერთ, ჯვარს დავიწერთ და დიდხანს ბედნიერად ვიცხოვრებთ.

– მაია თეთრ, საქორწილო კაბას ჩაიცვამს?

– არა, მაია, თეთრ საქორწილო კაბას არ ჩაიცვამს, სადად იქნება გამოწყობილი. უბრალოება ორივეს გვიყვარს და გადამეტებას არ ვაპირებთ. ერთი თვეა, ერთად ვცხოვრობთ. არც თაფლობის თვე გვქონია დიდხნიანი. ერთი დღით ვიყავით წასულები ლოს-ანჯელესიდან ერთი საათის სავალ კურორტზე, რომელსაც ბილიკანის მთა ჰქვია. მოკლედ, ასეთი მინი თაფლობის თვე გვქონდა. ჯვრისწერის მერე კი დიდხნიან, მაგარ დასვენებას ვგეგმავთ სრული კომფორტით – კუნძულებზე, მაგრამ ამას ჯერ ვერ გავამხელთ. ასე რომ, ორი თაფლობის თვე გამოგვივა (იცინის).

скачать dle 11.3