კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაჰყავს ზალიკო სულაკაურს ღამით ცოლი ვაჟა-ფშაველას საფლავთან და ვინ შეასხა მას ფრთები

„მაესტროს”  პოპულარულ პროექტს, „უცნობ ისტორიებს”  კადრს მიღმა ნინო განუგრავა ქმნის. ის ცნობილი ქართველების უცნობი სამყაროდან ყველაზე საინტერესო ამბებს ყოველ შაბათს „გვიყვება.”. ნიჭიერი და არაორდინარული ნინო განუგრავა ტელეკომპანია „მაესტროში” ერთი უცნაური ისტორიის წყალობით მოხვდა. ნინოსთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ, და ექსკლუზიურად „თბილისელებისთვის” მისი და ზალიკო სულაკაურის ოჯახური ტანდემის წარდგენაც ვცადეთ.   

ნინო  განუგრავა: ჩემი ისტორია, რომელიც დაკავშირებულია  „მაესტროსთან,” საკმაოდ უცნაურად დაიწყო.   პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ვარ,  ასევე ვსწავლობდი  ტელერეჟისურის ფაკულტეტზეც.  იმ პერიოდში, როდესაც „მაესტროზე“ „საკანი” დაიწყო, როგორც მაყურებელი  ისე ჩავერთე ამ პროექტში, ღამეებს ვათენებდი გრეჩიხასთან ერთად.  მაშინ  ჯერ კიდევ არ იყო აქტუალური „ფეისბუქი,” სოციალური ქსელის ინტერესს „ოდნოკლასნიკით” ვიკმაყოფილებდით (იცინის). ერთ ღამეს მეგობრის მეგობრების ჩამონათვალში, მამუკა ღლონტი აციმციმდა. ბევრი არ მიფიქრია, არც  ვიცი, რამ დამარტყა თავში, მივწერე მამუკას, თუ  როგორ მომწონდა პროექტი „საკანი” და  შევთავაზე, ეგებ პრაქტიკანტად ამიყვანოთ-მეთქი.  არც მიფიქრია, რომ მამუკა ღლონტი პასუხს დამიბრუნებდა, ვიფიქრე, ჩემნაირი, ალბათ, რამდენი სწერს-მეთქი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მომივიდა პასუხი: დამირეკეთ და მისი ტელეფონის ნომერი. ეს ისეთი ემოციური იყო ჩემთვის, სახლში მრგვალი მაგიდა გვქონდა, ორი დღე იმ მაგიდის ირგვლივ დავდიოდი (იცინის). როცა „მაესტროში” მოვედი,  მამუკამ სამონტაჟოში შემიყვანა,  მემონტაჟეებს  უთხრა ერთი სიტყვა – „ასწავლეთ”  და დამტოვა იქ.  ასე აღმოვჩნდი „მაესტროში”, ძალიან მალე კი – იქ, სადაც იქმნებოდა „საკანი”, რომელსაც მაშინ ძალიან ბევრი  ადამიანი   უყურებდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი  გამოცდილება იყო.     

– როგორ გაჩნდა ძალიან საინტერესო პროექტი  „უცნობი ისტორიები”?

–   ამ პროექტის გაკეთების იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა ძალიან სპონტანურად. გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე იყო, მაშინ  დილის გადაცემაზე ვმუშაობდი. პროდიუსერს ვუთხარი, რა კარგი იქნებოდა, ახლა ერთი მძღოლი რომ მყავდეს, ჩოხში  წავიდოდი და ყველაფერს გადავიღებდი, რაც გოდერძი ჩოხელს უკავშირდება-მეთქი.  ჩემი ნატვრა გავახმაურე,  სევდიანი თვალებით შევხედე პროდიუსერს და  იქ დასრულდა ჩვენი საუბარი. თუმცა, წარმოვიდგინე, როგორ გადავიღებდი ჩოხში იმ სახლს, სადაც გოდერძი ცხოვრობდა; იმ ნაკვეთს, სადაც ის შრომობდა, თოხნიდა.  ისე „დავინახე“ ეს ადგილები, თითქოს იქ ვიყავი. ამ შემთხვევიდან დიდი დრო არ იყო გასული, ერთხელაც, მე და ჩემი ოპერატორი, ირაკლი მეტრეველი  კლუბ „ნალში” ვიყავით.  ირაკლის ვუთხარი: რაღაც სიახლე მინდა, მომბეზრდა ერთი და იგივე საქმის კეთება-მეთქი,  ირაკლი „ამყვა”: მეც მაგ დღეში ვარ, მოდი რამე მოვიფიქროთო.  „მაესტროში” კაციშვილმა არ იცოდა, მე, ირაკლი მეტრეველი  და ბექა  ფარჯიანი ისე  წავედით პატარძეულში, გადავიღეთ ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა გოგლა ლეონიძეს. დავამონტაჟეთ მასალა და უკვე მზა ფორმატი ვაჩვენეთ  ტელევიზიის დირექციას. ეს მათთვის შოკი იყო, გასაიდუმლოებულად გადაღებული მასალა ძალიან მოეწონათ. მეორე გადაცემა გავაკეთეთ იპოლიტე ხვიჩიას შესახებ, უფრო მაგარი გამოგვივიდა, ვიდრე პირველი და ასე დაიწყო  „უცნობი ისტორიების” ისტორია.    გადაცემებზე დღეს ისევ მე, ირაკლი და ბექა ვმუშაობთ. როცა ტიტრების გაკეთება გადავწყვიტეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერი ჩვენ ვიყავით – იდეის ავტორებიც,  ოპერტორებიც, რეჟისორებიც, პროდიუსერებიც, მემონტაჟეებიც, ხანდახან მძღოლებიც. 

– როცა ძალიან ცნობილი ქართველების სამყაროში  შედიხარ, ეხები მათ ნივთებს, რომლებიც დაცულია მუზეუმებში, რა ემოციები გაქვს? 

– ოო, აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არაერთხელ მითხოვია მუზეუმის თანამშრომლებისთვის, თუ შეიძლება, ამ ნივთს ხელით შევეხები-მეთქი. როცა ვნახე ტერენტი გრანელის ხელნაწერი, სადაც რამდენიმე ადგილი იყო ჩასწორებული, გაფაციცებული ვაკვირდებოდი, ნეტავ, რა დაწერა და რა გადაასწორა-მეთქი.  დიდი ემოციები მქონდა, როცა შევეხე ევგენი მიქელაძის დირიჟორის ჯოხს; სურამის სახლში  იმ ტახტს, სადაც დააწვინეს ტერენტი და აწამებდნენ. კიდევ ერთ მომენტს გეტყვით, როცა ვიწყებ მუშაობას  და ვურეკავ რესპონდენტებს, სულ ვთხოვ, რომ რაც შეიძლება, ასაკოვან ადამიანებს დამაკონტაქტონ.  მათ უკეთ იციან ბევრი რამ, უკეთესად ახსოვთ ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდათ და ვინც, ჩვენი გადაცემის გმირები არიან.  მათი ორი წინადადებაც კი  მირჩევნია და უხდება  გადაცემებს. რამდენჯერმე ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა ჩავწერე და მერე დამირეკეს,  ისინი გარდაიცვალნენო. მიხარია, რომ  მოვასწარი და ისინი უცნობი ისტორიების ისტორიაში დარჩნენ.  მხოლოდ მათ შეეძლოთ იმ დეტალების გახსენება, რაც ამ ადამიანებთან იყო დაკავშირებული.  მინდა გავაკეთო გადაცემა გოდერძი ჩოხელზე, ვისაც  უკავშირდებოდა ამ პროექტის იდეა,  მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო,  ეს  ჯერ ვერ მოვახერხე. ამ ბოლო დროს დამჩემდა ქუჩებში მემორიალური აბრების თვალიერება. ამას წინათ გავიარე სახლთან, სადაც ეწერა, რომ იქ ცხოვრობდა გიორგი შავგულიძე. მაშინვე   გაჩნდა იდეა და ცოტა გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე, გიორგი შავგულიძე როგორ დამავიწყდა-მეთქი (იცინის).       

– ახლა ცნობილ ისტორიებზე გადავიდეთ, საკმაოდ ცნობილი და პოპულარული  მეორე ნახევარი გყავს,  ზალიკო სულაკაური  ჩართულია  „უცნობ ისტორიებში”? 

–  ზალიკო ამ პროექტის აქტიური მაყურებელი და  ჩვენი  დიდი გულშემატკივარია.  სანამ ზალიკო ჩემს ცხოვრებაში გაჩნდებოდა,  ყველა  ახლობელი  მეუბნებოდა, შენ ვინ გაგიძლებს, ვინ აიტანს შენს რეჟიმს, სულ  გადაღებებზე,  გარეთ ხარ გავარდნილიო.  2-3 დღით დავდიოდი გადაღებებზე, სახლის ადამიანი არ ვიყავი.   ზალიკოსთან არც მჭირდება იმის ახსნა, რომ რეგიონში  უნდა წავიდე   გადაღებაზე, რადგან ასე სჭირდება საქმეს.  მას კარგად ესმის ჩემი, თუმცა უკვე ვცდილობ, ორ-სამი დღე არსად არ დავრჩე. ყველაფრის გადაღება ერთ დღეში მოვასწრო, რომ გვიან, მაგრამ მაინც თბილისში ვიყო. 

ზალიკო: ნინოს   გეოგრაფიული არეალი მთელი საქართველოა. დილით შეიძლება, სიღნაღში იყოს, საღამოს – გურიაში.  ყველანაირად ვგრძნობ, რას აკეთებს, რას განიცდის, რა უხარია. უთქმელად მესმის მისი. შეიძლება იმიტომაც, რომ  ჩემი სამყაროც ხელოვნებაა. შესაძლოა იმიტომაც, რომ შევხვდით ორი ერთნაირი, გადარეული ადამიანი და ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ნინო ხომ არ იყო სახლის ქალი, მეც ასე ვიყავი.  სახლიდან გავდიოდი, წარმოდგენა არ მქონდა, როდის დავბრუნდებოდი უკან. სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა (იცინის).  ახლა  უკვე სხვანაირადაა, ორივე, როგორც კი საქმეს მოვრჩებით, მოვრბივართ სახლში, რომ საინტერესოდ გავატაროთ  საღამო.  სულ გვაქვს შეკითხვა, რა ვქნათ დღეს? სად ვიგიჟოთ?  შეიძლება, წავიდეთ და თბილისს გადმოვხედოთ ზემოდან. შეიძლება, ავიდეთ მთაწმინდაზე,  ვაჟას მივეახლოთ და გამარჯობა ვუთხრათ. ამის გარეშე გამორიცხულია ჩვენი ცხოვრება. 

ნინო:  ჩვენ ალბათ, სტანდარტულ ოჯახად, ცოლ-ქმრად ვერასდროს ვიქცევით.   ზალიკოს მთელი „მკაცრი ქართული ქმრობა” დილით დასმული შეკითხვაა, დღეს რა ჩავიცვა, დამიდე რაა (იცინის)...

ზალიკო:   კვერცხის შეწვა იცის, სამზარეულოში, იმედი მაქვს, კიდევ უფრო დაოსტატდება.  

– ორივე არაორდინარულები ხართ, როგორც ჩანს, ბევრი გაქვთ საერთო. 

– კი, ძალიან ბევრი.  ერთმანეთს ფართო თვალებით ვხედავთ. ერთმანეთს ყველანაირად ვუდგევართ მხარში, სურვილებსა და გატაცებებშიც კი, ისე  დავემთხვევით  ხოლმე ერთმანეთს, ხანდახან ორივეს გვიკვირს.

ორივე ექსტრემალები ხართ, ორივეს გყავთ მოტოციკლი. რომელი იყავით  ინიციატორი ამ ამბის? 

ნინო:  ამ ამბავში ზალიკომ ჩამითრია. სახლში ორი მოტოციკლი გვყავს, თუმცა ჩემი მოპედი ზალიკოს მოპედთან რას მივა (იცინის).  

ზალიკო:  მე „დავსაჯე” და მოვწამლე მოტოციკლით. მე ვასწავლე ტარება,  თუმცა, მგონი,  ავტომობილის საჭესთან უფრო მაგარია.   თუშეთის გზა მსოფლიოს ათ ცუდ   გზას შორის  მეხუთე ადგილზეა. ნინი ისეთი ექსტრემალი მძღოლია, ყველა მოსახვევი და კენჭი ზეპირად იცის.  ისეთ რთულ გზებზე დაქრის, ვერ წარმოიდგენთ. 

 – ზალიკო, შენ ჩაიყვანე ნინო თუშეთში?

–  ერთადაც  ვყოფილვართ, თუმცა პირველად ჩემამდე იყო  იქ ნამყოფი. ჩემი არ იყოს, ოღონდ ბუნებაში ახეტიალე, მეტი არაფერი უნდა. ამაში, ვაღიარებ, რომ ჩემზე მაგარია. 

ნინო: ჩვენი ამბავი რომ გაიგეს, ისე გაუხარდათ ჩვენს ნაცნობ და ახლობელ თუშებს,  ერთმა  მოხუცმა  კაცმა  მთის  ყვავილების თაიგული გამომიგზავნა. 

 – მაინც ერთ სფეროში გიწევთ მუშაობა –  ტელევიზია, ჟურნალი, შორს არაა ერთმანეთისგან. ზალიკო,  ნინოს წყალობით თავადაც ხომ არ აპირებ სატელევიზიო  სფეროში ჩართვას? 

ზალიკო: ტელევიზიიდან არც მე ვარ შორს, ხშირად მიწვევენ გადაცემებში, თუმცა ნინომ პროფესიულადაც ჩამითრია ამ „ბანაკში”. მაქვს საინტერესო საბავშვო გადაცემის იდეა, რასაც მომავალში, ალბათ, ერთად განვახორციელებთ. მე ხომ ბავშვების გარეშე არ შემიძლია. ნინოს ესმის ჩემი, იცის, რომ გადამკვდარი ვარ ბავშვებზე, როგორც ჩემს სტუდიაში, ასევე გასართობ ცენტრში. ღამის თერთმეტ საათამდე სამსახურში ყოფნა მაქვს გამოწერილი. როგორც თოვლის ბაბუა არ ისვენებს ახალი წლის დღეებში, ასე  ჩემთვისაც  არ არსებობს დასვენება. ასეა, აბა, მარტო წვერით კი არ ვგავართ ერთმანეთს  მე და თოვლის ბაბუა (იცინის). 

– აბა, „კაზანტიპზე” რას აკეთებდი, ისე იშვაითი ადამიანი ხარ – ქართველ კაცს ცოლი კაზანტიპზე მიყავდეს,  არ გამიგია. 

–  აი, ამ მხრივაც არაორდინარულები ვართ. „კაზანტიპზე” ვიყავი ნინოსთან და ჩემს  შვილთან, მიშიკოსთან ერთად. რატომაც არა! ნინო ცალკე მუშაობდა, მე – ცალკე. საღამოს ვიცლიდით ერთმანეთისთვის. 

ნინო: ისე გამოვიდა, რომ საქორწინო მოგზაურობა „კაზანტიპზე” გვქონდა (იცინის). 

– ზალიკო, ნინო ხშირად არის შენი მუზა?

– პირდაპირი გაგებით, ჯერ არ ყოფილა.  თუმცა, ნინო ჩემი ცხოვრების დოპინგია. როცა ადამიანი გიყვარს, მასთან ერთად ძალიან ბედნიერი ხარ.  ნინომ  ჩემი ცხოვრება უფრო გააცოცხლა და გააფერადა.  ნინო ჩემი სტიმულია. მეხმარება, რომ უფრო მეტი ვაკეთო, ფრთები მაქვს შესხმული.  ჩემს ცხოვრებაში არსებობს ორი ქალი –  ნინო: ჩემი   მუზა და დოპინგი და ჩემი შვილი სალომე, რომელიც ჩემი ცხოვრების მარგალიტია (იცინის).   

скачать dle 11.3