კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სა-უცხო-ო ინიციატივა

„გასაღება“ გასაღებით 

ეგერთ წოდებული გასაღების გარშემო ისეთი ვნებათაღელვაა ამტყდარი, მთავრობის წევრები ლამის არასამთავრობოებმა „გაასაღონ“. ამ უკანასკნელებს, რაკი მედგრად დგანან ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სადარაჯოზე (და მერე რა, რომ, აი, იმას კი არ უკიჟინებენ მოქმედ ხელისუფლებას, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ტოტალური მოსმენების შემკვეთ-შემსრულებლები გამოავლინონ და დასაჯონ), მტკიცედ სწამთ, რომ მხოლოდ მაშინ ვიქნებით დაცულნი უცხო თვალყურისგან, თუკი „გასაღები“ მობილურ ოპერატორებს ექნებათ, ზედაც – სასამართლოს. თუმცა ამ ჩვენმა სასამართლომ გამოამჟღავნა პოლიტიკური სიმწიფე და განაცხადა – თუ მოსმენის სანქცია მე უნდა გავცე, გასაღებს რა თავში ვიხლიო (არავის უნდა ზედმეტი თავის ტკივილი). – 

ერით სიტყვით, ჩვენებური არასამთავრობობები არაფრით იჯერებენ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მობილურ ოპერატორებს, თავიანთი ფუნქციიდან გამომდინარე, ისედაც აქვთ მოსმენა-თვალთვალის საშუალება (თუ მოიწადინებს, თვით მათ ყველაზე დაბალი რაგნის თანამშრომელსაც კი) და ამას ძეხორციელი ვერ დაუმტკიცებს. 

ასეა თუ ისე, შერეული კომისიის წევრი ლაშა ტუღუში კვლავ გვამუნათებს, ჩვენ რა, მთავრობას ამუნათებს: „მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი, გასაღები დავუტოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს… ჩვენი შეთავაზება არის ის, რომ ერთი გასაღები იყოს მობილურ ოპერატორებთან და მეორე – სასამართლოსთან“. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სასამართლომ, ასეო, ისეო, თქვენი დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ, არაო!

ჩვენ არ ვიცით, რატომ ენდობიან ასე უკიდეგანოდ ჩვენებური უფლებადამცველები მობილურ კომპანიებს ან რატომ ეწევიან ასე დაჟინებით საკუთარი ძალოვანი სტრუქტურებისადმი უნდობლობის დემონსტრირებას, რითაც იმთავითვე გამორიცხავენ, რომ შსს მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს), მაგრამ, რაკი აშკარაა, რომ უცხოელი მეპატრონეების საკუთრება – მობილური კომპანიების კეთილსინდისიერებისა სჯერათ, გამოვდივარ სა-უცხო-ო ინიციატივით: „გასაღები“ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადავცეთ (ნუ, რასაკვირველია, მეგობარი ქვეყნისა). 

скачать dle 11.3