კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

მოქალაქეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე

„მოწევა კლავს“

უცნობია, რა მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩეკომანიამ ჩაიარა (და, თუკი აქამომდე ნებისმიერი დაწესებულებიდან ლამის სახლში გამოგყვებოდნენ, რომ ჩეკის აღება ეიძულებინათ, მთელ რიგ სავაჭრო ობიექტებში აწ ძალიან უნდა შეეხვეწო, რომ ჩეკი დაგანახვონ). მეორე მხრივ, ამან კი ჩაიარა, მაგრამ ბიუჯეტის შევსებაა კვლავაც აქტუალური. 

ხოლო, რაკი აქტუალურია, ფინანსთა სამინისტრომ აქციების ზრდის შესახებ კანონპროექტი მოამზადა, რითაც შეგვამზადა, რომ ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება, შესაბამისად, პროდუქციისაც.

თუმცა დაგვაიმედეს (მოქალაქეთა მწეველი და მსმელი ნაწილი), რომ ბიზნესმენებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და საინტერესო მოდელზეც შეჯერდებიან (ვითომ იმას გულისხმობენ: აქციზი მოიმატებს, პროდუქციის ფასი კი დაიწევსო?!).

აქციზის ზრდის ოფიციალურ მოტივად ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელდება – „აქციზს, ზოგადად, მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, აქვს ამოცანა, შეზღუდოს მავნე ნივთიერებების მოხმარება.“

და იქვე შეგვახსენეს, რომ „საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადით თამბაქოს საკითხში (და მერე რა, რომ საქართველო ერთ-ერთი დაბალი პენსიითაც გამოირჩევა?!)“.

რაკი კანონპროექტი მზადაა, ფაქტია, რომ ალკოჰოლი და თამბაქოს პროდუქცია გაძვირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბიუჯეტო შემოსავლებიც გაიზრდება. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც წესი, აქციზის ზრდა ვერ ამცირებს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას (ანუ მოქალაქეები არც სიგარეტის გაბოლებას მოიშლიან და არც მემთვრალეობას), საქართველოს მწეველსა და მსმელ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, საკუთარი ჯიბის შეთხელება ბიუჯეტის გასუქებით დაამშვიდოს, ბუნებრივია, იმას გარდა, შანსი ეძლევა, ჯანმრთელი ფილტვებით წარდგეს საიქიო სამსჯავროზე. – 

скачать dle 11.3