კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეული

ანუ „ნå âèíîâჭòÿ ÿ, îí ñჭì ïðèøåë“

თუმცა პრ. პუტინს, როგორც ოკუპანტები იტყვიან, „ვ გორდომ ოდინოჩესტვე“ მოუწია ყოფნა ავსტრალიაში, G20-ის შეხვედრაზე (რაც, ანუ რფ-ის პრ.-ს მარტოობა თავად დრფ-ში შემდეგნაირად ახსნეს – ის იმპერატორია, სხვებზე მაღალ დგას, ამიტომაც მისი ეულობა სავსებით ბუნებრივიაო), უცხოური მედია მაინც ინტერესდება მისი შეფასებებით.

სახელდობრ, გერმანული სატელევიზიო არხისთვის მიღებულ ინტერვიუში რფ-ის პირველკაცმა შეკითხვას, თუ საიდან აქვთ დონბასელ „ბოევიკებს“ ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და სხვა შეიარაღება, შემდეგნაირად უპასუხა (მოვიხმობ ციტატას): „თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და მიაჩნიათ, რომ მათი ბრძოლა სამართლიანია, ყოველთვის პოულობენ შეიარაღებას“, რაც, ლოგიკურად, ნიშნავს, რომ შეიარაღება, თუ ის იმ ადამიანების ხელში აღმოჩნდა, რომელთა ბრძოლასაც რფ- თანაუგრძნობს, სწორედ რომ, „ნა ულიცე ვალიაუტსია“.

მეტიც, იქით დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება, არმია გაგზავნეს უკრაინის აღმოსავლეთში და თვით ბალისტიკური რაკეტებიც კი გამოიყენესო (ესე იგი, უკრაინის ხელისუფლებას სამადლობელი დეპეშა უნდა გაეგზავნა დონბასელ და ლუგანსკელ სეპარატისტებთან, „დამოუკიდებლობის“ გამოცხადებისთვის).

ხოლო, რაკი ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ შეიარაღება ქუჩაში არ ყრია, ჩვენმა პარტნიორებმა კი დანამდვილებით, თუ საიდან მოხვდა ის დონბასელი და ლუგანსკელი სეპარატისტების ხელში, საკითხავი ისღა დარჩა, სანამდე დაეთანხმება დასავლეთი ჩრდილოელი პრ.-ს ვერსიას: „ნå âèíîâჭòჭÿ ÿ, îí ñჭì ïðèøåë“-ო?! – 

скачать dle 11.3