კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სარეკლამო სვლა

კომპანიაში, რომელსაც მსხვილი მწარმოებლები რეკლამებს უკვეთდნენ ხოლმე, ჰარისონ ფელს დიდი სიმპათიით აღარ უყურებდნენ. საქმე ის იყო, რომ, სეიფების მწარმოებელმა „ჰოლდველმა“ მისი ორი იდეა დაიწუნა და კომპანია აუცილებლად დაკარგავდა ასეთ მდიდარ შემკვეთს... ჰოვარდ ბლოსმა, სარეკლამო კომპანიის შეფმა, უნიჭო თანამშრომელი თავისთან დაიბარა. მისდა გასაოცრად, ჰარისონი საკმაოდ კარგ გუნებაზე შევიდა მასთან.

– იცი, რატომ დაგიბარე? – ჰკითხა მოღუშულმა.

– დიახ. რომ მითხრათ, დათხოვნილი ხარო, მაგრამ, ჯერ მომისმინეთ, მხოლოდ ხუთი წუთი დამჭირდება.

– არ ვიცი, რის თქმას აპირებ, მაგრამ, თუ ისევ რამე სისულელეს დააბრეხვებ, ისე გაგაგდებ და ისეთი სკანდალით, არსად რომ აღარ მიგიღონ სამსახურში. გასაგებია?

– დიახ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. პირიქით, თქვენც მადლობელი იქნებით და „ჰოლდველიც“ კმაყოფილი დარჩება. მათთვის არაჩვეულებრივი რეკლამა მოვიფიქრე, თან, ძვირიც არ დაუჯდებათ და სარეკლამო ბიზნესშიც გადატრიალებას მოვახდენთ. გუშინ ამერიკის  ყველაზე ცნობილი სეიფების გამტეხი გაათავისუფლეს.

– ფელ, გუშინ კარგად გეძინა? რას ბოდავ, ვინ სეიფების გამტეხი?

– სემ მორისეი – „მარჯვე თითები“. სასჯელი მოიხადა და გამოუშვეს. ის არის, ვინც ჩვენ გვჭირდება. „სეიფი 801“ საუკეთესო რეკლამას გაიკეთებს მისი დახმარებით.

– წესიერად მოყევი, რა იდეა გაქვს.

ფელმა კმაყოფილებით გაიღიმა, მაგიდიდან უცერემონიოდ აიღო შეფის სიგარა და მოუკიდა. სხვა დროს ჰოვარდი თავის ხელქვეითს ამას არ აპატიებდა, მაგრამ ამჯერად ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც შეუნიშნავს.

– მოკლედ, ყველაზე მაგარ რეკლამას გავაკეთებთ, მინიმალური დანახარჯით. მე დაველაპარაკები ამ სემ მორისეის და ვეტყვი, საჯაროდ გატეხოს „სეიფი 801“ – ჟურნალისტებისა და პოლიციელების, ასევე, მოწვეული სტუმრების თანდასწრებით. მიხვდით, ჩემს ჩანაფიქრს? საოცარი შედეგი ექნება ასეთ რეკლამას, გამაოგნებელ ეფექტს მოახდენს. აღიარეთ, შეფ, რომ გენიალური იდეაა.

– საინტერესოა. მაგრამ, ჯერ სტარკს უნდა დაველაპარაკოთ – იქნებ, თავისი სეიფისთვის ასეთი რეკლამა საერთოდ არც სჭირდება.

სეიფების მწარმოებელი კომპანია აღაფრთოვანა ჰარისონ ფელის იდეამ და სეიფების ცნობილი გამტეხისთვის ჯილდოდ ხუთი ათასი დოლარი დააწესა, თუ ის ამ ავანტიურაში მონაწილეობას მიიღებდა; გარდა ამისა, დაკეტილ სეიფში ასი ათასი დოლარი იდებოდა და, თუკი სემ მორისეი – „მარჯვე თითები“ მოახერხებდა „სეიფი 801-ის“ გახსნას, კომპანია „ჰოლდველი“ აღიარებდა თავის მარცხს და იმ ასი ათას დოლარს მძარცველს აჩუქებდა. ამით სეიფის მწარმოებლები ხმამაღალ განაცხადს აკეთებდნენ თავიანთი სეიფის საიმედოობაში დარწმუნებასთან დაკავშირებით...

სემ მორისეიმ გაოცებით შეხედა ჰარისონ ფელს. ეს ახალგაზრდა კაცი გამაოგნებელ რამეს სთავაზობდა – სეიფი უნდა გაეხსნა ხალხის, პოლიციელების თანდასწრებით და ამაში ფულსაც კი უხდიდნენ.

– დიახ. უარეს შემთხვევაში, ხუთი ათასი დოლარი შენი იქნება, უკეთესში – ასი ათას დოლარს ჩაიდებ ჯიბეში.

– რამეს ხომ არ მიწყობთ? – დაეჭვებით გადააქნია თავი სემმა, – იცოდეთ, ციხეში აღარ მინდა.

– მომისმინეთ, ის, რასაც მე გთავაზობთ, კანონის ფარგლებს არ სცდება, დამიჯერეთ. ამაზე კარგ რეკლამას თქვენ ვერც გაიკეთებთ. ერთ დღეში პოპულარული გახდებით და, თან, ფულსაც იშოვით.

– პოპულარობა არაფერში მჭირდება, აი, ფული კი სხვა საქმეა. მგონი დავთანხმდები. კიდევ ერთხელ მითხარით, რა უნდა გავაკეთო...

დანიშნულ დღეს, ქალაქის ყველაზე დიდი და პრესტიჟული საგამოფენო დარბაზი სავსე იყო ხალხით. აქ იყვნენ კორესპონდენტები, ჟურნალისტები, პოლიციელები, მსხვილი ბანკების წარმომადგენლები, ცნობილი ბიზნესმენები და დიდი კომპანიების მფლობელები. ფელს აინტერესებდა, ვინ დარჩებოდა გამარჯვებული ამ საინტერესო ორთაბრძოლაში – „სეიფი 801“ თუ სეიფების ცნობილი გამტეხი. სემ მორისეი ჩია ტანის, გამხდარი კაცი იყო. ერთი შეხედვით, ვერ მიხვდებოდი, სეიფების რისხვა თუ იდგა შენ წინაშე. რაც შეეხება „სეიფ 801-ს“, განსაკუთრებული ლითონის ფურცლებით იყო დაფარული და თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა. 

– აბსოლუტურად საიმედო სეიფი არ არსებობს, – ხმამაღლა გამოაცხადა პოლიციის შეფმა, რომელიც პირადად ესწრებოდა მთელ ამ სარეკლამო აჟიოტაჟს, – თუკი მძარცველს ექნება საკმარისი დრო და საჭირო ინსტრუმენტები, ნებისმიერ სეიფს გააღებს.

– ჩვენ ამ მითს დავამსხვრევთ! – ამაყად გამოეპასუხა „ჰოლდველის“ სპეციალური წარმომადგენელი, – მისტერ სემს საკმარისი დროც ექნება და ყველა საჭირო ინსტრუმენტიც, რასაც კი მოითხოვს. წამახალისებელი ჯილდოც აქ მაქვს... – მან პიჯაკის ჯიბიდან ბაფთით შეკრული მოზრდილი კონვერტი ამოიღო და მაღლა ასწია, რომ ყველას დაენახა, – ამ ასი ათას დოლარს მე სეიფში ჩავკეტავ... მისტერ მორისეი, მობრძანდით! – კომპანიის წარმომადგენელი სეიფების გამტეხს გადაეხვია და ბეჭებზეც კი მოუთათუნა კონვერტიანი ხელი. „სემ – მარჯვე თითებმა“ უხერხული მოძრაობა გააკეთა და „კეთილმოსურნეს“ მკლავებიდან გაუსხლტა.  

წარდგენამ ხმაურით ჩაიარა: შემაღლებულ, განათებულ პატარა რინგზე, სადაც მთავარი ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო სეიფსა და სეიფების გამტეხს შორის, უკვე დაებრძანებინათ „სეიფი 801“. პოლიციელებმა საკუთარი ხელით აიტანეს და სეიფის სიახლოვეს დადგეს პატარა ურიკა, რომელზეც ყველა ის იარაღი ეწყო, რაც კი სემ მორისეიმ მოითხოვა. რეპორტიორებმა კამერები მოიმარჯვეს და წამზომი ჩაირთო. პოლიციელების აპლოდისმენტების ქვეშ მორისეიმ სეიფთან ბრძოლა დაიწყო – მას ორი საათი ჰქონდა მიცემული... ყველა გაფაციცებული ადევნებდა თვალს. მორისეიმ ნახევარ საათზე მეტი მოანდომა სეიფის შესწავლას – დიდხანს უვლიდა მას გარშემო, მერე კი შეუტია. გული მოსდიოდა, რადგან, ვერაფერს გახდა – სეიფი მედგრად იდგა. სულ ბოლოს სემმა უკიდურეს გზას მიმართა. სეიფს სკოჩით დაამაგრა დინამიტი და მოუკიდა. აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო, დარბაზის ფანჯრებმა დაიზრიალეს, მაგრამ გაუძლეს. სეიფი კი უძრავი დარჩა... ეს სემის დამარცხებას უდრიდა. მან ხელები ასწია. მძიმედ სუნთქავდა და შესაბრალისი სანახავი იყო. სამაგიეროდ, კომპანია „ჰოლდველის“ მესვეურნი ზეიმობდნენ. ზეიმობდა ჰარისონ ფელიც – ის საკუთარ თავს უკვე კრეატიული ჯგუფის ხელმძღვანელად ხედავდა. „სეიფი 801“ ელვის სისწრაფით გახდა პოპულარული – იმავე საღამოს კომპანიამ რამდენიმე შეკვეთა მიიღო სეიფზე... ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ჰარისონს ჰქონდა წარმოდგენილი. ამიტომ, ძალიან გაუკვირდა, როდესაც მეორე დღეს ჰოვარდ ბლოსმა გაცეცხლებულმა დაურეკა. კაცს მღელვარებისგან ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი:

– ნამდვილი იდიოტი ხარ, ფელ... იდიოტი!

– ამას მე მეუბნებით? მეგონა, შემაქებდით, – დაიბნა ჰარისონი, – კი მაგრამ, ასეთი რა მოხდა? „ჰოლდველის“ სასწაულ სეიფზე მთელი ქალაქი ლაპარაკობს, ყველა გაზეთის პირველი გვერდები მათი ფოტოებით არის აჭრელებული.

– ჰო, მაგრამ, ეს ყველაფერი მათ ძალიან ძვირი დაუჯდათ... კოლოსალურად ძვირი, – ამოიხავლა ჰოვარდ ბლოსმა.

– სულ რაღაც ხუთი ათასი დოლარი, დარბაზის არენდა და ალა-ფურშეტი სალაპარაკოდაც არ ღირს. 

– ასი ათასი დოლარიც არ დაგავიწყდეს.

– რომელი ასი ათასი დოლარი? – ვერ მიხვდა ფელი.

– ის, რომელიც სეიფში იდო. როცა კომპანიის წარმომადგენელმა „801“ გააღო, იქ კოვენტში, დოლარების მაგივრად დაჭრილი გაზეთის ფურცლები აღმოჩნდა.

– რა?

– „ჰოლდველის“ ხელმძღვანელობა გაგიჟებულია. მითხარი, როგორ უნდა გამქრალიყო ფული სეიფიდან?

– სემ მორისეი... ეს მან გააკეთა... – ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ფელმა, – გადავწყვიტე, ხელი სხვა საქმეს მოვკიდოო, მაგრამ, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჯიბის ქურდობაშიც დაოსტატებული იყო... ამას ვერაფრით ვიფიქრებდი! მან, მან... კონვერტი შეცვალა...

 

 

скачать dle 11.3