კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა მამაკაცმა ძმისცოლი და როგორ დასრულდა გაშვილებული ბავშვის გამო დაწყებული ოჯახური დრამა

59 წლის ნუგზარ ჭ-ძემ  საკუთარი ძმის ცოლი მისსავე სახლში მოკლა ნაჯახით. მან  55 წლის მაგული მ-შვილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენა. დანაშაული ოჯახური კონფლიქტის დროს, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ მოხდა. აფექტში მყოფმა კაცმა რძალს დარტყმა ისე მოულოდნელად მიაყენა, რომ  თვითმხილველებმა დანაშაულის აღკვეთა ვერ შეძლეს. თუ რა გახდა ოჯახური დრამის მიზეზი, სამართლდამცველებისთვის დანაშაულის ჩადენიდან ძალიან მალე გახდა ცნობილი. მათ შემთხვევის ადგილზევე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობას წინ უძღოდა დაძაბული ურთიერთობა მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირსა და გარდაცვლილ ქალბატონს შორის, რომელიც ნუგზარ ჭ-ძის შვილს ბავშვის აყვანაში დაეხმარა. ეს ისტორია მკვლელობამდე ექვსი თვით ადრე მოხდა. მაგული მ-შვილმა მაზლის ოჯახი ნაცნობი ექთნის დახმარებით დაუკავშირა  გოგონას,   რომელიც  ბავშვის გაშვილებას გეგმავდა.  

საქმის მასალების მიხედვით, ნუგზარ ჭ-ძის შვილმა და რძალმა, შვილის გაჩენის რამდენიმეწლიანი უშედეგო  ლოდინის შემდეგ,  ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. მათ სთხოვეს მაგული მ-შვილს, რომ გასაშვილებელი ბავშვის მოძებნაში დახამრებოდა. მაგული წარსულში საავადმყოფოში მუშაობდა და ნაცნობი ექთნისგან შეიტყო, რომ მეზობელ რაიონში გოგონა იყო ორსულად და ბავშვის გაჩენასა და გაშვილებას მშობლებისგან მალულად აპირებდა. მაგულიმ გოგონას კვალს თბილისში მიაგნო, მოგვიანებით რამდენჯერმე შეხვდა მას და დეტალებზეც  შეუთანხმდა.  როგორც ოჯახთან დაახლოებული პირებისგან გახდა გამოძიებისთვის ცნობილი, ნუგზარი და მისი ცოლ-შვილი თავად სთხოვდნენ რძალს, მაგულის, რომ მათი ნდობით აღჭურვილი პირი და შუამავალი ყოფილიყო.  

ამონაწერი გარდაცვლილი ქალის შვილის ჩვენებიდან: „დედაჩემი თვეების განმავლობაში დასდევდა ორსულ გოგონას, ექიმთანაც კი დაჰყავდა, რომ ჯანმრთელი ბავშვი დაბადებულიყო. როდესაც ბავშვი სახლში მოიყვანეს, ბიძაჩემი დედაჩემით ისეთი კმაყოფილი იყო, მის  სახელს  იფიცებდა. სამი თვის შემდეგ კი ყველაფერი აირ-დაირია – გოგონას მშობლებმა ყველაფერი გაიგეს და ოჯახში მოგვაკითხეს ბავშვის უკან დაბრუნების მოთხოვნით. ბავშვი არაოფიციალურად იყო გაშვილებული, გოგონას კი 2 ათასი დოლარი გადავუხადეთ.  მისი მშობლები პოლიციის ჩართვითა და ბავშვის წართმევით დაგვემუქრნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკმაყოფილება დედაჩემსა და ბიძაჩემს შორის. ნუგზარი დედას ეუბნებოდა, შუამავალი შენ იყავი და სიტუაციაც  შენვე უნდა მოაგვაროო.  დედამ შესთავაზა, სახლი გაყიდეთ, სხვაგან გადადითო, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.  იმ გოგონას ოჯახის წევრები – დედა და ძმა, რამდენჯერმე მოგვიცვივდნენ მუქარითა და ჩხუბით, დედას დაჭერითაც კი ემუქრებოდნენ.”

საქმის მასალების მიხედვით, მორიგი კონფლიქტი რძალსა და მაზლს შორის გაშვილებული ბავშვის ბიოლოგიური დედის ოჯახის წევრების ვიზიტს მოჰყვა. ამ ინციდენტს მაგული მ-შვილთან და ნუგზარ ჭ-ძესთან ერთად მათი ოჯახის რამდენიმე ახლობელიც შეესწრო. 

ამონაწერი 42 წლის ნანა ბ-ოვის ჩვენებიდან: „ნუგზარისა და მაგულის მეზობელი ვარ, მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს და კარგად ვიცოდი ის პრობლემას, რაც ამ ოჯახს ჰქონდა. იმ დღეს, როდესაც მკვლელობა მოხდა, მაგულის დილით ველაპარაკე. ეს საქმე გადამიყოლებსო, – მითხრა. ძალიან ნერვიულობდა იმ ყველაფერზე, რაც ოჯახში ხდებოდა. მაზლი ხან მუქარით, ხან კი რბილად სთხოვდა სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ, მაგული ვერაფერს გახდა – ბავშვის ოჯახი მის უკან დაბრუნებას ითხოვდა. ორჯერ მოიტანეს ფული, რაც გადაუხადეს, მაგრამ, ნუგზარმა და მისმა ცოლმა არც ფულს მოჰკიდეს ხელი და სახლშიც კი არ შემოუშვეს ისინი. ბავშვის უკან დაბრუნებას კი არ აპირებდნენ. ნუგზარმა რამდენჯერმე თქვა – ექვსი თვეა, ბავშვს ვზრდი და ცოცხალი თავით უკან არ დაგიბრუნებთო.  მკვლელობის დღეს ნუგზარის სახლთან უცხო მანქანა შევნიშნე და ეზოდან ხმაური შემომესმა. მივხვდი, რაც ხდებოდა მათ ოჯახში და დაუძახებლად შევედი. ეზოში ჩემთვის უცნობი სამი ადამიანი იდგა – ორი ქალი და ერთი კაცი, ხმაური მესმოდა სახლიდანაც – ბავშვის ბიოლოგიური ბებია ნუგზარსა და მის ცოლს ეჩხუბებოდა. მაგულიც იქვე იყო. აღელვებული ნუგზარი მაგულის მივარდა და უთხრა, როგორც გამხვიე ამ შარში, ისე გაიყვანე ეს ხალხი ჩემი ეზოდანო, ბოლოს კი თვითონ მოკიდა ხელი იმ ქალს და ეზოში ძალით გაყვანა სცადა. იქვე ეყარა დაჩეხილი შეშა და გვერდით ნაჯახი იდო.  მოულოდნელად ნუგზარმა ნაჯახი აიღო და იყვირა: ყველას თავს გაგიხეთქავთ, გადით ჩემი ეზოდანო. როგორც მივხვდი, უცხოები წასვლას არც აპირებდნენ. მაგული ნუგზართან ახლოს იდგა, ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით და არ გვესმოდა, მაგული ნუგზარს რას ეუბნებოდა ჩუმად. უცბად ყველა ერთად გავხდით იმის მომსწრე, როგორ ჩაარტყა ნუგზარმა ქალს თავში ნაჯახი,  მერე მეორეჯერაც მოუქნია. ჩვენ ყვირილი ავტეხეთ. ქალი ძირს დავარდა, თავიდან სისხლი მოსდიოდა დიდი რაოდენობით.  პირველი მე მივვარდი მაგულის, რომელიც ძირს იყო დავარდნილი, თავი მიწაზე ედო, თავქვეშ კი სისხლის გუბე იდგა. არ მახსოვს, იმ არეულობაში ვინ გამოიძახა სასწრაფო. როცა ექიმები მოვიდნენ, მაგული უკვე სულს ებრძოდა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო და  საკუთარი ქალიშვილის თვალწინ დალია სული.  ერთი, რაც მახსოვს, ისაა, რომ ნუგზარი ეზოს ბოლოში დავინახე – მიწაზე იყო ჩაჩოქილი და ხმამაღლა ტიროდა. ცოტა ხანში პოლიციაც მოვიდა და ნუგზარი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.”        

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მკვლელობის იარაღი – ნაჯახი, რომელზეც ქალის სისხლის კვალი იყო დარჩენილი. დაკავებულმა რძლის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ აფექტურ მდგომარეობაში მისმა სიტყვებმა ჩააგდო – ბავშვი ხომ არ დავუბრუნოთო. სასამართლომ ნუგზარ ჭ-ძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის ბრალდებით და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  

 

скачать dle 11.3