კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოაწყო კოლონიიდან ფანტასტიკური გაქცევა თხილამურებით ცნობილმა „მედვეჟატნიკმა“ – „ნემსმა”

პირველი საქმე

1916 წელს დაბადებული ნოდარ ქურციკიძე სეიფების მძარცველი, ანუ, „მედვეჟატნიკი“ იყო. თავისი პირველი დანაშაული მან 1935 წელს, 19 წლის ასაკში ჩაიდინა. ნოდარმა მაშინ, ეგრეთ წოდებული „მუშურ-გლეხური სასწავლებლის” სეიფი გახსნა და იქიდან 39 ათასი საბჭოთა მანეთი გაიტაცა, რომელიც პედაგოგთა ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი. ნოდარი თავად სწავლობდა ამ სასწავლებელში. მან გვიან ღამით მოახერხა სახურავზე აძრომა, შემდეგ კი თოკით დაეშვა მეორე სართულზე, სადაც დირექტორის კაბინეტი მდებარეობდა. სწორედ იქ იდგა ფულით სავსე სეიფი. ქურციკიძემ წინასწარ დამზადებული „ატმიჩკა“ მოარგო კაბინეტის კარს და უპრობლემოდ შევიდა. შემდეგ „ბრანდის“ საიმედო სეიფი, რომელსაც სამმაგი კლიტე ჰქონდა, წუთ-ნახევარში გახსნა და ფული გამოიღო. ნოდარს თავისუფლად შეეძლო იმავე გზით წასვლა, რომლითაც შემოვიდა, მაგრამ, იმპროვიზაციას მიმართა: პირველ სართულზე ჩავიდა და ტუალეტში ეგრეთ წოდებული „დიმაუშკა“ გაუშვა. სანამ ორი დარაჯი ტუალეტისკენ გაემართა იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა, ნოდარმა სულ რაღაც თხუთმეტ წამში გახსნა მასიური კარის ორი საკეტი, ცენტრალური გასასვლელიდან გავიდა და ფულიანად მიიმალა. კრეატიული მძარცველის დაპატიმრება მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ მოხერხდა, თანაც იმიტომ, რომ ის წინდაუხედავად იქცეოდა: ყოველ საღამოს ფეშენებელურ რესტორნებში ვახშმობდა, დილამდე ატარებდა იქ დროს და, ამიტომაც მოხვდა „ჩეკას“ მეთვალყურეობის ქვეშ. ის დააკავეს, ბინა გაუჩხრიკეს და ტახტის ქვეშ 35 ათასი მანეთი აღმოუჩინეს, რომელიც ბანკის ქაღალდში იყო გახვეული. ნოდარ ქურციკიძე გაასამართლეს და 11 წლით ჩასვეს ციხეში, თან, დახარჯული 4 ათასი მანეთის გადახდაც დააკისრეს.

გაქცევისადმი მიდრეკილი

„ნემსი“ ნოდარ ქურციკიძეს იმის გამო შეარქვეს, რომ მას საპყრობილეში დიდი ხნით გაჩერება არ უყვარდა და ხშირად გარბოდა ხოლმე. „ნემსია, ნამდვილი ნემსი, ყველა ხვრელში შეუძლია გაძვრეს...“ – ასე ახასიათებდნენ ქურციკიძეს კოლეგები და ეს მეტსახელი მას ერთადერთ მეტსახელად შერჩა სიცოცხლის ბოლომდე. ნოდარ ქურციკიძის ოპერატიულ საქმეში ხაზგასმით ეწერა: „მიდრეკილია გაქცევისადმი და მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“. ამის გამო, ნემსს ყველაზე საიმედო საკნებში ათავსებდნენ და კოლონიებში თითქმის არასდროს უშვებდნენ. სწორედ მორდოვიის ¹9, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან მოახერხა ქურციკიძემ პირველად გაქცევა და ეს ძალიან ორიგინალურად განახორციელა. 1936 წლის დეკემბრის სუსხიანი ღამე იდგა. 02 საათსა და 25 წუთზე ნემსი ჩუმად გამოვიდა ბარაკიდან და სამუშაო ზონაში გადაიპარა, სადაც მას თავისივე ხელით გაკეთებული თხილამურები ჰქონდა დამალული. ნოდარი სამსართულიანი შენობის სახურავზე აიპარა, თხილამურები მყარად მოირგო ფეხებზე და 18 მეტრის სიგრძის, მოყინულ სახურავზე სწრაფად დაეშვა... ნოდარს იქ წინასწარ ჰქონდა გაკეთებული ტრამპლინი. მან ეს მაშინ მოახერხა, როდესაც სხვა პატიმრებთან ერთად სახურავიდან თოვლს ძირს ყრიდა. მორიგმა დიდთოვლობამ სახურავი უკვე სატრამპლინო ტრასად აქცია და ქურციკიძის გათვლამ გაამართლა – ის დიდი სისწრაფით დაეშვა, ჰაერში 40 მეტრი იფრინა. სამ მავთულხლართს გადააფრინდა და, თხილამურებითვე, ერთ ღამეში გაიარა 20-კილომეტრიანი, დათოვლილი ტაიგა... ამ ფანტასტიკური გაქცევის შემდეგ, ქურციკიძეს ორი წელი ეძებდნენ. ამ დროში კი მან სამი მსხვილი ძარცვა განახორციელა და სახელმწიფო 200 ათასი მანეთით აზარალა. ის მხოლოდ 1938 წელს დააკავეს ქალაქ ვლადივოსტოკში და „კაპეზეში“ მოათავსეს, შემდეგ კი ეტაპით გაგზავნეს მოსკოვში, მაგრამ, სანამ ბადრაგს მაგრად ეძინა, ნოდარმა საეტაპო ვაგონის სამი საკეტი გახსნა, მატარებლიდან გადახტა და მიიმალა.

ომის ვეტერანი

ნემსი 1940 წელს დააპატიმრეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თან, ქალაქ ვლადიმირის „კრიტში“ გამოამწყვდიეს, საიდანაც გაქცევა შეუძლებელი იყო. ნოდარ ქურციკიძემ იქ 13 წელი გაატარა, 1953 წელს კი, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ეგრეთ წოდებული „ბერიას ამნისტიით” გამოუშვეს. მას პასპორტი ჩამოართვეს და მისცეს ცნობა, რომელშიც ეწერა, რომ 7 წლით ეკრძალებოდა დიდ ქალაქებში ცხოვრება, მოსკოვს კი 500 კილომეტრის რადიუსზე არ უნდა გაჰკარებოდა. ნემსი ურალის ერთ პატარა დაბა კრისტალნაიაში გაამწესეს და მკაცრი ზედამხედველობა დაუწესეს, მაგრამ, ქურციკიძემ სიკვდილის იმიტაცია გაითამაშა და კრისტალნაიადან გაიქცა: ათეულობით ადამიანის თვალწინ მას „გული წაუვიდა“ და მდინარეში ჩავარდა, მერე კი წყალქვეშ გაცურა, უკაცრიელ ნაპირზე გამოვიდა და მოსკოვში გაემგზავრა. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მან ყალბი პასპორტი და დიდი სამამულო ომის ვეტერანის საბუთი იშოვა არტურ მიქოიანის გვარზე და ახალი საქმის მომზადებას შეუდგა.

1957 წელს ნემსი მოსკოვის ¹3 შემნახველ სალაროში დარაჯად მოეწყო. 1958 წელს კი სალაროს სიგნალიზაცია გათიშა, ორი უზარმაზარი სეიფი გახსნა, 470 ათასი მანეთი გაიტაცა და იმავე ღამეს თბილისში გამოემგზავრა. სანამ მილიცია ცხელ კვალზე ცდილობდა ბოროტმოქმედის დაკავებას, ქურციკიძემ 400 ათასი მანეთი სვანეთის უბანში, თავისი ბავშვობის დროინდელი შეყვარებულის, ირინე თაყაიშვილის სარდაფში დამალა საიმედოდ, 70 ათასი მანეთით კი შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრა. იქ სხვა ყალბი პასპორტი იშოვა იური ტკაჩენკოს გვარზე და ქალაქ ვლადივოსტოკში დასახლდა, სადაც კერძო კარმიდამო შეიძინა და „ფსკერზე“ დაწვა... შესაძლოა, ნემსს არც განეახლებინა თავისი ძველი საქმიანობა, რომ არა 1961 წლის ფულის რეფორმა, რომელიც საბჭოთა კავშირში განხორციელდა – ფული შეიცვალა და, 400 ათასი მანეთი, რომლის გადაცვლაც მან ვერ მოასწრო, მაკულატურად იქცა...

ნოდარ ქურციკიძე 1963 წელს, კიევში, საკუთარ ქორწილში დააკავეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან 8 წელიწადში მოახერხა ციხიდან გამოსვლა, კიევში დასახლდა და შთამომავლების გარემოცვაში, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

 

скачать dle 11.3