კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული კანონით სამშენებლო და სხვა სახის მსგავსი ნარჩენების ქუჩაში უნებართვო დაყრისთვის?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებზე, ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებზე, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გადატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ხოლო, იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სად შეიძლება, გასაჩივრდეს პოლიციელის მიერ პიროვნების ქუჩაში გაჩერება, მისთვის  ნივთების გასინჯვა და ჩამორთმევა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ პიროვნების ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში, თანამდებობის პირთან ან პროკურორთან.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ვადაა კანონით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისთვის?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული მოტოციკლის მძღოლის მიერ სპეციალური ჩაფხუტის გამოუყენებლობისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის გადაადგილების საშუალებები ითვლება სატრანსპორტო საშუალებებად? 

პასუხი: სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე, მოტოციკლი და სხვა ძრავით მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა.

скачать dle 11.3