კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა საგოვანა?

პასუხი: ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე ყოფნისას ამ მცენარის მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არა წყლით გაჟღენთილი. ზამთარში, ტემპერატურის დაცემისას, შედარებით იშვიათად მორწყეთ, გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე კი ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი. საგოვანა უძლებს დაბალ ტემპერატურას, არარეგულარულ მორწყვასა და მშრალ ჰაერს, მაგრამ სითბო, რეგულარული მორწყვა, განოყიერება და სინათლე მცენარეს ახალ ფოთლებსა და სიჯანსაღეს შეჰმატებს. ზომიერ კლიმატში შეგიძლიათ ზაფხულობით გარეთ გადგათ.

კითხვა: როგორ მოვუარო კალიზიას?

პასუხი: მას კაშკაშა სინათლე სჭირდება და საუკეთესოა ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით. თუ მცენარე ძალიან გაიბადრა, თამამად გაკრიჭეთ – ეს ხელს შეუწყობს ახალი ყლორტების ამოყრას. წაჭრილი ღეროები მალე გაიდგამს ფესვებს და ნესტიან მიწაში ჩაარჭობთ.

კითხვა: ჩემს დიფენბახიას ფოთლების წვეროები გაუყავისფრდა, ხომ ვერ ამიხსნით, რისი ბრალია?

პასუხი: ფოთლების წვეროების გაყავისფრება წყლის ნაკლებობის ან ჰაერის სიმშრალის ნიშანია. ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. არ დაგავიწყდეთ, რომ მისი წვენი შხამიანია, ამიტომ, ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით – ძველი ფოთლების მოშორებისას. ზრდის პერიოდში მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. კაშკაშა გაბნეული შუქი დიფენბახიას ფოთლებს სიჭრელეს შეუნარჩუნებს. ზაფხულში სიცხეს მოარიდეთ.

კითხვა: მაინტერესებს, როგორია ეუფრობიას მოვლის პირობები და არის თუ არა ეს მცენარე პრეტეზიული?

პასუხი: ეუფრობია რთული მოსავლელი არ არის, თუმცა, რაც უფრო დიდ სივრცეს გაიმეტებთ მისთვის, უფრო შთამბეჭდავი გახდება. მთელი წელი კარგი განათება სჭირდება. ზამთარში ყველაზე მზიან ადგილას გაიტანეთ. ჰყოფნის ოთახის ტემპერატურა, მაგრამ, სიცხესაც აიტანს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 10-11 გრადუსი. ზაფხულობით იშვიათად მორწყეთ, ზამთარში კი მხოლოდ იმდენი წყალი დაუსხით, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. ზაფხულში თვეში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. კარგი იქნება, თუ ეუფრობიას ზამთრის ბაღში ან სამხრეთის ფანჯარაზე ამყოფებთ.

კითხვა: როგორ შევუნარჩუნო მუდმივი ტენიანობა ციპერუსს? როგორც ვიცი, თურმე, ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...

პასუხი: ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომლებსაც მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით. ასე მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება და ფესვებიც მუდმივად ტენიანი ექნება.

კითხვა: რა სიხშირით მორწყვა სჭირდება იაპონურ არალიას?

პასუხი: ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – შედარებით იშვიათად. თუ ფოთლები მოიწყენს, მიხვდებით, რომ წყალი აკლია. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაუნოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.

 

 

скачать dle 11.3